"საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№614
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 120, 21/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №614

2010 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებით (სსმ III, 15.01.2008წ., №5, მუხ. 66) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატებები და დებულების:

ა) მე-5 მუხლს დაემატოს „მ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„მ) ეროვნული კოდიფიკაციის სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.“;

ბ) მე-6 მუხლს დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„თ) NATO-ს პრინციპების გათვალისწინებით, ეროვნული კოდიფიკაციის სისტემის შექმნის ორგანიზება.“;

გ) მე-16 მუხლს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„გ)კოდიფიკაციის განყოფილება, რომელიც ახორციელებს: NATO-ს პრინციპების გათვალისწინებით, ეროვნული კოდიფიკაციის სისტემის შექმნის ორგანიზებას; ეროვნული კოდიფიკაციის სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, ამზადებს სახელმძღვანელო დოკუმენტაციას; საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ერთეულებისათვის რეკომენდაციების მომზადებას კომპეტენციის ფარგლებში.“.

    მუხლი 2

 ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა "საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.09.2010.
როდის იქნა მიღებული "საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე?
"საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.09.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №614. სარეგისტრაციო კოდი — 120340000.22.026.016002.
რომელი დოკუმენტები უთითებენ "საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის "საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.09.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება "საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე, №614, 15.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016002 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1006893/