სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭების წესის შესახებ
მიღების თარიღი 15.02.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.014207
გამოქვეყნების წყარო სსმ, 19, 18/02/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.02.2010 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭების წესის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.7in .7in .7in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.014.207
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №5
2010 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭების წესის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ 2009 წლის 16 ივლისის №1465 კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭების წესი“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისათვის სპეციალური დანიშნულების მიწის კატეგორიის მინიჭების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო ტყის ფონდის სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭებისა და სპეციალური ტყითსარგებლობისათვის გამოყოფის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისათვის სპეციალური დანიშნულების მიწის კატეგორიის მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანო
სახელმწიფო ტყის ფონდისათვის სპეციალური დანიშნულების მიწის კატეგორიის მინიჭებისა და სპეციალურ ტყითსარგებლობაში გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას, საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის (შემდგომში – კომისია) რეკომენდაციის საფუძველზე, იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
მუხლი 3🔗. სპეციალური დანიშნულების მიწის კატეგორიის მინიჭების თაობაზე საკითხის აღძვრა
1. სპეციალური ტყითსარგებლობისათვის გამოყოფის მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდისათვის სპეციალური დანიშნულების მიწის კატეგორიის მინიჭებით დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო).
2. სამინისტრო წარმოდგენილ განცხადებასა და თანდართულ საბუთებს შესათანხმებლად უგზავნის დაინტერესებულ უწყებებს და დადებითი პასუხების შემთხვევაში იწყებს განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვის პროცედურას.
მუხლი 4🔗. სახელმწიფო ტყის ფონდისათვის სპეციალური დანიშნულების მიწის კატეგორიის მინიჭებისათვის წარსადგენი დოკუმენტები
1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს თანდართული საბუთების ნუსხას.
2. განცხადებას უნდა ერთვოდეს:
ა) სპეციალური ტყითსარგებლობისათვის გამოყოფის მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდის ფართობისათვის სპეციალური დანიშნულების მიწის კატეგორიის მინიჭების საჭიროების და/ან აუცილებლობის მოტივაცია, სპეციალური ტყითსარგებლობის მიზანი და ვადები;
ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის – საჯარო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის პასპორტის ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;
გ) სპეციალური ტყითსარგებლობისათვის გამოსაყოფი ფართობის დაზუსტებული აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის მიერ და სპეციალური ტყითსარგებლობისათვის გამოსაყოფი ფართობის ადგილმდებარეობის სრული დასახელება და სატაქსაციო დახასიათება;
დ) დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის მიხედვით განსაზღვრული საქმიანობიდან გამომდინარე აუცილებელი ან/და საჭიროა სახელმწიფო ტყის ფონდისათვის სპეციალური დანიშნულების მიწის კატეგორიის მინიჭება და სპეციალური ტყითსარგებლობის განხორციელება.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო ტყის ფონდისათვის სპეციალური დანიშნულების მიწის კატეგორიის მინიჭებისა და სპეციალურ ტყითსარგებლობაში გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურა
1. სამინისტროში წარდგენილი მასალები, კომისიის სხდომისათვის საკითხის მომზადების მიზნით გადაეცემა სამინისტროს შესაბამის დარგობრივ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც განიხილავს მათ და დასმული წინადადების გადაწყვეტის შესაძლებლობის თაობაზე დასკვნის მომზადებისათვის წარუდგენს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვაზე უფლებამოსილ ორგანოს (შემდგომში – უფლებამოსილი ორგანო).
2. უფლებამოსილი ორგანო შეისწავლის დასმულ საკითხს და მოამზადებს დასკვნას მისი დადებითად გადაწყვეტის მიზანშეწონილობის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური ტყითსარგებლობის განხორციელების დროს აუცილებელია სპეციალური ჭრების ჩატარება, განსაზღვრავს ჭრებს დაქვემდებარე-ბული ხე-მცენარეების სანაცვლო საკომპენსაციო პირობას.
3. დასკვნას თან უნდა დაერთოს:
ა) ფართობის ადგილმდებარეობის გეგმა (აბრისი) ტყეთმოწყობის მასალების მიხედვით;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური ტყითსარგებლობის განხორციელების დროს აუცილებელია სპეციალური ჭრების ჩატარება – სპეციალურ ჭრებს დაქვემდებარებული ხე-მცენარეების სატაქსაციო აღწერა.
4. უფლებამოსილი ორგანო მომზადებულ დასკვნას უგზავნის სამინისტროს შესაბამის დარგობრივ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც მოამზადებს მასალებს და განსახილველად წარუდგენს საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიას (შემდგომში – კომისია).
5. კომისია განიხილავს წარდგენილ მასალებს და მიიღებს შესაბამის რეკომენდაციას.
6. კომისიის დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში გამოიცემა მინისტრის ბრძანება, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისათვის სპეციალური დანიშნულების მიწის კატეგორიის მინიჭების, სპეციალური ტყითსარგებლობისათვის ფართობის გამოყოფისა და/ან სპეციალური ჭრების ჩატარების თაობაზე.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების საფუძველზე უფლებამოსილი ორგანო დაინტერესებულ მხარესთან საქართველოს ტყის კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, აფორმებს სპეციალური ტყითსარგებლობის ხელშეკრულებას და მიღება-ჩაბარების აქტით აბარებს სპეციალური ტყითსარგებლობისათვის გამოყოფილ ტერიტორიას.
8. ტყითსარგებლობის ხელშეკრულების ვადის გასვლის (ან შეწყვეტის) შემთხვევაში ტყითმოსარგებლე, სპეციალური ტყითსარგებლობისათვის გამოყოფილ ტერიტორიას მიღება-ჩაბარების აქტით აბარებს უფლებამოსილ ორგანოს.