გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 18.02.2010
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 230150010.22.033.014228
გამოქვეყნების წყარო სსმ, 19, 18/02/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.CharCharCharCharCharCharChar1Char, li.CharCharCharCharCharCharChar1Char, div.CharCharCharCharCharCharChar1Char {mso-style-name:" Char Char Char Char Char Char Char1 Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:SPAcademi; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.010.22.033.014.228
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №106
2010 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ინსტრუქცია „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ” თანდართულ დანართთან ერთად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი
ინსტრუქცია
გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ” ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) ადგენს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისას გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეებს, წარდგენის შემთხვევებსა და მისი შევსების წესებს.
2. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის გამოყენების მიზანია საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებისათვის დახარჯული დროის შემცირება, საგანგებო სიტუაციის შედეგებზე სწრაფი რეაგირება, მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენცია.
მუხლი 2🔗. ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:
ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დეკლარანტი – პირი, რომელიც საბაჟო დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან პირი, რომლის სახელითაც ხორციელდება საბაჟო დეკლარირება;
ბ) სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ, ერთი მიმღების მისამართით, ერთი ხელშეკრულების თანახმად, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა;
გ) საბაჟო პროცედურების გამარტივება – საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის დიფერენცირებულად განხორციელება ამ ინსტრუქციით მითითებულ შემთხვვებში, გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის გამოყენების გზით;
დ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია – საბაჟო პროცედურების გამარტივების მიზნით განსაზღვრული საქონლის დეკლარირების დროს გამოყენებული გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია, რომელიც გამოიყენება ამ ინსტრუქციით დადგენილი შემთხვევების გათვალისწინებით;
ე) საგანგებო სიტუაცია – ობიექტზე, გარკვეულ ტერიტორიაზე ან აკვატორიაში ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურების, ხანძრის, ავარიის, კატასტროფის ან სხვა სახის უბედურებების, აგრეთვე დაზიანების, საბრძოლო საშუალებათა გამოყენების შედეგად წარმოქმნილი სიტუაცია, როდესაც ირღვევა ადამიანთა ცხოვრებისა და საქმიანობის ნორმალური პირობები, საფრთხე ემუქრება მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზარალდება მოსახლეობა და ზიანდება ბუნებრივი გარემო.
მუხლი 3🔗. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეები
გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეები განისაზღვრება ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
მუხლი 4🔗. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის საბაჟო ორგანოში წარდგენის შემთხვევები
1. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია საბაჟო ორგანოში შეიძლება წარდგენილ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირების ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევისას;
ბ) საგანგებო სიტუაციებში, ან წვრთნების ჩატარების დროს, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციის მიზნით პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულებისათვის შესაბამისი ტექნიკის სახით საქონლის საქართველოში დროებითი შემოტანისას;
გ) სხვა ქვეყნებში შექმნილი საგანგებო სიტუაციის შედეგებზე რეაგირების ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით საქონლის ან წვრთნების ჩატარების მიზნით ტექნიკის სახით საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევისას;
დ) საქონლის თავისუფალ ზონაში მოთავსების მიზნით საქართველოს საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევისას და უცხოური საქონლის თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში გადატანის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრისას.
2. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია არ წარედგინება აქციზურ საქონელზე (გარდა თავისუფალ ზონაში ადგილზე მოხმარებისათვის ან/და გამოყენებისათვის აქციზური საქონლის შეტანისა).
3. თავისუფალ ზონაში დასაშვებია აქციზური საქონლის შეტანა ადგილზე მოხმარებისათვის ან/და გამოყენებისათვის და საქართველოს საქონლის შემთხვევაში ეს არ განიხილება როგორც საქონლის ექსპორტი. თავისუფალ ზონაში აქციზური საქონლის (მათ შორის, საქართველოს საქონლის) შეტანის დროს განისაზღვრება საქონლის თავისუფალ ზონაში გადატანის საბაჟო დამუშავების ოპერაცია.
