⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.01.2011)
გაუქმებულია:

„საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 18.02.2010
ძალის დაკარგვა 11.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №108
სარეგისტრაციო კოდი 230050000.22.033.014229
გამოქვეყნების წყარო სსმ, 19, 18/02/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,457 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.02.2010 მიღება
11.01.2011 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {mso-style-link:"Body Text Indent Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Times New Roman","serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BodyTextIndentChar {mso-style-name:"Body Text Indent Char"; mso-style-link:"Body Text Indent";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in 45.0pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.050.000.22.033.014.229 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №108 2010 წლის 18 თებერვალი ქ. თბილისი „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:     მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ინსტრუქცია „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“.     მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი ინსტრუქცია საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 1. „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) შემუშავებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე. 2. ეს ინსტრუქცია არ ვრცელდება ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ საქმიანობაზე, როცა მას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).     მუხლი 2🔗 ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქონელი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდები, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი; ბ) სატრანსპორტო საშუალება – საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე ელექტროგადამცემი ხაზები, მილსადენი, კონტეინერი, მისაბმელი, ნახევარმისაბმელი და ნებისმიერი სხვა საშუალება, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადაყვანისათვის ან/და საქონლის გადაზიდვისათვის; გ) ნებართვა – ამ მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის თითოეულ სახეობაზე კანონით განსაზღვრული ვადით საქმიანობის განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის ინსტრუქციით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას; დ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმა; ე) ნებართვის მფლობელი – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საქართველოს საწარმო, მუდმივი დაწესებულება ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელსაც შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა; ვ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი; ზ) დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობა – საბაჟო საწყობში მხოლოდ ნებართვის მფლობელის ან მხოლოდ ერთი პირის: ზ.ა) საქონლის შენახვა, რომელიც მოქცეულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში; ზ.ბ) საქონლის დროებით შენახვა, რომლის მიმართაც განსაზღვრულია, ან არ არის განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაცია; ზ.გ) იმ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების დროებით გაჩერება, რომელიც იმყოფება საბაჟო კონტროლის ქვეშ; თ) ღია საბაჟო საწყობის საქმიანობა – საბაჟო საწყობში ნებისმიერი პირის: თ.ა) საქონლის შენახვა, რომელიც მოქცეულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში; თ.ბ) საქონლის დროებით შენახვა, რომლის მიმართაც განსაზღვრულია ან არ არის განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაცია; თ.