„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №735 ბრძანებაში დამატების და ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№120
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.014242
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 20, 22/02/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.242

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №120

2010 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №735 ბრძანებაში დამატების და ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №735 ბრძანებით (სსმ III, 13.11.09, №140, მუხლი 1614) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ1“ ქვეპუნქტი:

„ჩ1) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება;“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) აღრიცხვის  მეთოდოლოგიის  და ანალიზის დეპარტამენტი – სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების აღრიცხვისა და ანგარიშგების მეთოდოლოგიის,  ფორმების და წესების შემუშავება; საერთაშორისო სტან-დარტების შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების საერთო მეთოდოლოგიის, დებულებების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების, ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების და ანგარიშგების ფორმების, ნორმებისა და წესების პროექტების შემუშავება; სამინისტროების, სხვა მხარჯავი დაწესებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგებისადმი მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობისა და მონიტორინგის საკითხებზე წინადადებების მომზადება; სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების კვარტალური და წლიური ნაერთი ბუღალტრული ანგარიშების (ბალანსის და ბალანსის დანართის ფორმების) მიღება, შემოწმება, ანალიზი და ანგარიშის შედგენისას დაშვებული არსებითი შეცდომების და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება; კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება;

ზ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი – სახელმწიფო ხაზინის სისტემის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება; სახელმწიფო ხაზინის საქმიანობის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში შესყიდვების განხორციელება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; სახელმწიფო ხაზინის ადამიანური რესურსების მართვა, ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ორგანიზება და ჩატარება, საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება, მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, სახელმწიფო ხაზინის საჯარო მოსამსახურეთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შეგროვება, შესაბამის ორგანოებში ჩაბარების ორგანიზება; სახელმწიფო ხაზინაში საქმისწარმოების ორგანიზება და წარმართვა დადგენილი წესით; სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული მასალების საქმისწარმოება; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, დაიტერესებულ პირთა უზრუნველყოფა საჯარო ინფორმაციით; სახელმწიფო ხაზინის ცენტრალურ აპარატში შინაგანაწესის დაცვის კონტროლი; საარქივო საქმიანობის წარმართვა.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 23 თებერვლიდან.

კ. ბაინდურაშვილი