საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.09.2010
ძალის დაკარგვა 15.09.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/1540
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.024.016004
გამოქვეყნების წყარო სსმ, 120, 21/09/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 11.09.2012
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკისა და პრივატიზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 29.03.2010
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.65pt 59.15pt 49.65pt 63.8pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1540
2010 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, 25-ე მუხლის და „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №
77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 მარტის №
1-1/454 ბრძანება „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკისა და პრივატიზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“.
3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი მოადგილე ა. კეკელია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პრივატიზების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
4. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის და იმ მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები
კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) წინადადებების მომზადება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივატიზების ფორმებისა და დადგენილი წესის შესაბამისად,
სახელმწიფო ქონების (მათ შორის, აქციებისა და წილების) პრივატიზების შესახებ;
ბ) წინადადებების მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (მათ შორის,
აქციებისა და წილების) პრივატიზების ფორმებისა და პირობების შესახებ;
გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, მათ შორის,
სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების პრივატიზების განხორციელების პროცესში;
დ) საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების საწესდებო კაპიტალის ცვლილების შესახებ წინადა
დებების წარდგენა, მათ ბალანსზე რიცხული ქონების რეალიზების საკითხების განხილვა;
ე) მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წინადადებების მომზადება სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისათვის სახელმწიფო ქონების პრივატიზების დელეგირების თაობაზე;
ვ) პრივატიზების რეჟიმში არსებული სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების რეორგანიზაციის (შერწყმა, ნატურით გაყოფა, გარდაქმნა) ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის, მათი ქონებრივად დატვირთვის, ამ საწარმიოთა მიერ სხვა საწარმოების აქციებისა და წილების შესყიდვისა და ახალი საწარმოების შექმნის შესახებ წარდგენილი წინადადებების განხილვა და მომზადება მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის, მინისტრის სათანადო ნორმატიული აქტით დადგენილი წესის) შესაბამისად;
ზ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე,
მათ შორის,
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებაზე დაინტერესებულ პირთათვის კონსულტაციების გაწევა; მოქალაქეთათვის ზეპირი განმარტებების მიცემა,
კომპეტენციიდან გამომდინარე.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოების (განყოფილების) უფროსებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების (განყოფილების) უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;
ვ) წარუდგენს მინისტრს და შესაბამის მინიტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) წარუდგენს მინისტრს და შესაბამის მინიტრის მოადგილეს წინადადებებს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა და მოსამსახურეთა დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ;
თ) მინისტრთან და შესაბამის მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე;
ი) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
5. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს 2 მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზედამხედველობს დეპარტამენტის სამმართველოს (განყოფილების) უფროსებისა და თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უფლებამოსილია ხელი მოაწეროს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას.
8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
9. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-
ერთი მოადგილე.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) პრივატიზების ორგანიზების სამმართველო;
ბ) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველო;
გ) კერძო სექტორთან ურთიერთობის სამმართველო;
დ) მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი (განყოფილება).
2. სამმართველოს (განყოფილებას) ხელმძღვანელობს სამმართველოს (განყოფილების) უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.
3.
პრივატიზების ორგანიზების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საპრივატიზებო ქონების (მათ შორის აქციები, წილი) საწყისი გასაყიდი ფასის შესახებ წინადადებების მომზადება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ქონების (მათ შორის,
აქციები, წილი) პრივატიზების მიზნით წინადადებების მომზადება;
გ) პრივატიზებას დაქვემდებარებული შეზღუდული პასუხისმგებლობისა და სააქციო საზოგადოებების რეორგანიზაციის (შერწყმა, ნატურით გაყოფა, გარდაქმნა, გამოყოფა), ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის, მათი ქონების უფლებრივად დატვირთვის, ამ საწარმოთა მიერ სხვა საწარმოების აქციებისა და წილების შესყიდვისა და ახალი საწარმოების შექმნის შესახებ წარმოდგენილი წინადადებების განხილვა და მომზადება;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში,
სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების საწესდებო კაპიტალის ცვლილებებისა და მათ ბალანსზე რიცხული ქონების პრივატიზების მიზნით,
წინადადებების მომზადება;
ე) საპრივატიზებო ობიექტების შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ვ) პრივატიზების პროცესის მიმდინარეობის შესახებ ერთიანი გეგმისა და სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება;
ზ) სახელმწიფო ქონების პრივატიზების სტრატეგიისა და პოლიტიკის შესახებ წინადადებების წარდგენა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში,
პრივატიზებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების სრულყოფის მიზნით, შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ი) სამმართველოში შემოსული კორესპოდენციისა და დავალებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
5. სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია და მათ მიერ გაწეული მუშაობის კოორდინაცია და ზედამხედველობა;
ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა და მოსამსახურეთა დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ წინადადებების მომზადება;
გ) მიღებული ინფორმაციის საფუძველზე,
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,
სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების ობიექტების პრივატიზების შესახებ წინადადებების მომზადება;
დ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის, მათ შორის,
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების პრივატიზების პროცესის კოორდინაცია;
ე) წინადადებების მომზადება სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებისა და სრულყოფის მიზნით;
ვ) ტერიტორიულ ორგანოებთან შეხვედრების (თათბირების) მოწყობის უზრუნველყოფა;
ზ) სამმართველოში შემოსული კორესპონ
დენციისა და დავალებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
6. კერძო სექტორთან ურთიერთობის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ქონების პოტენციურ შემძენებთან მუშაობა;
ბ) სახელმწიფო ქონების პოტენციური შემძენების ინფორმირება და კონსულტირება საპრივატიზებო ობიექტებსა და საპრივატიზებო პროცესთან დაკავშირებით;
გ) საპრივატიზებო ობიექტებსა და საპრივატიზებო პროცესზე ინფორმაციის გავრცელება;
დ) საპრივატიზებო პროცესის ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში.
7. მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის (განყოფილების) ფუნქციებია:
ა) დაინტერესებულ პირთათვის კონსულტაციების გაწევა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული (მათ შორის,
საპრივატიზებო ობიექტების თაობაზე) საკითხების თაობაზე.
ბ) მოქალაქეთათვის ზეპირი განმარტებების მიცემა კომპეტენციიდან გამომდინარე.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები
1.დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2.დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
3.დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან შესაბამისი სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის დებულების გაუქმება და დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანა, დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.