ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხოციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის შესახებ
მიღების თარიღი 26.02.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.014258
გამოქვეყნების წყარო სსმ, 23, 26/02/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2010 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხოციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:SPAcademi;}
@font-face {font-family:SPDumbadze;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;}
p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;}
p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:SPAcademi; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .5in 26.95pt 45.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.014.258
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №40-№61-№222
2010 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის შესახებ
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1🔗
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), მისი ტერიტორიული სამსახურები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი (შემდგომში – საკონსულო დეპარტამენტი) ვალდებული არიან ამ ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად ფიზიკურ პირთა შესახებ მოთხოვნილი ინფორმაცია მიაწოდონ:
ა) საქართველოს სისიხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ორგანოების გამომძიებლებს;
ბ) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოპერატიულ ორგანოებს;
გ) საქართველოს სამინისტროებს, მათ ტერიტორიულ ორგანოებს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და მათ ტერიტორიულ ორგანოებს, სასამართლო ხელისუფლების ორგანოებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილებების განმახორციელებელ ნებისმიერ პირს.
მუხლი 2🔗
1. ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული ორგანოების უფლებამოსილი პირი დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ინფორმაციის მიწოდების შესახებ წარუდგენს სააგენტოს, მის ტერიტორიულ სამსახურს და საკონსულო დეპარტამენტს.
2. სააგენტო, მისი ტერიტორიული სამსახურები და საკონსულო დეპარტამენტი ამ ბრძანების პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სუბიექტებზე ინფორმაციას გასცემენ დაუყოვნებლივ, ხოლო თუ მოთხოვნილი ინფორმაცია საჭიროებს დამუშავებას ან/და გადამოწმებას – 24 საათის განმავლობაში.
3. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია საჭიროებს გამოთხოვას საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებიდან, საკონსულო დეპარტამენტი ამ ბრძანების პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას გასცემს 5 დღის ვადაში, ხოლო, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია საჭიროებს დამუშავებას ან/და გადამოწმებას – 15 დღის ვადში.
4. სააგენტო, მისი ტერიტორიული სამსახურები და საკონსულო დეპარტამენტი ამ ბრძანების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებზე ინფორმაციას გასცემს 5 დღის ვადაში, ხოლო თუ მოთხოვნილი ინფორმაცია საჭიროებს დამუშავებას ან/და გადამოწმებას – 10 დღის ვადაში.
5. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია საჭიროებს გამოთხოვას საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებიდან, საკონსულო დეპარტამენტი ამ ბრძანების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას გასცემს 10 დღის ვადაში, ხოლო, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია საჭიროებს დამუშავებას ან/და გადამოწმებას – 20 დღის ვადში.
მუხლი 3🔗
1. ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული ორგანოების მიერ სააგენტოში, მის ტერიტორიულ სამსახურში და საკონსულო დეპარტამენტში ინფორმაციის მიწოდების შესახებ წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:
მოთხოვნილი მონაცემების ჩამონათვალს;
ბ) ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველს და მიზეზს;
გ) პირის, რომლის შესახებაც მოთხოვნილია ინფორმაცია, სახელს, გვარს ან/და სხვა ცნობილ მონაცემებს, რაც საჭიროა პირის იდენტიფიკაციისათვის;
დ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სააგენტოსა და საკონსულო დეპარტამენტს შორის ინფორმაციის გაცვლა შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფორმით.
3. სააგენტო, მისი ტერიტორიული სამსახური და საკონსულო დეპარტამენტი ფიზიკურ პირთა შესახებ ინფორმაციას ამ ბრძანების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ ორგანოებზე გასცემენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საჭიროა მათი ფუნქციების განსახორციელებლად.
4. დაუშვებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირების/ორგანოების მიერ ინფორმაციის მოთხოვნის ფაქტის გახმაურება. ინფორმაციის მოთხოვნის ფაქტის გახმაურება გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
მუხლი 4🔗
ინფორმაციის გაცემის შესახებ სააგენტოს, მისი ტერიტორიული სამსახურის და საკონსულო დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს გაცემული მონაცემების ჩამონათვალს, ინფორმაციის გაცემის საფუძველს და უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.
