⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2011)
გაუქმებულია:

საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამართალდამრღვევი პირის, სამართალ¬დარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 18.02.2010
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №104
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.014226
გამოქვეყნების წყარო სსმ, 19, 18/02/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,456 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.02.2010 მიღება
01.01.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამართალდამრღვევი პირის, სამართალ¬დარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:SPAcademi; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.5pt .75in 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.226 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №104 2010 წლის 18 თებერვალი ქ. თბილისი საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამართალდამრღვევი პირის, სამართალ­დარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის მე-11 ნაწილისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:     მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამართალდამრღვევი პირის, სამართალ­დარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი“.     მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამართალდამრღვევი პირის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამართალდამრღვევი პირის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელ უზრუნველყოფის ღონისძიებებს და მათი განხორციელების წესს. 2. ამ წესით განსაზღვრული უზრუნველყოფის ღონისძიებები ხორციელდება საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და განხილვის ნებისმიერ ეტაპზე და მიზნად ისახავს საბაჟო სამართალდარღვევისათვის შეფარდებული სანქციის აღსრულების უზრუნველყოფას. 3. ამ წესით განსაზღვრული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებენ: ა) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისათვის უფლებამოსილი პირები, საქართველოს საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც სამართალდამრღვევ პირს მხოლოდ ოქმის საფუძველზე, ადგილზე შეეფარდება სანქცია); ბ) საბაჟო სამართალდარღევის საქმის განხილვასა და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირები. 4. უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც თან დაერთვის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს ან საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას (საბაჟო შეტყობინებას). 5. საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება შეწყდება, თუ სამართალდამრღვევი პირი ნებაყოფლობით აღასრულებს საბაჟო სანქციას ან თუ მის მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსის 211-ე მუხლის შესაბამისად გამოყენებულ იქნება საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.     მუხლი 2🔗. საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი გამოყენება 1. საბაჟო სამართალდარღვევისათვის შეფარდებული სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია შემდეგი ღონისძიებების გამოყენება: ა) სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა; ბ) უზრუნველყოფის ღონისძიებების მიქცევა სამართალდამრღვევი პირის კუთვნილ, ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ქონებაზე; გ) საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის მიღება. 2. საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გათვალისწინებით შეცვალოს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება სხვა ღონისძიებით ან დამატებით გამოიყენოს ახალი უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება სამართალდამრღვევ პირს.     მუხლი 3🔗. სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა 1. სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება არის სამართალდამრღვევი პირის ქონება ან/და სამართალდარღვევის ობიექტი. 2. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას ახორციელებენ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმის შედგენის გზით: ა) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისათვის უფლებამოსილი პირები; ბ) უფლებამოსილი თანამდებობის პირები, რომლებსაც შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს საბაჟო ორგანოს უფროსი ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებათა აღსასრულებლად. 3. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევისას უფლებამოსილი თანამდებობის პირი მოვალეა წარადგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები (საბაჟო ორგანოს უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა). საჭირო შემთხვევაში საბაჟო ორგანოს ულებამოსილ თანამდებობის პირს შეუძლია მოითხოვოს პოლიციის დასწრება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის პროცედურის მომენტში. 4. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა წარმოებს დამსწრეთა (მოწმეთა) და იმ პირთა თანდასწრებით, რომლის მიმართაც წარმოებს ჩამორთმევა. ჩამოსართმევი საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება წარედგინება დამსწრეებს და სხვა იქ მყოფ პირებს და აღინიშნება ჩამორთმევის ოქმში ან მასზე თანდართულ ჩამონათვალში მათი დასახელების, რაოდენობის, მოცულობისა და განსაკუთრებული ნიშნების აღნიშვნით. ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაილუქოს ჩამორთმევის ადგილზე ან/და განხორციელდეს მათი ნიშანდება საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებით. 5. