„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 16.02.2010
ძალის დაკარგვა 20.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 040030000.19.012.014213
გამოქვეყნების წყარო სსმ, 19, 18/02/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,438 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.02.2010 მიღება
20.10.2020 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.CarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar, li.CarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar, div.CarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar {mso-style-name:" Car Char Car Char Car Char Car Char Car Char Car Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:SPAcademi; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 46.3pt 56.7pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.19.012.014.213 საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება №2 2010 წლის 16 თებერვალი ქ. თბილისი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. როინიშვილი დებულება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. 2. დებულების მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოზე (შემდგომში – სააგენტო), საქართველოს რეზიდენტ და არარეზიდენტ პირებზე, მათ წარმომადგენლებზე, წარმომადგენლობებსა და ფილიალებზე, აგრეთვე უწყებებზე, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებზე. 3. დებულება არეგულირებს სააგენტოს მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირების იდენტიფიკაციისა და გარიგებების შესახებ სათანადო ინფორმაციის მიღების, დამუშავების, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის (შემდგომში – „სამსახური“) გადაცემის პირობებსა და წესებს.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ დებულების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები: ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება; ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა; გ) ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება: ყველა ნივთი (როგორც მოძრავი, ასევე უძრავი) და არამატერიალური სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს; დ) მონიტორინგი – სააგენტოს მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების იდენტიფიკაცია, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ, აგრეთვე გარიგებების მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და სამსახურისთვის წარდგენა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებული სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით; ე) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც იგი შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან; ვ) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება, აგრეთვე გარიგებათა ტიპი, რომელსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას; ზ) პირი – ნებისმიერი როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა); თ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას; ი) გარიგების მონაწილე პირი – გარიგების მონაწილე ყველა პირი, მათ შორის, გარიგების მხარეები, წარმომადგენლები, მარწმუნებლები, მესამე პირები, რომელთა სასარგებლოდაც სრულდება გარიგება; კ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – სამსახურის წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი; ლ) ბენეფიციარი მესაკუთრეფიზიკური პირი (პირები), რომელიც წარმოადგენს პირის საბოლოო მფლობელს (მფლობელებს) ან მაკონტროლებელ პირს (პირებს); მ) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ; ნ) კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები – ევროსაბჭო, ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი (FATF) და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ასეთად აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.     მუხლი 3🔗. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები 1. ამ დებულების მიზნებისათვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული (შესრულებული) ყიდვა-გაყიდვის ან ჩუქების გარიგება (მათ შორის, სამომავლო), რომლის საფუძველზეც პირს წარმოეშვა საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლებარეგისტრირებულ უძრავ ნივთზე, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა: ა) პირის მიერ დადებული (შესრულებული) გარიგების თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში როგოც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში; ბ) გარიგება საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარიგებების გარდა მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა), თუ არსებობს ვარაუდი, რომ რომელიმე მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სამსახურის მიერ ეგზავნება სააგენტოს. 3. ამ მუხლში მითითებული გარიგებების გარდა, მიუხედავად თანხის ოდენობისა, მონიტორინგს ექვემდებარება საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მოქმედი ან რეგისტრირებული პირის მონაწილეობით დადებული (შესრულებული) ნებისმიერი გარიგება. 4. სააგენტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს უჩვეულო გარიგებებს, რომლებთაც არ აქვთ აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, სააგენტო თავად განსაზღვრავს გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპებს.     მუხლი 4🔗. სააგენტოს ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, სააგენტო ვალდებულია განახორციელოს შიდა კონტროლი ამ დებულებისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტის მოთხოვნების გათვალისწინებით. 2. შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების მოთხოვნების გათვალისწინებით სააგენტომ უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს სააგენტოს (მისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის) მომსახურებით მოსარგებლე პირების, ასევე სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზებისა და შენახვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების გამოვლენის და სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდების წესი.     მუხლი 5🔗. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციები 1. მონიტორინგის პროცესის წარმართვის მიზნით, სააგენტოს თავმჯდომარე ბრძანებით განსაზღვრავს მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს (ან თანამშრომლებს). 2. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 6🔗. სააგენტოს (მისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის) ვალდებულებანი იდენტიფიკაციისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით 1. სააგენტო ვალდებულია მოახდინოს გარიგების მონაწილე პირების (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია, როდესაც: ა) გარიგების თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); ბ) გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულების, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებისა და სამსახურის მითითებების გათვალისწინებით. 3. გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, სააგენტო არ აჩერებს მომსახურებას, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) თუ გარიგების მონაწილე პირის ან/და სხვა შესაბამისი პირის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება; ბ) თუ გარიგების მონაწილე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული შემთხვევის საეჭვოდ მიჩნევისას და ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგნოს სამსახურს შესაბამისი ინფორმაცია, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია გარიგების და მისი მონაწილე პირების შესახებ. 