მუხლი 5🔗. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენას დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას (ტერიტორიიდან გატანისას) გათვალისწინებული გამარტივებული საბაჟო პროცედურები
1. ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის (ტერიტორიიდან გატანის) დროს სასაზღვრო საბაჟო ორგანოში მის მიმართ ხორციელდება შემდეგი გამარტივებული საბაჟო პროცედურები:
ა) საქონლის წარდგენა;
ბ) აღრიცხვის მოწმობის გამოწერა.
2. ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას:
ა) საქონელი თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად პირდაპირ წარედგინება სასაზღვრო საბაჟო ორგანოს;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ საქონელს არ ახლავს „სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული, ზოგადი დეკლარირებისათვის აუცილებელი დოკუმენტები, საქონლის გადამაადგილებელი პირი ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი ინფორმაცია გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის ფორმა ამ ბრძანების დანართის №1 შესაბამისად;
გ) სასაზღვრო საბაჟო ორგანო წარდგენილი საქონლის მიმართ დაუყოვნებლივ ახორციელებს აღრიცხვის მოწმობის გამოწერას (ექსპორტის დროს – აგრეთვე, მოწმობის დახურვას) „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების შესაბამისად;
დ) აღრიცხვის მოწმობაზე დაისმება საბაჟო დამღა – „აყვანილია კონტროლზე“ და ხორციელდება საქონლის გაშვება.
მუხლი 6🔗. საბაჟო დამუშავების ოპერაციის საბაჟო ორგანოში განსახორციელებელი საბაჟო პროცედურები
1. ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლით დადგენილი წესით გაშვებულ საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის საბაჟო ორგანოს წარედგინება გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადებში, რომლებიც აითვლება აღრიცხვის მოწმობის გამოწერის თარიღიდან.
2. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია შეივსება ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლით დადგენილი წესით.
3. საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების ან წვრთნების ჩატარების მონაწილე ორგანიზაცია (დეკლარანტი) ვალდებულია, საბაჟო ორგანოს სრულად წარუდგინოს საქონლის მიმართ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის), ან საქონლის დროებითი შემოტანის, ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმების გამოყენებისათვის კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად საბაჟო ორგანოს წარედგინება:
ა) წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საგანგებო სიტუაციის გარემოებების თაობაზე;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული წერილობითი დასტური დეკლარირებული საქონლის იმპორტის, ან ექსპორტის, ან შესაბამისი ტექნიკის სახით საქონლის დროებითი შემოტანის საჭიროების შესახებ, რაც უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას საქონლის მიმწოდებელი და მიმღები ორგანიზაციების თაობაზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინეული შემთხვევის (შემთხვევების) დადგომისას საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა სავალდებულო არ არის.
მუხლი 7🔗. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ფორმა
1. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია წარედგინება „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმით ამ ბრძანებით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით.
2. გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დეკლარანტი თხოვნით მიმართავს საქონლის წარმდგენ საბაჟო ორგანოს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე.
3. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია ივსება ქართულ ენაზე კომპიუტერის საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით.
4. ერთი გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია ივსება მხოლოდ ერთი სასაქონლო პარტიისათვის.
მუხლი 8🔗. დეკლარანტის მიერ დეკლარაციის გრაფების შევსების წესი
1. დეკლარანტი გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსებისას ავსებს: A, 1, 2, 8, 14, 15, 15ა, 17, 17ა, 18, 19, 21, 29, 31, 44, 47, 49, 54 გრაფებს, თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში საქონლის შეტანისას – დამატებით 33, 35, 38, 42 გრაფებს, ხოლო უცხოური საქონლის, რომელიც მოქცეული იყო სხვა საბაჟო რეჟიმში, თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში გადატანის დროს – დამატებით 37 და 40 გრაფებს.
2. გრაფა A – აღინიშნება საბაჟო დამუშავების ოპერაციის საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის, საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №15-ით გათვალისწინებული „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (შემდგომში – კლასიფიკატორი) შესაბამისად.
3. გრაფა 1. „დეკლარაცია“ – პირველ განყოფილებაში ჩაიწერება საბაჟო რეჟიმის (საბაჟო დამუშავების ოპერაციის) დასახელება, მეორეში აღინიშნება მისი კოდი კლასიფიკატორის შესაბამისად.
