საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული კრიზისების მართვის ერთიანი სისტემის შემუშავების მაკოორდინირებელი დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.09.2010
ძალის დაკარგვა 27.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №724
სარეგისტრაციო კოდი 010210050.08.002.016007
გამოქვეყნების წყარო სსმ, 118, 16/09/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 917 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.09.2010 მიღება
27.03.2014 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (2)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული კრიზისების მართვის ერთიანი სისტემის შემუშავების მაკოორდინირებელი დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-align:justify; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-align:justify; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-align:justify; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-align:justify; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 45.0pt .5in .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №724 2010 წლის 10 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული კრიზისების მართვის ერთიანი სისტემის შემუშავების მაკოორდინირებელი დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ 1. საქართველოში კრიზისების მართვის ერთიანი სისტემის შემუშავების მიზნით, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციისა და შესაბამისი წინადადებების შემუშავების უზრუნველსაყოფად, „ ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული კრიზისების მართვის ერთიანი სისტემის შემუშავების მაკოორდინირებელი დროებითი საუწყებათაშორისო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ეკა ტყეშელაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, კომისიის თავმჯდომარე ლევან დუჩიძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დავით რაქვიაშვილი – რეინტერგაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ მარტიაშვილი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ კაპანაძე – საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ბესტავაშვილი – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე ირინე ბართაია – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის მდივანი 2. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული კრიზისების მართვის ერთიანი სისტემის შემუშავების მაკოორდინირებელი დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის თანდართული დებულება. 3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სააკაშვილი დანართი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული კრიზისების მართვის ერთიანი სისტემის შემუშავების მაკოორდინირებელი დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული კრიზისების მართვის ერთიანი სისტემის შემუშავების მაკოორდინირებელი დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის (შემდეგში – კომისია) უფლებამოსილებას და საქმიანობის წესს. 2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.     მუხლი 2🔗. კომისიის ამოცანები და ფუნქციები კომისიის ამოცანები და ფუნქციებია: ა) კრიზისების მართვის სისტემის რეფორმირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების თაობაზე შესაბამისი წინადადებების შემუშავება; ბ) კრიზისების მართვის ერთიანი სისტემის შექმნისთვის დოკუმენტების (კონცეფციის, ნორმატიული აქტების) შემუშავება/განახლების მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; გ) კრიზისების მართვის სისტემის რეფორმირების პროცესში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია.     მუხლი 3🔗. კომისიის უფლება-მოვალეობანი კომისია უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან, ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია; ბ) შეიმუშაოს წინადადებები კრიზისების მართვის ერთიანი სისტემის სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით; გ) მოიწვიოს ექსპერტები და შექმნას სამუშაო ჯგუფები კომისიის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლის და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. 2. კომისია ვალდებულია პერიოდულად თავისი საქმიანობის ანგარიში წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს.     მუხლი 4🔗. კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის ორგანიზაცია 1. კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და სხვა წევრები. 3. კომისიას წარმოადგენს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. 4. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, უძღვება კომისიის სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და საჭიროების შემთხვევაში შეაქვს სათანადო ცვლილებები და დამატებები მასში, იწვევს კომისიის რიგგარეშე სხდომებს. 5. კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კომისიის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც. 6. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 7. კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას, კომისიის საქმისწარმოებას და კომისიის სხდომის ოქმების შედგენას; ატყობინებს კომისიის წევრებს სხდომის ჩატარების თარიღს და უგზავნის სხდომის დღის წესრიგს მის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე. 8. კომისიის წევრი უფლებამისილია კომისიის თავმჯდომარეს სხდომის მოწვევამდე არანაკლებ სამი დღით ადრე, წერილობით წარუდგინოს დღის წესრიგში შესატან საკითხთა ნუსხა. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები. 9. კომისიის სხდომები იმართება კომისიის მიერ დადგენილი პერიოდულობით. 10. რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრის (წევრების) წერილობითი თხოვნის საფუძველზე. 11. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის რომელიმე წევრი ვერ ესწრება სხდომას, იგი ვალდებულია წინასწარ აცნობოს კომისიის თავმჯდომარეს. ამასთან, უფლებამოსილია, წერილობით დააფიქსიროს თავისი მოსაზრება დღის წესრიგში შეტანილ თითოეულ საკითხთან მიმართებაში. 12. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ხმათა თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 13. კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. 14. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი.     მუხლი 5🔗. კომისიის გაუქმება კომისიის გაუქმება, ასევე მის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.