„თიანეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის,არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№48
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.154.016006
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 30/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №48

2010 წლის 15 სექტემბერი

„თიანეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

 თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

„თიანეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №28 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. თავი 1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       „თავი I.ზოგადი დებულებები“.

2.მე- 2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები

1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;

გ) დასახლებ ა თა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;

დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;

ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;

ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;

ზ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;

თ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;

ი) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქ თ მშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;

კ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების შემუშავებას;

ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;

მ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას;

ნ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

3. თავი 2 . სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

            „თავი II. სამსახურის სტრუქტურა“.

4. მუხლი 3 . სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

           „მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა“.

5. თავი 3.სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

           „თავი III. სამსახურის მოხელეთა ფუნქციები“.

6. თავი 4. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

         „თავიIV.  სამსახურის ხელმძღვანელობა“.

7. თავი 5. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

         „თავი V . სამსახურის საჯარო მოსამსახურეები“.

თ) მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.

ი) მე-8 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნონ კონკურსის წესით“.

„3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.

კ) მე-9 მუხლის:

ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო.“.

ლ) 1-ლი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ ინსტრუქციას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე“.

    მუხლი 2.

დადგენილება ძალაში შევიდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე    გ. წიკლაური

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თიანეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის,არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.09.2010.
როდის იქნა მიღებული „თიანეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის,არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
„თიანეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის,არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.09.2010. მიმღები ორგანო — თიანეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №48. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.154.016006.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „თიანეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის,არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „თიანეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის,არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.09.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის,არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №48, 15.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016006 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1005732/