„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№121
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.033.014243
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 20, 22/02/2010

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.014.243

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №121

2010 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის    №824 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებით (სსმ III, 04.11.08, №159, მუხლი 1595) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. დავების განხილვის სამსახურის, სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები და ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში

1. დავების განხილვის სამსახურისა და სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეებს, აგრეთვე იმ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში (კონსულტანტი, თანაშემწე და სხვა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დავების განხილვის სამსახურისა და სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალ-დებულნი არიან, შესაბამისად, დავების განხილვის სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ერთეულის უფროსის წინაშე.

3. ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემად-გენლობაში, ანგარიშვალდებულნი არიან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წინაშე და ასრულებენ მათ მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

4. დავების განხილვის სამსახურის და სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ, შესაბამისად, დავების განხილვის სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ერთეულის უფროსის და/ან კურატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის და/ან სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“.

2. მე-9 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება;“.

4. 251 მუხლის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო-სამობილიზაციო საქმიანობის უზრუნველყოფა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში ადამიანური რესურსების მართვის ანალიზის უზრუნველყოფა;“.

5. 251 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები:

„ჟ) კომპეტენციის ფარგლებში სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა;

რ) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება.“.

6. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ ქვეპუნქტი:

„ღ) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება.“.

7. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება.“.

8. მე-40 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ელექტრონული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უზრუნველსაყოფად შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობისათვის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანოებს და მათ ტერიტორიულ ორგანოებს შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებების გამართული საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა;“.

9. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება.“.

10. 41-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოებისა და მათი ტერიტო-რიული ორგანოების საინფორმაციო სისტემებითა და კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;“.

11. თავი XIV და 51-ე და 52-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 23 თებერვლიდან.

კ. ბაინდურაშვილი