,,ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის პროგრამის ,,სურსათი პროგრესისათვის“ აქტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო საქონლის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული სასურსათო ხორბლის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მეთესლეობის განვითარების პროგრამის განხორციელებისათვის კონკურსის მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 30.06.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №129
სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.10.003.000.513
გამოქვეყნების წყარო სსმ, 92, 12/07/2006
matsne.gov.ge 1,665 სიტყვა · ~8 წთ

დოკუმენტის ტექსტი

,,ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის პროგრამის ,,სურსათი პროგრესისათვის“ აქტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო საქონლის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული სასურსათო ხორბლის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მეთესლეობის განვითარების პროგრამის განხორციელებისათვის კონკურსის მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:63.0pt 55.3pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №129 2006 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის პროგრამის ,,სურსათი პროგრესისათვის“ აქტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო საქონლის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული სასურსათო ხორბლის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მეთესლეობის განვითარების პროგრამის განხორციელებისათვის კონკურსის მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ 1. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის პროგრამის „სურსათი პროგრესისათვის“ აქტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო საქონლის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრუ­ლებების საფუძველზე, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული სასურსათო ხორბლის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის განაწილების, მოწესრიგებისა და საერთაშორისო ვალდებულებების განუხ­რელად დაცვის მიზნით, დამტკიცდეს ამერიკის შერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის პროგრამის „სურსათი პროგრესისათვის“ აქტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო საქონლის უსას­ყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე ამერიკის შეერთე­ბული შტატების მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული სასურ­სათო ხორბლის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მეთესლეობის განვითარე­ბის პროგრამის განხორციელები­სათვის კონკურსის მოწყობის თანდართული წესი. 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მეთესლე­ობის განვითარების პროგრამისათვის გამოყოფილი თანხის განაწილება და კონკურსის მოწყობა ამ წესის შესაბამისად. 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის პროგრამის „სურსათი პროგრესისათვის“ აქტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო საქონლის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული სასურსათო ხორბლის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მეთესლეობის განვითარების პროგრამის განხორციელებისათვის კონკურსის მოწყობის წესი     მუხლი 1🔗. წესის მიზანი 1. სასურსათო ხორბლის რეალიზაციის შედეგად ამო­ნაგები თანხიდან 6 500 000 ლარი გაიცემა სოფლის მეურ­ნეობის, სოფლად განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის მიზნით საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მეთესლეობის განვითარების პროგრამის უზრუნველყოფი­სათვის, უპროცენტო სესხის სახით დაბრუნების პირობით, არა უმეტეს 7 წლის ვადით, 2 წელი საშეღავათო პერიოდით, ამ წესით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. 2. ეს წესი განსაზღვრავს სასოფლო-სამეურნეო კულტუ­რათა (ხორბალი, ქერი, სიმინდი, მრავალწლიანი ბალახები (იონჯა, ესპარსეტი), მზესუმზირა, რაფსი, ბოსტნეული) მეთეს­ლეობის განვითარების პროგრამის განხორციელები­სათვის კონკურსის მოწყობის წესსა და პირობებს.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. კონკურსი – ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული სასურსათო ხორბლის რეა­ლიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან სასოფლო-სამე­ურნეო კულტურათა მეთესლეობის განვითარების პროგრამის განხორციელებისათვის კონკურსის მოწყობის პირობები და წესი. 2. განაცხადი – მონაწილე პირის მიერ კონკურსში მონა­წილეობისათვის წარდგენილი განცხადება. 3. პრეტენდენტი – კონკურსში მონაწილე პირი, რომელიც აკეთებს განაცხადს კონკურსში მონაწილეობისათვის. 4. მომხმარებელი – კონკურსში გამარჯვებული პრეტენ­დენტი. 5. საკონკურსო კომისია – კომისია, რომლის შემადგენ­ლობა მტკიცდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. 6. საკონკურსო კომისიის აპარატი – ტექნიკური პერსონალი, რომელიც ახორციელებს კომისიის საქმიანობის ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.     