4. გრაფა 2. „ექსპორტიორი“ – საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) და საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმებში საქონლის გაცხადებისას ან თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში უცხოური საქონლის შეტანისას აღინიშნება საქონლის გამომგზავნის, ხოლო საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში საქონლის გაცხადებისას ან თავისუფალ ზონაში საქართველოს საქონლის შეტანისას – გამგზავნის რეკვიზიტები: იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი) სახელწოდება და მისამართი.
5. გრაფა 8. „იმპორტიორი“ – აღინიშნება საქონლის მიმღების შესახებ მონაცემები. თუ საქონლის მიმღები იურიდიული პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი; ტელეფონის ან ფაქსის ნომერი, ხოლო გრაფის ზედა ნაწილში „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის მიმღების საიდენტიფიკაციო ნომერი. თუ საქონლის მიმღები ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, ხოლო გრაფის ზედა ნაწილში „N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება ამავე პირის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი. არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, აგრეთვე გრაფის ზედა ნაწილში „№“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის მიმღები არარეზიდენტი ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო ნომერი.
6. გრაფა 14. „დეკლარანტი/წარმომადგენელი“ – აღინიშნება დეკლარანტის სრული დასახელება და მისამართი. გრაფის ზედა ნაწილში „№“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება დეკლარანტის საიდენტიფიკაციო ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი არის საქონლის მფლობელი, მაშინ შესაძლებელია გრაფაში მიეთითოს „იხ. გრაფა 8“ (იმპორტისა და დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმებში საქონლის გაცხადების დროს ან თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში უცხოური საქონლის შეტანისას) ან „იხ. გრაფა 2“ (ექსპორტის საბაჟო რეჟიმში საქონლის გაცხადების დროს ან თავისუფალ ზონაში საქართველოს საქონლის შეტანისას).
7. გრაფა 15. „გამომგზავნი ქვეყანა“ – აღინიშნება საქონლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფიკატორის შესაბამისად. გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა, ხოლო საბაჟო რეჟიმის შეცვლის დროს საქონლის დეკლარირებისას, გამომგზავნ ქვეყნად მიიჩნევა წინმსწრები დეკლარაციის შესაბამის გრაფაში მითითებული ქვეყანა.
8. გრაფა 15ა. „გამომგზავნი ქვეყნის კოდი„ – აღინიშნება საქონლის გამომგზავნი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის შესაბამისად.
9. გრაფა 17. „დანიშნულების ქვეყანა“ – აღინიშნება იმ ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფიკატორის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რომელიც გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შედგენის დღისათვის ცნობილი იქნება, როგორც საქონლის დანიშნულების ქვეყანა.
10. გრაფა 17ა. „დანიშნულების ქვეყნის კოდი“ – აღინიშნება დანიშნულების ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
11. გრაფა 18. „სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე“ – მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც ხდება საქონლის მიწოდება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისისა და ბორტის ნომრები, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი, სარკინიგზო ვაგონის ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის მე-3 ნაწილის შესაბამისად. თუ საქონელი გადაიზიდება სხვადასხვა ქვეყანაში რეგისტრირებული რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, მაშინ ჩაიწერება – „000“. გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში კეთდება მითითება – „იხილეთ უკანა გვერდზე“, სადაც აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები.
12. გრაფა 19. „კონტეინერი„ – აღინიშნება:
ა) თუ საქონელი იგზავნება კონტეინერით – 1, ხოლო კონტეინერის ნომრები მიეთითება გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის 31-ე გრაფაში;
ბ) თუ საქონელი არ იგზავნება კონტეინერით – 0.
