„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.21.014.014.206
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №1
2010 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
�სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ� დებულების დამტკიცების შესახებ� სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე�
�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
��� მუხლი 1
�სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ� დებულების დამტკიცების შესახებ� სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. დებულების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�2. შემსყიდველი ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვების გეგმას ადგენს ამ დებულების �დანართი №3�-ის ფორმით, რომლის შენიშვნის გრაფაში უნდა მიუთითოს �სახელმწიფო შესყიდვების შესახებ� საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით და ამ დებულების 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თითოეული შემთხვევა ასეთის არსებობისას, გარდა �სახელმწიფო შესყიდვების შესახებ� საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის �ა� ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. სახელმწიფო შესყიდვების გეგმა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებით განსაზღვრულ პარამეტრებს, ხოლო სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე გვიან დამტკიცების შემთხვევაში შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს შესყიდვები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად.�.
2. დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-8 პუნქტი:
�8. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ უნდა შეიცავდეს �სახელმწიფო შესყიდვების შესახებ� საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის �თ� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სავარაუდო ღირებულებას.�.
3. დებულების მე-16 მუხლის:
ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�8. სატენდერო კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით ათქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტუ-ლობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლების დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ჯამური შეფასება. სატენდერო კომისიის წევრები თავის წერილობით შეფასებაზე წერენ დასკვნას და ადასტურებენ ხელმოწერით.�;
�ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�10. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას სატენდერო კომისიის წევრთა დასკვნების საფუძველზე მიენიჭება ყველაზე მაღალი ჯამური ქულა. ქულათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის დასკვნის საფუძველზე მინიჭებული ქულა.�.
4. დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�2. ტენდერი ითვლება დასრულებულად უარყოფითი შედეგით, თუ:
ა) არც ერთი პირის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს;
ბ) წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის ტენდერის შესახებ განცხადებაში მითითებულ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას (ლოტების არსებობის შემთხვევაში, მათ შესაბამისად).�.
5. დებულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის �ზ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
��ზ) თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი ფასი აღემატება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ტენდერის შესახებ განცხადებაში მითითებულ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას (ლოტების არსებობის შემთხვევაში, მათ შესაბამისად).�.
6. დებულების 25-ე მუხლის
ა) 31-33 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�31. იმ შემთხვევაში, როდესაც შესყიდვის ობიექტი არის ნავთობპროდუქტი (საწვავი), რომლის ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე ან/და ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილების შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას მისაწოდებელი საქონლის ერთეულის წინადადებით ან ზეპირი ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასი, რომელიც გამოთვლილია შემდეგი ფორმულებიდან ერთ-ერთის მიხედვით:
T=Rx(P+Z)x(100% + 18%) ან C=Rx(P+Z)x(100% + 18%)xD/1000, სადაც:
ა) T= ნავთობპროდუქტის (საწვავის) ერთი ტონის ფასი (ლარში);
ბ) C= ნავთობპროდუქტის (საწვავის) ერთი ლიტრის ფასი (ლარში);
გ) R= წინადადების წარმოდგენის ან ზეპირი ვაჭრობის ჩატარების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში (ცვლადი კომპონენტი);
დ) P= წინადადების წარმოდგენის ან ზეპირი ვაჭრობის ჩატარების დღისათვის არსებული ნავთობპროდუქტის (საწვავის) ერთი მეტრული ტონის საერთაშორისო ფასი � PLATTS EUROPEAN MARKETSCAN -ის FOB Med (Italy) ბირჟის მონაცემებით (ცვლადი კომპონენტი);
ე) Z= ტრანსპორტირებასთან, ლოჯისტიკასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ზედნადები ხარჯები, საწარმოს მოგება და აქციზი;
ვ) 18%= დღგ;
ზ) D= წინადადებით წარმოდგენილი ნავთობპროდუქტის (საწვავის) სიმკვრივის მაჩვენებელი.
�32. ნავთობპროდუქტის (საწვავის) შესყიდვაზე დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასყიდი ობიექტის ერთეულის ფასის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ �R�-ის ან/და �P�-ს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტული ოდენობით ცვლილების შემთხვევაში.
�33. ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეებმა შესასყიდი ობიექტის ერთეულის ახალი ფასის დასადგენად უნდა გამოიყენონ ამ მუხლის 31 პუნქტში მოცემული ფორმულა და, ამასთან, დაუშვებელია ფორმულაში მოცემული მაჩვენებლების ცვლილება, გარდა �R�-ის ან/და �P�-ს.�.
ბ) მე-4 პუნქტის �რ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�რ) ხელშეკრულების დადების საფუძველი �სახელმწიფო შესყიდვების შესახებ� საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით და ამ დებულების 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თითოეული შემთხვევა.�.
7. დებულების 32-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში საჩივრის შეტანის შემდეგ სააგენტოს თავმჯდომარე ქმნის საჩივრის განმხილველ კომისიას სამი წევრის შემადგენლობით, კომისიის თავმჯდომარის ჩათვლით. კომისიის თავმჯდომარე უნდა იყოს სააგენტოს თანამშრომელი, ხოლო დანარჩენი ორი წევრი ინიშნება მოდავე მხარეთა წარდგინებით.�;
�ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�7. თუ საჩივრის განმხილველი კომისიის მიერ საჩივრის და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად დადასტურდება საჩივრის სამართლიანობა, სააგენტოს თავმჯდომარეს სააგენტოში საჩივრის შემოსვლიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საჩივრის განმხილველი კომისიის წარდგინებით გამოაქვს წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) გადაწყვეტილების მიღების დასაბუთებას;
ბ) საჩივრის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში იმ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართული იქნება საჩივარში განსაზღვრული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.�.
��� მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ტ. ურჯუმელაშვილი