საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.02.2010
ძალის დაკარგვა 01.01.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010240020.22.027.014214
გამოქვეყნების წყარო სსმ, 19, 18/02/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 06.01.2023
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:SPAcademi;}
@font-face {font-family:SPDumbadze;}
@font-face {font-family:Geo_Times;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;}
h2 {mso-style-link:"Heading 2 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; text-autospace:none; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif"; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text";}
span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-weight:bold;}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Geo_Times","serif";}
span.Heading2Char {mso-style-name:"Heading 2 Char"; mso-style-link:"Heading 2"; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;}
p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi;}
p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in 45.0pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.014.214
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №35
2010 წლის 17 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „
კ“ ქვეპუნქტისა და მე-13 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №60 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 5🔗
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
დეპარტამენტის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი
მუხლი 6🔗
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების უზრუნველყოფა და კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობა;
გ) სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებით, მათ შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და/ან შესრულების კოორდინაცია;
ვ) დასკვნის მომზადება საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების, მისი მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების სამართლებრივი შედეგების შესახებ;
ზ) წინადადებათა შემუშავება სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებში საქართველოს მონაწილეობის, მათი მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ;
თ) საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა საერთაშორისო სამართალთან, აგრეთვე ევროპის სამართალთან;
ი) ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება;
კ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა, მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაცია და წარმომადგენლობის განხორციელება;
ლ) ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციასთან თანამშრომლობა, მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაცია და წარმომადგენლობის განხორციელება, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაცია და თანამშრომლობის ორგანიზაცია;
მ) სხვა სახელმწიფოებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სამოქალაქო, საოჯახო, და სისხლის სამართლის საკითხებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაწევა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ნ) „სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 დეკემბრის №591 ბრძანებულების შესაბამისად, სამდივნოს მეშვეობით სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზება;
ო) ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზება;
პ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 7🔗
დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოამზადოს სამართლებრივი დასკვნები საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და მათი სავალდებულოდ აღიარების შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, ასევე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო სამართლებრივი შედეგების თაობაზე;
ბ) მოამზადოს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტები სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე;
გ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის მიზნით დაამყაროს კონტაქტები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნებთან;
დ) გაატაროს სათანადო ღონისძიებები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის, მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაციისა და წარმომადგენლობის განხორციელების მიზნით;
ე) ხელი შეუწყოს და განახორციელოს ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციასთან თანამშრომლობა, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების იმპლემენტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
ვ) დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან;
ზ) განახორციელოს ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისათვის აუცილებელი სხვა უფლებამოსილებანი.
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 8🔗
დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:
ა) საერთაშორისო ურთიერთობისა და სამართლებრივი ურთიერთდახმარების სამმართველო;
ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველო.
მუხლი 9🔗
1. საერთაშორისო ურთიერთობისა და სამართლებრივი ურთიერთდახმარების სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) წინადადებების შემუშავებას საერთაშორისო სამართალთან და ევროპულ სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაციას;
გ) ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენციის შესრულების კოორდინაციასა და თანამშრომლობის ორგანიზაციას;
დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე წინადადებების მომზადების კოორდინაციას;
ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში უცხო სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობას;
ვ) სამინისტროს ურთიერთობების უზრუნველყოფას უცხო სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ზ) სხვა სახელმწიფოებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საკითხებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაწევის ორგანიზებას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებითა და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში პირის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის ან/და უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ წინადადების შემუშავებას;
ი) მინისტრისათვის წინადადებების წარდგენას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებითა და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსაგან მისი შუამდგომლობის შესრულებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ;
კ) წინადადების მომზადებას სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების თაობაზე;
ლ) ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციასთან თანამშრომლობა, მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაცია და წარმომადგენლობის განხორციელება, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაცია და თანამშრომლობის ორგანიზაცია;
მ) დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში ურთიერთობების დამყარებას და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის გამოთხოვას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან;
ნ) სამინისტროს დონორთა და მათ მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის კოორდინაცია;
ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას.
2. საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას;
ბ) დასკვნის მომზადებას საერთაშორისო ხელშეკრულებების სავალდებულოდ აღიარების, მათი მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების სამართლებრივი შედეგების შესახებ;
გ) წინადადებების მომზადებას სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებში საქართველოს მონაწილეობის, მათი მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას.
თავი IV
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
მუხლი 10🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 11🔗
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტისთვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტაციასა და მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად;
ე) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ შემუშავებული დოკუმენტების პროექტების ვიზირებას;
თ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ი) ანგარიშს წარუდგენს მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
კ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ლ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
მ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ნ) დეპარტამენტის სახელით ამზადებს დასკვნებს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში;
ო) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
პ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 12🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის და მინისტრის წინაშე.
5. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 13🔗
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ე) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ადმინისტრაციის უფროსის დავალებების შესრულებას;
ვ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.
მუხლი 14🔗
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) სამმართველოს მრჩევლები;
ბ) დეპარტამენტის სპეციალისტი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
4. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.