13. გრაფა 21. „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა (იმპორტის) და დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმებში საქონლის გაცხადებისას ან თავისუფალ ზონაში, ან თავისუფალ საწყობში უცხოური საქონლის შეტანისას საქონელი მიწოდებულ იქნა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე, ან რომლითაც ექსპორტის საბაჟო რეჟიმში საქონლის გაცხადებისას საქონელი ფაქტობრივად გადაკვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისისა და ბორტის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, საგზაო ტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი, კლასიფიკატორის მე-3 ნაწილის შესაბამისად. თუ საქონელი გადაიზიდება სხვადასხვა ქვეყანაში რეგისტრირებული რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, მაშინ ჩაიწერება – „000“. გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში კეთდება მითითება – „იხ. უკანა გვერდზე“. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ხუთივე ეგზემპლარის უკანა მხარეს აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები.
14. გრაფა 29. „საბაჟო საგუშაგო საზღვარზე“ – აღინიშნება იმ საბაჟო ორგანოს კოდი და დასახელება, კლასიფიკატორის მე-2 ნაწილის შესაბამისად:
ა) საიდანაც შემოვიდა საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (იმპორტისა და დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმების დროს ან თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში უცხოური საქონლის შეტანისას);
ბ) საიდანაც უნდა გავიდეს საქონელი (ექსპორტის საბაჟო რეჟიმის დროს).
15. გრაფა 31. „საქონლის აღწერა და რაოდენობა“ – აღინიშნება დეკლარირებული საქონლის ზუსტი მონაცემები მათ შეფუთვასა და მარკირებაზე, რაც იძლევა საქონლის საბაჟო მიზნით იდენტიფიცირების შესაძლებლობას. თითოეული მონაცემი ჩაიწერება ახალი სტრიქონით. გრაფაში აღინიშნება სატვირთო ადგილების, მათი შეფუთვისა და მარკირების შესახებ მონაცემები, აგრეთვე ერთი სატვირთო ადგილის შემცველ საქონელთა რაოდენობის, შეფუთვის, დაფასოების, მარკირების შესახებ მონაცემები; კონტეინერებით გადაზიდულ საქონელზე მიეთითება კონტეინერების რაოდენობა და წილადის ხაზის შემდეგ – მათი ნომრები. თუ საქონელს არ უკავია მთელი კონტეინერი, მისი ნომრის შემდეგ ჩაიწერება – „ნაწილი“. აღინიშნება საქონლის ზუსტი აღწერილობა, მისი ტექნიკური და ძირითადი კომერციული მახასიათებლები.
16. გრაფა 33. „საქონლის კოდი“ – აღინიშნება საქონლის თერთმეტნიშნა კოდი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით.
17. გრაფა 35. „ბრუტო წონა (კგ)“ – მთელი რიცხვის სახით აღინიშნება 31-ე გრაფაში აღწერილი საქონლის ბრუტო წონა კილოგრამებში.
18. გრაფა 37. „საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)“ – აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო დამუშავების ოპერაციას და ჩაიწერება – „71“, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს ან საბაჟო დამუშავების ოპერაციას და ჩაიწერება ამ რეჟიმის (ოპერაციის) კოდი კლასიფიკატორის პირველი ნაწილის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო დამუშავების ოპერაცია ან საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – „00“.
19. გრაფა 38. „ნეტო წონა (კგ)“ – მთელი რიცხვის სახით ჩაიწერება 31-ე გრაფაში აღწერილი საქონლის ნეტო წონა კილოგრამებში. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის წონა 1 კგ-ზე ნაკლებია (მაგ., ძვირფასი ლითონები), 38-ე გრაფაში ჩაიწერება 1, ხოლო საქონლის ზუსტი წონა გრამებში აღინიშნება 31-ე გრაფაში.
20. გრაფა 40. „საერთო დეკლარაცია/წინმსწრები დოკუმენტი“ – ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელზე განსაზღვრული იყო საბაჟო დამუშავების სხვა ოპერაცია ან საქონელი იმყოფებოდა დროებითი შენახვის საწყობში. გრაფაში აღინიშნება შესაბამისი წინმსწრები დოკუმენტის ნომერი და გაფორმების წელი.
21. გრაფა 42. „საქონლის ღირებულება“ – აღინიშნება დეკლარაციის 31-ე გრაფაში მოცემული საქონლის ღირებულება ხელშეკრულების ან საქონლის საერთო ღირებულების დამადასტურებელი სხვა წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით და მასში მითითებული ვალუტის შესაბამისად. თუ ღირებულება გამოსახულია ათწილადებში, მაშინ იგი უნდა დამრგვალდეს მძიმის შემდეგ პირველ ორ ციფრამდე სიზუსტით.