5. იდენტიფიკაციის შედეგად უნდა დადგინდეს გარიგების მონაწილე ყველა პირის შემდეგი მონაცემები: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) სახელი და გვარი; ა.ბ) პირადი ნომერი; ა.გ) მოქალაქეობა; ა.დ) დაბადების თარიღი; ა.ე) მისამართი, საცხოვრებელი ადგილი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო, თუ ეს ინფორმაცია არ მოიპოვება, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი. ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ბ.ა) სრული სახელწოდება; ბ.ბ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდულ პირს: გ.ა) სრული სახელწოდება; გ.ბ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (არსებობის შემთხვევაში); 6. იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტებია: ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პირის იდენტიფიკაციისთვის აუცილებელ მონაცემებს, ხოლო, თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – აგრეთვე მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პირის იდენტიფიკაციისთვის აუცილებელ მონაცემებს; გ) რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი აქტი მისი შექმნის შესახებ ან ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან და პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოების მიერ გაცემული პირის შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 7. სააგენტომ უნდა მიიღოს გონივრული ზომები მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის დადგენისა და გადამოწმების მიზნით.     მუხლი 7🔗. სააგენტოს ვალდებულებანი გარიგებების (ოპერაციების) შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით 1. სააგენტო ვალდებულია აღრიცხოს გარიგების შესახებ შემდეგი ინფორმაცია: ა) გარიგების შინაარსი; ბ) გარიგების საფუძველზე წარმოშობილი უფლების რეგისტრაციის თარიღი და ადგილი, აგრეთვე გარიგების თანხის ოდენობა და ვალუტა, რომელშიც შესრულდა გარიგება; გ) ამ დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული, გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მათ შორის, იმ პირის იდენტიფიკაციისთვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომლის დავალებითაც იდება (სრულდება) გარიგება და იმ პირის იდენტიფიკაციისთვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც დავალების საფუძველზე დებს ან ასრულებს გარიგებას; დ) სააგენტოს მიერ შესრულებული მოქმედების შინაარსი. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის დაფიქსირება, სისტემატიზაცია და შენახვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 8🔗. სააგენტოს ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით 1. სააგენტო ვალდებულია პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) შეინახოს გარიგების (უფლების) რეგისტრაციიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე. 2. გარიგების შესახებ, მათ შორის, პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ელექტრონულად ან/და ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, აგრეთვე 6 წლის ვადით (თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე) ელექტრონული სახით შენახვას ექვემდებარება ამ დებულების მე-9 მუხლის შესაბამისად სამსახურისათვის წარდგენილი ინფორმაცია. 4. სააგენტოს მიერ შენახული ინფორმაცია (დოკუმენტები) სრულად უნდა ასახავდეს შესრულებულ გარიგებას და მის მონაწილე პირებს. გარდა ამისა, იგი უნდა იყოს აღრიცხული, სისტემატიზირებული და შენახული იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, საზედამხედველო ორგანოებისთვის მათი ოპერატიულად წარდგენის, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნისას მტკიცებულებების სახით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში) შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღება უმოკლეს ვადაში. 5. დოკუმენტები (ინფორმაცია) უნდა იყოს შენახული იმგვარად, რომ მასზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს მხოლოდ სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებს და მოქმედი კანონმდებლობით უფლებამოსილ პირებს.     მუხლი 9🔗. სააგენტოს ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა შესახებ ინფორმაციის სამსახურისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით 1. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება ელექტრონული სახით. 2. სამსახურს მიეწოდება შემდეგი სახის ინფორმაცია: ა) გარიგების მონაწილე პირების (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ) გარიგების ტიპის შესახებ; გ) გარიგების შინაარსის შესახებ (რაც ითვალისწინებს ინფორმაციას გარიგების საფუძველზე წარმოშობილი უფლების რეგისტრაციის თარიღისა და ადგილის, განცხადების რეგისტრაციის ნომერს, მონაცემებს ფართის შესახებ, აგრეთვე გარიგების თანხის ოდენობისა და ვალუტის შესახებ); დ) საეჭვო გარიგებასთან მიმართებაში ინფორმაცია, რომელიც გახდა საფუძველი გარიგების საეჭვოდ მიჩნევის შესახებ. 3. ინფორმაციის სამსახურისთვის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში: ა) თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – გარიგების (უფლების) სააგენტოში რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა; ბ) თუ გარიგება ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა; გ) თუ გარიგება წარმოადგენს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარიგებას – გარიგების (უფლების) სააგენტოში რეგისტრაციიდან – არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა; დ) გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობის პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ამ პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციასთან ერთად სამსახურს უნდა მიეწოდოს სააგენტოს ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი. 4. საეჭვო გარიგების გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით სამსახურისათვის ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, სააგენტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს ამ გარიგების მონაწილე პირების მიერ სააგენტოში განხორციელებულ სხვა ქმედებებს. 5. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს და 2 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს სააგენტოსგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტების ასლები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერ გარიგებასთან და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ გარიგებების თაობაზე, რომელთა შესახებაც ინფორმაცია არ იყო წარდგენილი სამსახურში. სააგენტო უზრუნველყოფს სამსახურის მიერ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის ხელმისაწვდომობას. 6. სააგენტო ვალდებულია მკაცრად დაიცვას სამსახურისთვის ამ დებულებით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობა. გარიგების, ან მისი მონაწილე პირის საეჭვოდ მიჩნევის, და სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ ინფორმაცია, არ შეიძლება ეცნობოს გარიგების მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებსა და მარწმუნებლებს, ან ნებისმიერ სხვა პირს.     მუხლი 10🔗. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა 1. ზედამხედველობას სააგენტოს მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატული აქტებით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის გამოიყენება კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომები.