⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2011)
გაუქმებულია:

მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 18.02.2010
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №105
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.014225
გამოქვეყნების წყარო სსმ, 19, 18/02/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,028 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.02.2010 მიღება
01.01.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:SPAcademi; font-weight:bold;} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in .75in 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.225 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №105 2010 წლის 18 თებერვალი ქ. თბილისი მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:     მუხლი 1🔗 დამტკცდეს „მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.     მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი   პ. პეტრიაშვილი ინსტრუქცია მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ამ ინსტრუქციის მიზანია მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების, მოთხოვნებისა და პირობების დაცვა. 2. ინსტრუქციის მიზნებისათვის საქართველოში მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის კატეგორიას, რომლის მიმართ გამოყენებულია იმპორტის საბაჟო გადასახდელებზე საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათები, მიეკუთვნება: ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ე“, „ზ“, „ი“, „შ“, „ჯ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი და ამავე ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტში მითითებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეული და სუბსტანციები, ამავე კოდექსის 233-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებში, 265-ე მუხლის ,,ე“, ,,ვ“, ,,ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებსა და 270​5 მუხლის „ე“, „ვ“, „ზ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი; ბ) „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი.     მუხლი 2🔗. მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება 1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას. საბაჟო ორგანო ახორციელებს ასეთი საქონლის, მასთან დაკავშირებული პირების, სატრანსპორტო საშუალებებისა და მისი თანმხლები დოკუმენტების საბაჟო კონტროლს შესაბამისი საბაჟო პროცედურების დაცვით. 2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით და გრანტების შესახებ ხელშეკრულებით შემოტანილ საქონელს ჰუმანიტარული დახმარების სტატუსს და გრანტის სტატუსს ანიჭებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 3. მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლისათვის საბაჟო-საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე შეღავათების გამოყენების პირობას წარმოადგენს: ა) ჰუმანიტარული დახმარების სტატუსისა და გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება; ბ) სხვა შემთხვევებში: ბ.ა) უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ქონების იმპორტის დროს – დიპლომატიური სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ.ბ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტის დროს – აღნიშნული კანონის მიხედვით საოპერაციო კომპანიის (ინვესტორის) მიერ გაცემული ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ.გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტის დროს – აღნიშნული კანონის მიხედვით საოპერაციო კომპანიის (ინვესტორის) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი; ბ.დ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს – აღნიშნული კანონის მიხედვით საოპერაციო კომპანიის (ინვესტორის) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი; ბ.ე) საერთაშორისო საავიაციო ან/და საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტის დროს – ბორტზე ფაქტობრივად მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნული იქნება თითოეული რეისის განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებული საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების რაოდენობა და ღირებულება; ბ.ვ) საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროს იმპორტის დროს – საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ოქროს გადაცემის დამადასტურებელი, ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი; ბ.ზ) განძეულობის, ჩამორთმეული ან/და უპატრონო საქონლის იმპორტის დროს – აღნიშნული საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის ბიუჯეტში შეტანის დამადასტურებელი სახელმწიფო ხაზინის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი; ბ.თ) ელექტროენერგიის წარმოებისათვის ბუნებრივი აირის იმპორტის დროს – თბოელექტროსადგურების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი; ბ.ი) მისართების, გამხსნელების, ანტიდეტონატორების იმპორტის დროს, როდესაც ისინი არ გამოიყენება აქციზური საქონლის წარმოებისათვის – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტი; ბ.კ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეულის ან/და სუბსტანციების იმპორტის დროს – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემული ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ან ფარმაცევტული წარმოების, ან ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა, ან იმპორტიორის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება აღნიშნული ნებართვის მქონე პირთან ნედლეულის მიწოდების თაობაზე.     მუხლი 3🔗. საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებული გამონაკლისები 1. თუ საქონელი მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში, იგი რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ. საბაჟო ზედამხედველობა დასრულდება, თუ: ა) შესრულდება მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პირობა; ბ) საქონელი დეკლარირებული იქნება ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გამოსაყენებლად; გ) საქონელი განადგურდება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად; დ) თუ გადახდილ იქნა იმპორტის გადასახდელების შესაბამისი თანხა საქართველოს საბაჟო კოდექსის 193-ე მუხლის გათვალისწინებით. 2. მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული ჰუმანიტარული დახმარების მიზნით შემოტანილი საქონლის ქვეყნის შიდა სივრცეში მიზნობრივად გამოყენების მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. მასვე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარედგინება ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის ანგარიშები და შესაბამისი განმარტებები საქონლის მიზნობრივად გამოყენების თაობაზე. 