„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №38 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№57
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.154.016015
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 30/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №57

2010 წლის 15 სექტემბერი

დაბა თიანეთი

„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №38 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად , თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ” თიანეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 აგვისტოს №38  დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის დამატებები და ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საშტატო ნუსხის განსაზღვრის, თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დადგენის, მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის თანამდებობრივი ინსტრუქციების და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ; აკონტროლებს საკრებულოს მიერ ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაცვას და შესრულებას. “.

2) მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის თავმჯდომარე თანამდებობაზე აირჩევა და გადაირჩევა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტი) დადგენილი წესით. “.

3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კომისიას ასარჩევა დ წარუდგენს ამ დებულებით განსაზღვრული კომისიის სტრუქტურული ერთეულების – ქვეკომისიების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს. კომისიის ქვეკომისიების სამუშაო გეგმათა გათვალისწინებით ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს. უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას. “.

„ზ) კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად. “.

4. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 3 1 მუხლი:

    „მუხლი 3 1 .   ქვეკომისიები

1. საჭიროების შემთხვევაში კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან შეიძლება შეიქმნას ქვეკომისიები.

2. ქვეკომისიის ხელმძღვანელებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე კომისიის შემადგენლობიდან. კომისიის წევრთა გადანაწილებას ქვეკომისიებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახორციელებს ქვეკომისიის ხელმძღვანელი და ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამდენიმე ქვეკომისიის წევრი.

3. ქვეკომისიის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ქვეკომისიის სამუშაო გეგმის შედგენას და მის შესრულებას, ქვეკომისიის სხდომების მოწვევას და წარმართვას.

4. ქვეკომისიის ფუნქციაა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილონ და მოამზადონ კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები. “.

5) მე -4 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჭიროების შემთხვევაში კომისიის საკონსულტაციო საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტების, აგრეთვე ადმინისტრაციული იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან.

2. კომისიის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს ბიუროს. “.

6) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2) კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით , საკრებულოს თავმჯდომარე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს. “.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                    გ. წიკლაური