22. გრაფა 44. „დამატებითი ინფორმაცია“ – აღინიშნება გამარტივებული საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი დოკუმენტაციის დასახელება და ნომრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კლასიფიკატორის შესაბამისად.
23. გრაფა 47. „გადასახდელების გამოთვლა“ – საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება წარმოებს საბაჟო გადასახდელების სახეობების მიხედვით გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ძირითად და დამატებით ფურცლებზე გაცხადებულ საქონელზე ცალ-ცალკე:
ა) გრაფის პირველ სვეტში – „სახე“ – ჩაიწერება საბაჟო გადასახდელის კოდი კლასიფიკატორის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
ბ) გრაფის მეორე სვეტში – „დასაბეგრი ბაზა“ – ჩაიწერება საბაჟო გადასახდელის გამოანგარიშების საფუძველი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) გრაფის მესამე სვეტში – „განაკვეთი“ აღინიშნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელის განაკვეთი;
დ) გრაფის მეოთხე სვეტში – „თანხა“ აღინიშნება გამოანგარიშებული გადასახდელების თანხა;
ე) გრაფის ქვედა ნაწილში „ჯამის“ გასწვრივ მეოთხე სვეტში – „თანხა“ აღინიშნება გამოანგარიშებული გადასახდელების თანხების ჯამი.
24. გრაფა 49. „საწყობის დასახელება“ – ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო დამუშავების ოპერაციებამდე საქონელი იყო საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში ან დროებითი შენახვის საწყობში. გრაფაში აღინიშნება საბაჟო საწყობის კოდი კლასიფიკატორის მე-13 ნაწილის შესაბამისად.
25. გრაფა 54. „ადგილი და თარიღი, დეკლარანტი“ – მიეთითება გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსების ადგილი და თარიღი. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის მე-14 გრაფაში აღნიშნული პირი ბეჭდის დასმით (არსებობის შემთხვევაში) ადასტურებს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციაში ასახული ტექსტობრივი და ციფრული ინფორმაციის სისწორეს).
მუხლი 9🔗. საბაჟო ორგანოს მიერ გრაფების შევსების წესი
1. საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელე ავსებს B და A გრაფების მეორე აბზაცს (სადაც უნდა მიეთითოს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ნომერი და თარიღი), B გრაფის პუნქტებს შეფასების ნომრისა და გარანტიის პუნქტების გარდა და D გრაფას.
2. A გრაფის მეორე აბზაცში საბაჟო ორგანო აღნიშნავს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის საბაჟო ორგანოში რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს. ნომერი მოწმდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით.
3. B გრაფა. „გადახდის სახე“ – აღინიშნება შეფასების ნომერი და გადახდის ქვითრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნომერი და მათი მინიჭების თარიღები.
4. D გრაფა. – ისმება საბაჟო კონტროლის განხორციელების დამადასტურებელი საბაჟო ორგანოს დამღა „გაშვება ნებადართულია“ ან „გაშვება აკრძალულია“. დამღაში მითითებულ ადგილზე საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელე ხელს აწერს და მიუთითებს საბაჟო დამუშავების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვების ან არგაშვების შესახებ. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა.
დანართი №1
გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენას დაქვემდებარებული
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების
აღრიცხვის ფორმა
1. დეკლარანტი (გვარი, სახელი, პასპორტის ან მართვის მოწმობის მონაცემები)
2. ექსპორტიორი
3. იმპორტიორი
4. გამომგზავნი ქვეყანა
5. დანიშნულების ქვეყანა
6. სატრანსპორტო საშუალება (დასახელება, სახ. ნომერი)
7. შევსების თარიღი და დრო, დეკლარანტის ხელმოწერა, არსებობის შემთხვევაში – ბეჭედი
8. მიიღო (საბაჟო მოხელის ბეჭდის ადგილი)
9. საქონლის დასახელება
10. საქონლის რაოდენობა