3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“, „შ“, 265-ე მუხლის „ვ“ და 270​5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული საქონლის (უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნკიური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ქონების, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების მიზნობრივი გამოყენების კონტროლს ქვეყნის სივრცეში ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საქართველოს საგადასახადო კოდექსის XV და XVI თავების შესაბამისად. 4. საქონლის მიზნობრივად გამოყენების დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე ტერიტორიულ საბაჟო ორგანოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წერილობითი შეტყობინებების მიღების დღიდან მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი ითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან გასულად. 5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ე“ და „ჯ“ ქვეპუნქტებში, 233-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებში, 265-ე მუხლის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში, 270​5 მუხლის „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონლის (საერთაშორისო საავიაციო ან/და საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების; საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროს; განძეულობის, ჩამორთმეული ან/და უპატრონო საქონლის; ელექტროენერგიის წარმოებისათვის ბუნებრივი აირის; მისართების, გამხსნელების, ანტიდეტონატორების) მიზნობრივი გამოყენების კონტროლს ახორციელებენ და ამ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების საკითხს წყვეტენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული საბაჟო ორგანოები მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 6. დაუშვებელია მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონლის სხვა მიზნით გასხვისება, დაგირავება, გასესხება ან სხვა დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად მისი გადაცემა, აგრეთვე სხვა პირის სარგებლობაში გადაცემა ან გამოყენება. იმპორტის გადასახდელების გადახდის შემთხვევაში ეს აკრძალვა არ ვრცელდება. 7. თუ მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნული შესაბამის საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ დამოწმებული საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.     მუხლი 4🔗. მიზნობრივი დანიშნულების სტატუსის გაუქმება 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საქონლისათვის მიზნობრივი სტატუსის (ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი, გრანტის სტატუსი) გაუქმების თაობაზე წერილობით აცნობებს შესაბამის ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს. 2. თუ არ შესრულდება და შეიცვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“, „შ“, 265-ე მუხლის „ვ“ და 270​5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული საბაჟო-საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საქონლის მიზნობრივი გამოყენების პირობები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წერილობით შეტყობინებას უგზავნის შესაბამის ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს.     მუხლი 5🔗. საქონლისათვის მიზნობრივი სტატუსის გაუქმების შემდეგ მისაღები ზომები 1. საქონლისათვის მიზნობრივი გამოყენების სტატუსის გაუქმების შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულია: ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დატოვების შემთხვევაში იგი უნდა მოექცეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტი) საბაჟო რეჟიმში, რის შედეგადაც მიენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი, დაიბეგრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან გასულად; ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ბ.ა) თუ საქონლისათვის მიზნობრივი სტატუსი გაუქმდა საქონლის მფლობელის მიერ შესაბამისი პირობების დარღვევის შედეგად, საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დღიდან, ამასთან, გადასახდელ საბაჟო გადასახდელებს უნდა გამოაკლდეს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დროს გადახდილი გადასახდელების ოდენობა; ბ.ბ) თუ საქონლისათვის მიზნობრივი სტატუსი (კერძოდ გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი) გაუქმდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საქონლის მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, საბაჟო ვალდებულებები წარმოიშობა საქონლისათვის აღნიშნული სტატუსის გაუქმების დღიდან და იმპორტის დროს გადასახდელ საბაჟო გადასახდელებს უნდა გამოაკლდეს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დროს გადახდილი გადასახდელების ოდენობა. 2. ექსპორტის შემთხვევაში საქონელი მოექცევა ექსპორტის საბაჟო რეჟიმში და ჩაითვალება საბაჟო ზედამხედველობიდან გასულად. 3. თუ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით მიღებულ იქნა საქონლის განადგურების გადაწყვეტილება, იგი უნდა განხორციელდეს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით დადგენილი დებულებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 4. „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით და „საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთკავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ“ 2001 წლის 12 ოქტომბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის მიწოდების (გარდა მითითებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში მიწოდებისა) შემთხვევაში გაუქმდება საქონლისათვის მიზნობრივი სტატუსი. ამასთან, არ დაირიცხება და გადაიხდება საბაჟო გადასახდელები და მყიდველის მიერ გადახდილი ან გადასახდელი დღგ, მაგრამ არანაკლებ დადგენილი განაკვეთისა, რომელიც დარიცხულია კომპენსაციის ფაქტობრივ თანხაზე, გადაიხდება გამყიდველის მიერ ამ საქონლის მიწოდების სანაცვლოდ მიღებული კომპენსაციიდან და გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ლარობით 15 დღის განმავლობაში, იმ თვის დამთავრებიდან, როდესაც მოხდა საქონლის მიწოდება ან განაღდება, იმის გათვალისწინებით, რომელი უფრო ადრე მოხდა. თუ იმპორტირებული საქონელი, რომელიც დაიბეგრებოდა დღგ-ით ამ პუნქტის შესაბამისად, გასხვისებულია ნულოვანი ღირებულებით სახელმწიფო ორგანოებზე, დღგ არ გადაიხდება. 5. თუ მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონელი გასხვისებულ იქნა სხვა პირზე, რომელიც საქონელს იყენებს ისეთი მიზნობრივი დანიშნულებით, რისთვისაც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევისას იმპორტის გადასახდელებზე გამოყენებული იქნებოდა შეღავათები, მაშინ აღნიშნულ საქონელზე ისევ გავრცელდება აღნიშნული შეღავათები და ახალი მიზნობრივი დანიშნულებით დარჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ.     მუხლი 6🔗. საქონლის სხვა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებში მითითებულის გარდა, საქონლის სხვა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების შემთხვევაში საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულება განისაზღვრება საბაჟო დამუშავების შესაბამისი ოპერაციისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი დებულებების შესაბამისად.