„სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)“ პროექტის განვითარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 მარტის №103 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №295
2007 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
„სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)“ პროექტის განვითარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 მარტის №103 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)“ პროექტის განვითარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 მარტის №103 ბრძანებულების (სსმ III, 2002 წ., №25, მუხ. 201) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. 2003 წლის 30 ოქტომბერს აზერბაიჯანის გაზის მიმწოდებელ კომპანიას, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების 20.1 მუხლის საფუძველზე და სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის ოფციური გაზის კომპანიას, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ოფციური გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების 19.1 მუხლის საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული მყიდველი (სს „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია“) შეიცვალოს შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციით“.
საქართველოს მთავრობამ დადგენილი წესით განსაზღვროს სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის პროექტით გათვალისწინებული გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის შესახებ შესაბამის ხელშეკრულებებზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმომწერი უფლებამოსილი პირი.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)“ პროექტის განვითარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 მარტის №103 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.05.2007.
- როდის იქნა მიღებული „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)“ პროექტის განვითარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 მარტის №103 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)“ პროექტის განვითარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 მარტის №103 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 07.05.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №295. სარეგისტრაციო კოდი — 300.380.000.08.002.004.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)“ პროექტის განვითარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 მარტის №103 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)“ პროექტის განვითარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 მარტის №103 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.05.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)“ პროექტის განვითარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 მარტის №103 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №295, 07.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/100612/