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დალუქვა შემდგომში ჩამორთმევის მიზნით დაუშვებელია. 6. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმში უნდა აღინიშნოს: ოქმის შედგენის დრო და ადგილი; ოქმის შემდგენი უფლებამოსილი თანამდებობის პირის და აგრეთვე ოქმის შედგენისას დამსწრე პირების დასახელება; ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დასახელება მისი სახეობისა (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) და რაოდენობის ჩვენებით; გამოყენებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები; საბაჟო საწყობის ან იმ პირის დასახელება, ვისაც საქონელი გადაეცა შესანახად, და აგრეთვე ის, რომ საქონლის შემნახველს განემარტა მისი მოვალეობანი საქონლის შენახვისათვის და პასუხისმგებლობა შესანახად გადაცემული ქონების გაფლანგვის, გასხვისებისა და გადამალვისათვის. საქონლის ჩამორთმევის ოქმს ხელს აწერენ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირები, ქონების შემნახველი და მის შედგენაზე დამსწრე სხვა პირები. ოქმის ერთი ეგზემპლარი ჩაბარდება სამართალდამრღვევ პირს, ვისაც ჩამოერთვა საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, ხოლო ოქმის მეორე ეგზემპლარი თან დაერთვის სამართალდარღვევის ოქმს ან საბაჟო შეტყობინებას. 7. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 249-ე მუხლის შესაბამისად უკვე ჩამორთმეულია საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველსაყოფად, სანქციის აღსრულების უზრუნველყოფა ხორციელდება აღნიშნულის თაობაზე მხოლოდ გადაწყვეტილების გაფორმებით. 8. ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შენახვა ხდება საბაჟო ორგანოს მფლობელობაში არსებულ საბაჟო საწყობებში, ხოლო დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვვაში დასაშვებია მისი სხვა პირისათვის შესანახად მიბარება. სხვა პირთან შენახვისას იგი იღებს გასამრჯელოს დადგენილი წესის შესაბამისად. გარდა ამისა, შემნახველს აუნაზღაურდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შენახვისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯები. ოქმის შემდგენი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია განუმარტოს შემნახველს, რომ შესანახად გადაცემული პროდუქციის გაფლანგვის, გასხვისების ან გადამალვის შემთხვევაში მას დაეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 9. საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შენახვა ხორციელდება სანამ: ა) სამართალდამრღვევი პირი ნებაყოფლობით აღასრულებს საბაჟო სანქციას ან, ბ) მის მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსის 211-ე მუხლის შესაბამისად გამოყენებულ იქნება საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები ან, გ) ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ნაცვლად, უზრუნველყოფის ღონიძიების სახით, სამართალდამრღვევი პირის მიერ წარმოდგენილ იქნება გარანტია ან, დ) საქმის განხილვის შედეგების მიხედვით: დ.ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობისას მოახდენენ ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციას ან დაუბრუნებენ მფლობელს; დ.ბ) სასყიდლით ჩამორთმევის შემთხვევაში მოახდენენ რეალიზაციას.     მუხლი 4🔗. უზრუნველყოფის ღონისძიებების მიქცევა სამართალდამრღვევი პირის კუთვნილ სხვა ქონებაზე 1. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად სხვა ღონისძიების გამოყენება შეუძლებელია და არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საბაჟ სანქციის აღსრულებას, აგრეთვე სხვა ღონისძიებებზე დამატებით, შესაძლებელია განხორციელდეს სამართალდამრღვევი პირის კუთვნილი, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ნებისმიერი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა და შესანახად გადაცემა. 2. თუ არსებობს სამართალდამრღვევი პირის მიერ სახელმწიფო ხაზინაში დეპოზიტზე თანხის შეტანის სახით საბაჟო ორგანოში წარდგენილი გარანტია ან აღნიშნულ პირს საბაჟო ორგანოში ერიცხება ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხა, შესაძლებელია სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულ იქნეს აღნიშნული თანხების უკან დაბრუნების პროცედურების შეჩერება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა და შესანახად გადაცემა ხორციელდება ოქმის შედგენით ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების შეჩერება განხორციელდება საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებითა და საბაჟო ორგანოებისათვის, აგრეთვე საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფულადი დეპოზიტის შენახვის განმახორციელებელი პირებისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნით.     მუხლი 5🔗. საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის მიღება 1. სამართალდამრღვევი პირის თხოვნით, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების ნაცვლად შესაძლებელია სამართალდამრღვევი პირის მიერ საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის, ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისის ან სახელმწიფო ხაზინაში დეპოზიტის შეტანის თაობაზე ცნობის) წარდგენა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალური ოდენობით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს ეძლევა შესაბამის საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება. 4. საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენა არ იწვევს სამართალდამრღვევი პირის გათავისუფლებას სხვა საბაჟო ვალდებულებებისაგან ან/და შესაბამისი გარანტიების წარდგენის ვალდებულებისაგან.