"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№722
სარეგისტრაციო კოდი
140080000.08.002.016009
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 118, 16/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №722

2010 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესა ხ ებ“საქართველოს კანონის მე-20მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის  12 იანვრის №11ბრძანებულებაში(სსმIII, 2005 წ.,№3,მუხ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა)ბრძანებულების მე-12პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12.შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სამაგალითო დისციპლინისათვის, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება მიეცეთ ფულადი პრემიები ამავე ბრძანებით განსაზღვრული ოდენობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ)ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 პუნქტი:

„201.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ეძლევა ყოველთვიური დანამატი ფულადი სარგოს 100%-ის ოდენობით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ.სააკაშვილი