მუხლი 3🔗. საკონკურსო კომისიისა და აპარატის შექმნა 1. კონკურსის მოწყობის მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით იქმნება საკონკურსო კომი­სია არანაკლებ 5 კაცის შემადგენლობით, რომელსაც ხელ­მძღვა­ნელობს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფის მიზნით იქმნება საკონკურსო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. 3. კომისიისა და მისი აპარატის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც არის პრეტენდენტი პირის ხელმძღვანელის ახლო ნათესავი, ფონდის ან კავშირის სახით არსებული პრეტენდენტი იურიდიული პირის დამფუძნებელი ან წევრი, ან პირი, რომელსაც აქვს წილი პრეტენდენტი იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ „ახლო ნათესავში“ იგულისხმება პრეტენდენტი პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და-ძმა, აგრეთვე მშობლისა და შვილის გერები. 5. განაცხადების მიღების დასრულებისთანავე საკონკურ­სო კომისიისა და აპარატის ყველა წევრი, აგრეთვე მოწვეული კონსულტანტი, წერილობით ადასტურებს, რომ მისი მონაწი­ლეობა ამონაგები თანხის განაწილებასა და გაცემასთან დაკავ­შირებულ საქმიანობაში არ ეწინააღმდეგება ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ მოთხოვნებს. 6. საკონკურსო კომისიისა და აპარატის წევრები არ იღებენ დამატებით ანაზღაურებას შესრულებული სამუშაო­სათვის.     მუხლი 4🔗. საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესი 1. საკონკურსო კომისია იკრიბება და გადაწყვეტილებებს იღებს ყველა წევრის დასწრების შემთხვევაში. 2. საკონკურსო კომისიის სხდომები ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. 3. სხდომას ჰყავს მდივანი, რომელიც კომისიის თავმჯდომარის მიერ ინიშნება კომისიის აპარატის შემად­გენლობიდან. 4. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომი­სიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომი­სიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვე­ტილებას, უფლება აქვს წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც თან უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვე­ტილებას. ხმათა რაოდენობის თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 5. სხდომები კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად შეიძლება იყოს დახურული ან ღია. 6. საკონკურსო კომისია: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს საკონკურსო განცხადების ტექსტს; ბ) დამტკიცებულ განცხადებას საკონკურსო კომისიის სახელით აქვეყნებს გაზეთში ,,24 საათი“ და ავრცელებს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით; გ) შეიმუშავებს მომხმარებელთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტს; დ) იღებს ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც დაკავ­შირებულია ამონაგები თანხის განაწილებასა და გაცემასთან. 7. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით კომისიის სხდომებში მონაწილეობისათვის სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მოწვეულ იყვნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.     მუხლი 5🔗. საკონკურსო განცხადება 1. საკონკურსო კომისია ამტკიცებს საკონკურსო განცხადებას და კომისიის სახელით აქვეყნებს გაზეთში ,,24 საათი“ და ავრცელებს მასობრივი საინფორმაციო საშუა­ლებებით. 2. საკონკურსო განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) კონკურსის პრიორიტეტებს, მის აღწერილობასა და პირობებს; ბ) განაცხადის შედგენისა და წარდგენის ინსტრუქციას; გ) განაცხადის წარდგენის ვადასა და ადგილს; დ) პრეტენდენტი პირების მიმართ დადგენილ მოთხოვნებს; ე) მითითებას პრეტენდენტთა მიერ თანადაფინანსების შესახებ; ვ) მითითებას განაცხადების გახსნის თარიღის, ადგი­ლისა და წესის შესახებ; ზ) ლოტების რაოდენობას. ერთი ლოტის ღირებულება შეიძლება შეადგენდეს 500 000-დან 2 000 000-მდე ლარს; თ) მითითებას გარანტირების მექანიზმის გამოყენების, მისი ფორმისა და ოდენობის შესახებ. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზ­ღვრული მოთხოვნებია: ა) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ მონაწილე პირის ქონებას არა აქვს დადებული ყადაღა; ბ) ცნობა შესაბამისი სასამართლოდან ან საგადასახადო ინსპექციიდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს რეორგანი­ზაციის, ლიკვიდაციის, გაკოტრებისა და რეაბილიტაციის საქმისწარმოება; გ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); დ) ინფორმაცია პრეტენდენტისა ან/და მისი პერსონალის მეთესლეობის სფეროში მუშაობის გამოცდილების შესახებ; ე) ცნობა შესაბამისი საგადასახადო ორგანოდან ბიუჯე­ტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ; ვ) ბიზნესგეგმა, რომელიც უნდა შეიცავდეს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მეთესლეობის განვითარების პროგ­რამის ფარგლებში გასაწევი მომსახურების დეტალურ აღწერი­ლობას, წარმოებული ხარისხიანი თესლის მოცულობას, სესხის ათვისებისა და უკან დაბრუნების პირობებს. პროგ­რამის განხორციელებისას დასაშვებია თესვის დროს სასოფ­ლო-სამეურნეო კულტურათა ჩანაცვლება პროფილის შენარ­ჩუნების პირობით; ზ) რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები); თ) ინფორმაცია არსებული ინფრასტრუქტურისა და ტექნიკის შესახებ. 4. განცხადებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 6🔗. კონკურსში მონაწილეობა კონკურსში მონაწილეობისა და განაცხადის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს.     მუხლი 7🔗. თანადაფინანსება და გარანტია 1. წარდგენილი განაცხადების დაფინანსებისათვის სახელ­­მწიფო სესხს გასცემს თანადაფინანსების პრინციპით. 2. პრეტენდენტის განაცხადი უნდა ითვალისწინებდეს მისი მხრიდან თანადაფინანსებას მოთხოვნილი თანხის არა­ნაკ­ლებ 30 პროცენტის ოდენობით. 3. მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს მისი პროექტის ფარგლებში შესყიდული მატერიალური აქტივების სახელმწი­ფოს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვა.     მუხლი 8🔗. განაცხადების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი 1. პრეტენდეტებმა განაცხადები უნდა წარადგინონ საკონ­კურსო განცხადებით გათვალისწინებულ ვადაში. 2. პრეტენდენტთა განაცხადი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და წარედგინოს კომისიას. 3. განაცხადის მიღებასა და რეგისტრაციას (მიღების თარიღისა და დროის მითითებით) აწარმოებს კომისიის აპარატი საკონკურსო განცხადებაში აღნიშნულ ვადებსა და მისამართზე. 4. კომისიის აპარატმა უნდა უზრუნველყოს მიღებული განაცხადების უსაფრთხოდ შენახვა განაცხადების გახსნამდე. 5. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ მიიღება. 6. პრეტენდენტს უფლება აქვს განაცხადის მიღების ვადის დასრულებამდე ნებისმიერ დროს წერილობითი თხოვნით მიმარ­თოს კომისიას განაცხადის გატანის, შეცვლის ან მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე.     მუხლი 9🔗. განაცხადების შერჩევა და შეფასება 1. განაცხადის მიღების ვადის დასრულებიდან არა უგ­ვიანეს 3 კალენდარული დღისა განაცხადების შერჩევის მიზ­ნით იმართება კომისიის სხდომა. 2. კომისიის წევრები განიხილავენ წარდგენილ განაცხადებს მათი საკონკურსო განცხადებასთან შესაბამისო­ბის განსაზღვრის მიზნით. შერჩევის პროცედურის დროს მოწმდება: ა) არის თუ არა წარდგენილი საკონკურსო განაცხადით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორ­მაცია; ბ) არის თუ არა ყველა საჭირო დოკუმენტი შედგენილი შესაბამისი ფორმის დაცვით (უფლებამოსილი პირის ხელ­მოწერა, საჭიროების შემთხვევაში ბეჭდით დამოწმება, თარი­ღის მითითება და სხვ.). 3. განაცხადი, რომელიც სრულად არ შეიცავს საკონ­კურსო განცხადებით დადგენილ მოთხოვნებს, არ განიხილება. 4. განაცხადის გახსნის შემდეგ მასში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია. 5. საკონკურსო კომისიას უფლება აქვს პრეტენდენტებს მოსთხოვოს წერილობითი განმარტება მათ განცხადებაში წარმოდგენილი ინფორმაციების დაზუსტების მიზნით. 6. საკონკურსო განაცხადების შერჩევის შემდეგ კომისია ადგენს განაცხადების განხილვისა და შეფასების ვადებს. 7. განაცხადების დეტალური განხილვისა და შესწავლის შემდეგ საკონკურსო კომისია ახდენს მათ შეფასებას შემდეგი შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით: ა) თანადაფინანსების პროცენტული რაოდენობა – 0.35; ბ) ბიზნესგეგმა – 0.35; გ) საგარანტიო პირობები – 0.30. 8. საკონკურსო კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს თითოეული პრეტენდენტის განაცხადს ყოვე­ლი კრიტერიუმის მიხედვით 10-ქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოე­ფი­ცი­ენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლის დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის განაცხადის ჯამური შეფასება. საკონკურსო კომისიის წევრის მიერ ერთ-ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მიცემულ ხმად. სატენდერო კომისიის წევრები თავიანთი წერილობითი შეფა­სების შესახებ წერენ დასკვნას და ადასტურებენ ხელმოწერით. 9. გამარჯვებულად ჩაითვლება პრეტენდენტი, რომლის განაცხადი პასუხობს ყველა დადგენილ მოთხოვნას და რომელსაც საკონკურსო კომისია ხმების უმრავლესობით მია­ნი­ჭებს უპირატესობას. 10. საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტი­ლება გამარჯვებულთა გამოვლენის თაობაზე ცხადდება გაზეთში „24 საათი“ და ვრცელდება მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით მისი მიღებიდან არა უგვიანეს 4 სამუშაო დღისა.     მუხლი 10🔗. მომხმარებლისათვის თანხის გაცემა 1. ყველა პრეტენდენტს წერილობით ეცნობება კონკურსში მიღებული შედეგების შესახებ საკონკურსო კომისიის მიერ შესა­ბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღეში. 2. მომხმარებლისათვის შესაბამისი თანხის გაცემის მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მომხმარებელს შორის გაფორმდება ორმხრივი ხელშეკრულება.     მუხლი 11🔗. კონტროლი და ანგარიშგება 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკ­რულების შესრულების კონტროლის მიზნით მინისტრის შესა­ბამისი ბრძანებით იქმნება მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცედურებს. 2. მომხმარებელი ვალდებულია, რომ სამ თვეში ერთხელ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარუდ­გინოს ანგარიში პროექტის მიმდინარეობის შესახებ.     მუხლი 12🔗. საკონკურსო დოკუმენტაციის შენახვა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვალდე­ბულია, რომ ამ კონკურსის მოწყობასთან დაკავშირებული ნების­მიერი დოკუმენტის შენახვა უზრუნველყოს 3 წლის განმავლობაში.