2. სააგენტო, მისი ტერიტორიული სამსახური და საკონსულო დეპარტამენტი ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა წარდგენილია არა-უფლებამოსილი პირის მიერ ან მოთხოვნა არ შეიცავს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს, ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
3. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს, მისი ტერიტორიული სამსახურისა და საკონსულო დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მოთხოვნილი მონაცემების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს, გასაჩივრების წესს და უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერას.
მუხლი 5🔗
1. სააგენტო და საკონსულო დეპარტამენტი მათ მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით მიაწვდიან ან მონაცემთა ბაზაზე რეალურ დროში დაშვებას გაუკეთებენ ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირებს/ორგანოებს, თუ ეს აუცილებელია მათი ფუნქციების განსახორციელებლად.
2. სააგენტო და საკონსულო დეპარტამენტი ვალდებული არიან მათ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია ელექტრონული ფორმით მიაწოდონ ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ორგანოებს, მათი მოთხოვნის საფუძველზე, არა უგვიანეს 5 დღის ვადაში.
3. სააგენტო და საკონსულო დეპარტამენტი ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ორგანოებს, მათი მოთხოვნის საფუძველზე, მონაცემთა ბაზაზე რეალურ დროში დაშვებას, ტექნიკური საშუალებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, გაუკეთებენ გონივრულ ვადაში.
4. წარდგენილი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს მოთხოვნის საფუძველს და მითითებას კონკრეტული ინ-ფორმაციის მიწოდების ფორმაზე, რომელიც მათ ესაჭიროებათ მონაცემთა ბაზიდან.
5. მონაცემთა ბაზაზე რეალურ დროში დაშვებასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხები და დაშვების ხარისხი განისაზღვრება ინფორმაციის გამცემ და მიმღებ მხარეებს შორის დადებული წერილობითი შეთანხმებით.
6. სააგენტო და საკონსულო დეპარტამენტი ვალდებული არიან მათ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია ელექტრონული ფორმით მიაწოდონ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
1. საქართველოს სამინისტროები, მათი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ცენტრალური საარჩევნო კომისია, სასამართლო ხელისუფლების ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო- სამართლებრივი უფლებამოსილებების განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან მონაცემთა ბაზის სრულყოფისათვის სააგენტოს, მისი მიერ მოთხოვნილი ფორმის შესაბამისად, მიაწოდონ მათ ხელთ არსებული მონაცემები არა უგვიანეს 5 დღის ვადაში.
მუხლი 7🔗
1. საკონსულო დეპარტამენტი ვალდებულია სააგენტოს, მისი ფუნქციებიდან გამომდინარე, გაუკეთოს მონაცემთა ბაზაზე რეალურ დროში დაშვება, ხოლო სააგენტო ვალდებულია საკონსულო დეპარტმენტს, მისი ფუნქციებიდან გამომდინარე, გაუკეთოს მის მონაცემთა ბაზაზე რეალურ დროში დაშვება.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მონაცემთა ბაზაზე რეალურ დროში დაშვება გაუკეთოს სააგენტოსა და საკონსულო დეპარტამენტს. მონაცემთა ბაზაზე რეალურ დროში დაშვებასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხები და დაშვების ხარისხი განისაზღვრება მხარეებს შორის შეთანხმებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზასთან კავშირის განსახორციელებლად აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენას საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სააგენტო ან/და საკონსულო დეპარტამენტი.
მუხლი 8🔗
1. ამ ბრძანების პირველ მუხლში მითითებული პირები/ორგანოები ვალდებული არიან ამ ბრძანების საფუძველზე მიღებული ინფორმაცია გამოიყენონ იმ მიზნების მისაღწევად, რაც საჭიროა მათი ფუნქციების განხორციელებისათვის და არ დაუშვან ინფორმაციის გადაცემა, ან სხვაგვარად გამჟღავნება ან გამოყენება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. ამ ბრძანების პირველ მუხლში მითითებული პირები/ორგანოები ვალდებული არიან მიიღონ შესაბამისი სამართლებრივი, ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან ან ნებისმიერი სხვა უკანონო დამუშავებისაგან.
მუხლი 9🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გ. ბოკერია
ი. მერაბიშვილი