საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.02.2010
ძალის დაკარგვა 18.02.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №5/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.037.014235
გამოქვეყნების წყარო სსმ, 20, 22/02/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 03.01.2017
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 18.02.2015
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.037.014.235
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება №5/ნ
2010 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ტყეშელაშვილი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) იურიდიული დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს.
3. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით, სამინისტროსა და დეპარტამენტის დებულებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავების ორგანიზება და გეგმით გათვალისწი-ნებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულების კოორდინაცია;
ბ) კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტთან სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით საპარლამენტო მდივნისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა;
გ) სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილების მიხედვით, საქართველოს პარლამენტისათვის, საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენის უზრუნველყოფა;
დ) სხვა უწყებებიდან შემოსული, ასევე სამინისტროს სისტემაში მომზადებული სამარათლებრივი აქტების პროექტების შესახებ დასკვნების მომზადება;
ე) სამინისტროს წარმომადგენლობის განხორციელება ყველა ინსტანციის სასამართლოში;
ვ) მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროში შემოსული განცხადება-საჩივრების განხილვა-რეაგირებისა და სამინისტროს სახელით დასადებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
თ) სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ანგარიშების შესწავლა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების წარდგენა;
ი) სათანადო საფუძვლების არსებობისას სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივი აქტების გაუქმების შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტის ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, უზრუნველყოფს დეპარტამენტზე ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ამოცანების შესრულებას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებზე, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების პროექტების ვიზირებას;
ე) ზედამხედველობს დეპარატამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ვ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ზ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ლ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის წარდგინების საფუძველზე მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი მოსამსახურე.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მოსამსახურე
1. დეპარტამენტის მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
3. დეპარტამენტის მოსამსახურე ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებებს.