საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.09.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/1539
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.024.016003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 120, 21/09/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,108 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.65pt 59.15pt 49.65pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/1539 2010 წლის 16 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის № 77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე- 3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის „ ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის პირველი მოადგილე  ა. კეკელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 4. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის და იმ მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია: ა) წინადადებათა მომზადება სახელმწიფო ქონების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით დროებით სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის შესახებ; ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მართვა (გარდა საწარმოებში არსებული სახელმწიფო წილებისა და აქციებისა); გ ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების (საქართველოს მთავრობის განკარგულება ან მინისტრის ბრძანება) პროექტების მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადასაცემად; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების (საქართველოს მთავრობის განკარგულების) პროექტების მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადასაცემად; ე) წინადადებების მომზადება სახელმწიფო ქონების ბაზაზე კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნებისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ქონებრივი შენატანის განხორციელების, აგრეთვე, საჯარო სამართლის სუბიექტების შექმნისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით მათთვის ქონების გადაცემის თაობაზე; ვ) წინადადებების მომზადება სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების რეორგანიზაციის, გარდაქმნის, შერწყმისა და ნატურით გაყოფის, ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმისწარმოების გახსნის, მათი ქონების უფლებრივად დატვირთვის, საწარმოთა მიერ სხვა საწარმოების აქციებისა და წილების შესყიდვის თაობაზე; ზ) კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების მომზადება სახელმწიფო ორგანოებისა და დაწესებულებებისათვის, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო ქონების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმებით გადაცემის თაობაზე; თ) წინადადებების შემუშავება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით აუქციონის ორგანიზების თაობაზე; ი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა და აღნიშნულ მონაცემთა ბაზის სისტემატურად განახლება; კ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ბალანსზე რიცხული ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის საკითხების განხილვაში მონაწილეობა; ლ) წინადადების მომზადება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების და მათდამი დაქვემდებარებული უწყებების, ორგანიზაციების და დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი სახელმწიფო ქონების ჩამოწერის შესახებ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; მ) წინადადების მომზადება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი და სახელმწიფო საკუთრებაში სხვა სახით მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ; ნ) წინადადებების მომზადება სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების საწესდებო კაპიტალის ცვლილებების შესახებ, აგრეთვე, ამ საწარმოების წმინდა მოგების განაწილების თაობაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ო) კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების მომზადება მიწის, წიაღისეულისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, ტყის მართვისა და განკარგვის შესახებ; პ ) დეპარტამენტში შემოსული კორესპოდენციისა და დავალებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს; დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს; ვ) წარუდგენს მინისტრს და შესაბამის მინიტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) მინისტრთან და შესაბამის მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე; თ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 5. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უფლებამოსილია ხელი მოაწეროს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას. 8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. 9. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები 1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი. 3. დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის დებულების გაუქმება და დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანა, დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.