გ) იმ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების დროებით გაჩერება, რომელიც იმყოფება საბაჟო კონტროლის ქვეშ; ი) საწყობი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული, ინსტრუქციით დადგენილი სანებართვო პირობების შესაბამისად ტერიტორიულად განცალკევებული შენობა-ნაგებობების ან/და მიწის ნაკვეთისგან შემდგარი ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ან განხორციელდება ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა. აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს ერთიანი; კ) სათავსი – შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია შენახვის ჩვეულებრივი ან/და სპეციფიკური პირობების შესაბამისად საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შესანახად ან/და საწყობში შენახული საქონლის მიმართ დასაშვები მოქმედებების განხორცილებისთვის; ლ) შენობა-ნაგებობა – სათავსი, საწყობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის საჭირო, დაცვის დანიშნულების, საწარმოო ოპერაციების, შენობა-ნაგებობა. შენობა-ნაგებობას წარმოადგენს აგრეთვე შენობა-ნაგებობის ერთიანი და იზოლირებული ნაწილი (დამოუკიდებელი ერთი ან რამდენიმე შესასვლელის მქონე სართული ან შენობა-ნაგებობის ნაწილი), რომელსაც უნდა ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებელი შესასვლელი ან/და გასასვლელი; მ) ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები – ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საბაჟო საწყობი. თავი II საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები     მუხლი 3🔗 1. ღია ან/და დახურული საბაჟო საწყობი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს, კერძოდ: ა) საწყობს უნდა გააჩნდეს ტერიტორიის მთელი პერიმეტრის შემომსაზღვრელი კაპიტალურად დამონტაჟებული მასალით აგებული ღობე. ღობე სავალდებულოა, როცა საწყობის ტერიტორია შედგება მიწის ნაკვეთისგან, ან ღია მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობებისაგან, ან რამდენიმე შენობა-ნაგებობისაგან, რომლებიც დაშორებულია ერთმანეთისაგან (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნებართვის მოქმედების ვადაში საწყობში მოთავსდება მხოლოდ 8702, 8703, 8704 და 8711 სასაქონლო პოზიციებში აღწერილი, კლასიფიცირებული და „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად სავალდებულო რეგისტრირებას დაქვემდებარებული საქონელი); ბ) საწყობის ტერიტორიის მთელი პერიმეტრის შემომსაზღვრელი კაპიტალურად დამონტაჟებული მასალით აგებული ღობის სიმაღლე უნდა იყოს: ბ.ა) დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობისას – არანაკლებ 2 მეტრისა; ბ.ბ) ღია საბაჟო საწყობის საქმიანობისას – არანაკლებ 3 მეტრისა; ბ.გ) ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შესანახად განკუთვნილი დახურული ან/და ღია საბაჟო საწყობის საქმიანობისას – არანაკლებ 1 მეტრისა; გ) საწყობი უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარე პერიმეტრის გარე განათებით; დ) ღობეზე ან შენობა-ნაგებობის კედელზე გარე მხრიდან მთელ სიგრძეზე ყოველი 50 მეტრის შუალედით უნდა დამაგრდეს ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის ნიშანი (სამკუთხედის გვერდის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 50 სანტიმეტრისა), ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ღობის არსებობა სავალდებულო არ არის, ყოველი 50 მეტრის შუალედით უნდა დამონტაჟდეს ტოლგვერდა სამკუთხედის ნიშანი. ნიშნის სიმაღლე უნდა იყოს სავალი ნაწილის ზედაპირიდან არანაკლებ 1 მეტრისა. ნიშანზე მწვანე ფერის ფონზე თეთრი ფერით ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა გაკეთდეს წარწერა ,,საბაჟო კონტროლის ზონა“ – ,,Customs control zone“, ამასთან, ნიშანი დამზადებული უნდა იყოს „მანათობელი“ საღებავის გამოყენებით; ე) საწყობის შესასვლელი და გასასვლელი, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსი (სათავსში განთავსებული სათავსების გარდა) უნდა აღიჭურვოს შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით. გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით უნდა ფიქსირდებოდეს ნებართვის მფლობელის მიერ სათავსისათვის მინიჭებული ნომერი, სათავსის შესასვლელი ან/და გასასვლელი, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი საწყობის შემთხვევაში გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით უნდა ფიქსირდებოდეს მხოლოდ საწყობის შესასვლელსა და გასასვლელში გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი; ვ) საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების, გადატვირთვის ოპერაციების (ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორე სატრანსპორტო საშუალებაში) განხორციელების ადგილი აღჭურვილი უნდა იყოს გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით და უნდა არსებობდეს ტექნიკური საშუალება საბაჟო ორგანოსათვის გამოსახულების მიმდინარე რეჟიმში ელექტრონული საშუალებით გადაცემისთვის; ზ) დასათვალიერებელი საქონლის დაზიანების თავიდან აცილებისათვის და საბაჟო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფისთვის დათვალიერების ადგილი განთავსებული უნდა იყოს შენობა-ნაგებობაში, ხოლო დათვალიერების ადგილის ფარგლებში ან მის უშუალო სიახლოვესთან განლაგებული უნდა იყოს სათავსი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს დასათვალიერებელი საქონლის სპეციფიკური შენახვის პირობებს; თ) დათვალიერების ადგილის ფარგლებში ან მის უშულო მომიჯნავე ტერიტორიაზე, ან იმ შემთხვევაში, როცა არ არის სავალდებულო დათვალიერების ადგილის მდებარეობა საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილზე, უნდა მდებარეობდეს საბაჟო კონტროლის განმახორციელებელი პირისთვის განკუთვნილი, კომპიუტერული ტექნიკით, ინტერნეტ-კავშირით, კავშირგაბმულობის საშუალებებით, საოფისე ავეჯით აღჭურვილი ოთახი ფართით არანაკლებ 10მ​2; ი) დაბალ ტემპერატურულ რეჟიმში, ან სხვა სპეციფიკური შენახვის პირობების მქონე საქონლის შესანახი ან/და 2000 მ​2-მდე ფართობის საწყობისათვის დათვალიერების ან/და გადატვირთვის ადგილი შესაძლებელია იყოს საწყობის ტერიტორიის გარეთ იმ შემთხვევაში, თუ დათვალიერების ან/და გადატვირთვის ადგილი მოწყობილი იქნება ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად და საწყობის სათავსიდან დათვალიერების ან/და გადატვირთვის ადგილამდე და, პირიქით, უზრუნველყოფილი იქნება საქონლის გადაადგილების გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით ჩაწერა და ჩანაწერის 6 თვით შენახვა; კ) საწყობის მთელი ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს სადღეღამისო დაცვის სიგნალიზაციით აღჭურვილი ან სხვა სახის სადღეღამისო დაცვის მომსახურებით; ლ) საწყობი აღჭურვილი უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციით, გარდა დაბალ ტემპერატურულ რეჟიმში მქონე საქონლის შესანახი საწყობისა; მ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში უზრუნველყოს საწყობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირება. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის საწყობის სამუშაო რეჟიმი გულისხმობს: მ.ა.) საწყობში განთავსებული საქონლის შენახვის სათანადო პირობების არსებობას, საჭიროების შემთხვევაში განცალკევებულ, ასეთი სახის საქონლის შენახვისათვის აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისად სპეციალურად აღჭურვილ სათავსში შენახვის უზრუნველყოფას; მ.ბ.) საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის პირობების ზემოქმედების შედეგად უვარგის მდგომარეობაში მოყვანილი, გაფუჭებული ან დაზიანებული საქონლის განცალკევებულად განთავსებას; მ.გ) საქონლის ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად საწყობში განთავსებული საქონლის შესაბამის განლაგებას; მ.დ) საწყობში შესაბამისი სანიტარიული პირობებისა და რემონტის უზრუნველყოფასა და საწყობის შეუფერხებელი მუშაობისათვის აუცილებელი სხვა პირობების შესრულებას; ნ) ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველყოფისთვის ნებართვის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს მათი კუთვნილი ჩამწერი მოწყობილობის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური ქსელის პროვაიდერთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის ვიდეომონიტორინგის სამმართველოსთან კავშირი შემდეგი პარამეტრებით: თუ ჩამწერმა მოწყობილობამ უნდა გადმოსცეს არა უმეტეს 4 კამერის გამოსახულება, კავშირის სიჩქარე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 მგბიტი/წმ-ს, 5-დან 9 ერთეულამდე კამერების არსებობის შემთხვევაში კავშირის სიჩქარე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 მგბიტი/წმ-ს, ხოლო 9 და მეტი კამერის არსებობის