„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №318
2007 წლის 21 მაისი
ქ. თბილისი
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ.1050) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. შემოსავლების სამსახურის:
ა) უფროსის მოადგილე;
ბ) საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილეები, მთავარი სამმართველოს და სამმართველოს უფროსები და მათი მოადგილეები, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი, უფროსი მზვერავი;
გ) სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელი;
დ) საგადასახადო ინსპექციის უფროსი და მისი მოადგილეები, მსხვილ გადამხდელთა და აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციების უფროსები და მათი მოადგილეები;
ე) საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე, განყოფილების უფროსები;
ვ) რეგიონალური საბაჟოს უფროსი და მისი მოადგილე;
ზ) რეგიონალური საბაჟოების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განყოფილებების უფროსები;
თ) საბაჟო საგუშაგოს უფროსი და მისი მოადგილე;
ი) საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი და მისი მოადგილე.“;
ბ) მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას სატყეო დეპარტამენტის:
ა) თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები;
ბ) ტყის მართვის სამსახურის უფროსი;
გ) ტყის მართვის სამსახურის ტყით სარგებლობის განყოფილების უფროსი;
დ) ტყის მართვის სამსახურის ტყის აღრიცხვის განყოფილების უფროსი;
ე) ტყის მართვის სამსახურის ტყის დაცვის სამსახურის განყოფილების უფროსი;
ვ) მონიტორინგის სამსახურის უფროსი და მთავარი სპეციალისტები;
ზ) რეგიონალური სატყეო სამმართველოს უფროსი;
თ) რეგიონალური სატყეო სამმართველოს მონიტორინგის განყოფილების უფროსი და უფროსი სპეციალისტები;
ი) რეგიონალური სატყეო სამმართველოს ტყის მართვის განყოფილების უფროსი;
კ) სატყეო უბნის უფროსი;
ლ) ტყის მცველი (რეინჯერი).“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.05.2007.
- როდის იქნა მიღებული „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 21.05.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №318. სარეგისტრაციო კოდი — 140.120.000.08.002.004.
- სად არის „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.05.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №318, 21.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/100702/