შემთხვევაში კავშირის სიჩქარე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4 მგბიტი/წმ-ს, ხოლო დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელმა კავშირი უნდა უზრუნველყოს შემდეგი პარამეტრებით: 4 კამერა – 1 მგბიტი/წმ., 5-დან 9-მდე კამერა – 2 მგბიტი/წმ., 9 და მეტი კამერა – 3 მგბიტი/წმ კავშირი. ამასთან, საწყობის ტერიტორიაზე დამონტაჟებული ყველა ვიდეო სიგნალის ჩამწერი მოწყობილობა ტექნიკურად და პროგრამულად უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის ვიდეომონიტორინგის სამმართველოში არსებულ ვიდეო ინფორმაციის მიმღებ მოწყობილობებს; ო) სათავსოებს, საქონლის შენახვისთვის საჭირო სათანადო პირობების უზრუნველყოფით, მინიჭებული უნდა ჰქონდეს რიგითი ნომრები საქონლის სპეციფიკური შენახვის პირობების მითითებით (მაცივარი, ელევატორი და სხვ.); პ) საბაჟო საწყობს უნდა გააჩნდეს საქონლის გადამუშავებისათვის შესაბამისი საწარმოო კომპლექსი, იმ შემთხვევაში, თუ საწყობის ტერიტორიაზე საქონელი მოექცევა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში; ჟ) ღია საბაჟო საწყობის სამუშაო დროდ უნდა განისაზღვროს კალენდარული კვირის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) ყოველი დღის 00:00 – 24:00 საათი; რ) ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია აღჭურვოს საწყობი სასაწყობო სასწორით, რომლითაც შესაძლებელია განხორციელდეს სულ ცოტა 60 ტონა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა. 60-ტონიანი სასაწყობო სასწორით საწყობის აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში: რ.ა) მოემსახურება მხოლოდ საავიაციო გადაზიდვებს და საწყობში განათავსებს მხოლოდ აღნიშნული სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ საქონელს. აღნიშნული არ ათავისუფლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 5 ტონა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა; რ.ბ) განათავსებს საწყობში მხოლოდ მილსადენი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ საქონელს; რ.გ) განათავსებს საწყობში მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან; რ.დ) მოემსახურება მხოლოდ საფოსტო გზავნილებს. აღნიშნული არ ათავისუფლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 0,5 ტონა საქონლის აწონვა; რ.ე) განათავსებს მხოლოდ ნავთობის მსუბუქ, საშუალო ან მძიმე დისტილატებს; რ.ვ) საწყობში განათავსებს მხოლოდ 8702, 8703, 8704 და 8711 სასაქონლო პოზიციებში აღწერილ, კლასიფიცირებულ და „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად სავალდებულო რეგისტრირებას დაქვემდებარებულ საქონელს; რ.ზ) საწყობში შეინახება მხოლოდ უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიისთვის განკუთვნილი საქონელი; ს) დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია აღჭურვოს საწყობი სასაწყობო სასწორით, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 5 ტონა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა. 5-ტონიანი სასაწყობო სასწორით აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში: ს.ა) განათავსებს საწყობში მხოლოდ მილსადენი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ საქონელს; ს.ბ) განათავსებს საწყობში მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან; ს.გ) განათავსებს მხოლოდ ნავთობის მსუბუქ, საშუალო და მძიმე დისტილატებს. ს.დ) საწყობში განათავსებს მხოლოდ 8702, 8703, 8704 და 8711 სასაქონლო პოზიციებში აღწერილ, კლასიფიცირებულ და „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად სავალდებულო რეგისტრირებას დაქვემდებარებულ საქონელს; ს.ე) საწყობში შეინახება მხოლოდ უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლო-ბებისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიისთვის განკუთვნილი საქონელი; ტ) საწყობის ტერიტორიის საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი სავალი გზა და სადგომი ტერიტორია უნდა იყოს მოასფალტებული ან ბეტონის ფილებით მოპირკეთებული ან დატკეპნილი მიწის ვაკისი, რომელიც დაფარული იქნება სპეციალური საფარით (მსხვილად დაფქული ქვა, აგური, ან სხვ.); უ) სათავსის დასალუქად გამოსაყენებელი უნიკალურნომრიანი ერთჯერადი ლუქის ნიმუში უნდა შეთანხმდეს შესაბამის საბაჟო ორგანოსთან (გარდა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი საწყობისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როცა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის (მაძიებლის) საწყობში განთავსებული სათავსებისათვის გამშვებ-ჩამკეტი ხელსაწყოები, ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, არ ექვემდებარება დალუქვას). 2. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის შემთხვევაში სათავსები უნდა აღიჭურვოს: ა) მასთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა შესაბამისი საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემებით; ბ) შესაბამისი გამზომი საშუალებებით (მრიცხველი, არეომეტრი, მეტროჭოკი, ბაფთა (ლოტით) და სხვ.). 3. ნებართვის მფლობელი, რომელიც საწყობში განათავსებს მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან, საწყობი უნდა აღიჭურვოს საქონლის ოდენობის განმსაზღვრელი გამზომი საშუალებებით. 4. ნებართვის მფლობელზე, რომელიც საწყობში განათავსებს მხოლოდ 8702, 8703, 8704 და 8711 სასაქონლო პოზიციებში აღწერილ, კლასიფიცირებულ და „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად სავალდებულო რეგისტრირებას დაქვემდებარებულ საქონელს, სავალდებულო არ არის საწყობი აკმაყოფილებდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 5. გვაროვნული ნივთის შენახვისათვის განკუთვნილი საწყობის შემთხვევაში, როცა ნივთის სათავსში განთავსება, შენახვა და შემდგომი ტრასნპორტირებისათვის მომზადება ხორციელდება სპეციფიკური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საერთო ტექნოლოგიური ხაზის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს სასაწყობო კომპლექსის არსებით შემადგენელ ნაწილს, ხოლო ამ საერთო ტექნოლოგიური ხაზით ხდება სხვადასხვა სათავსში (მ.შ. საწყობისათვის განკუთვნილ სათავსში) საქონლის განთავსება და ამოღება, ამ შემთხვევაში: ა) საბაჟო საწყობი უნდა აღიჭურვოს სასწორით, რომლის განთავსება შესაძლებელია უშუალოდ საწყობის მოსაზღვრე ტერიტორიაზე; ბ) საბაჟო საწყობში უნდა განისაზღვროს საბაჟო კონტროლის ზონა (საბაჟო კონტროლის ზონად შესაძლებელია განისაზღვროს მხოლოდ გამოცალკევებული, სპეციფიკური საქონლის შესანახი სათავსი და დასაშვებია საქონლის სათავსში მოსათავსებლად და საქონლის სათავსიდან ამოსაღებად აუცილებელი ინფრასტრუქტურის მდებარეობა საბაჟო კონტროლის ზონის ფარგლებს მიღმა); გ) საბაჟო საწყობი უნდა აღიჭურვოს გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით (გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღიჭურვება საბაჟო საწყობის სტატუსის მქონე სათავსოების შესასვლელი და გასასვლელი. ჩამწერი საშუალებით უნდა ფიქსირდებოდეს გამშვები და ჩამკეტი ხელსაწყოები); დ) საბაჟო საწყობი უნდა აღიჭურვოს სადღეღამისო დაცვის მომსახურებით (საწყობის ტერიტორიის სადღეღამისო დაცვა უნდა ხორციელდებოდეს საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსების დამცავი სიგნალიზაციით აღჭურვით, ან სხვა სახის სადღეღამისო დაცვის მომსახურებით). 6. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შემთხვევაში, როცა ამ საქონლის სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვა ან სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვა ხორციელდება სპეციფიკური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საერთო ტექნოლოგიური ხაზის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს სასაწყობო კომპლექსის არსებით შემადგენელ ნაწილს და ამ საერთო ტექნოლოგიური ხაზით ხდება სხვადასხვა სათავსში (მ.შ. საწყობისათვის განკუთვნილ სათავსში) საქონლის განთავსება ან/და ამოღება, ნებართვის მაძიებლისათვის (მფლობელისათვის) დაიშვება საქონლის სათავსში მოსათავსებლად, საქონლის სათავსიდან ამოსაღებად, სატრანსპორტო საშუალების ჩასატვირთად, სატრანსპორტო საშუალებიდან ამოსაღებად აუცილებელი ინფრასტრუქტურის მდებარეობა საწყობის ტერიტორიის მიღმა. 7. საწყობი, სადაც განთავსდება ფოსტის საშუალებით გადაზიდული საქონელი, აუცილებელია, რომ აღიჭურვოს რენტგენული ინსპექტირების სისტემით, რომლითაც შესაძლებელი იქნება საფოსტო გზავნილების სკანირება.