მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.02.2010
ძალის დაკარგვა 26.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №23/01
სარეგისტრაციო კოდი 290160000.18.011.014253
გამოქვეყნების წყარო სსმ, 22, 25/02/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №23/01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 26.03.2015
📋 აუქმებს — 1 აქტი
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონი 06.06.2003
დოკუმენტის ტექსტი
მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Arial","sans-serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Arial","sans-serif"; font-weight:bold;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Arial","sans-serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 56.7pt 44.85pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.18.011.014.253
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №23/01
2010 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა 51-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების თანდართული წესი (დანართი №1).
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2004 წლის 18 ნოემბრის №53 ბრძანება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტებისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების დამრღვევი სადაზღვევო კომპანიებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებისათვის სანქციების (ფინანსური სანქციების ჩათვლით) განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქადაგიძე
დანართი №1
მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში - ეროვნული ბანკი) მიერ მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სადაზღვევო ორგანიზაციის და/ან მისი ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები, თუ მზღვეველმა და/ან მისმა რომელიმე ადმინისტრატორმა:
ა) დაარღვია კანონმდებლობა, ინსტრუქცია, დებულება, წესი, ეროვნული ბანკის მოთხოვნები და/ან წერილობითი მითითებები, რაც გათვალისწინებულია ამ წესის მე-2 მუხლით;
ბ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
3. მზღვეველისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებულია მისი აღსრულების წესი.
4. მზღვეველისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი მზღვეველისათვის გაცნობისთანავე.
5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ წესის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის აღსრულება უზრუნველყოს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ.
6. მზღვეველისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
7. ამ წესის შესაბამისად, მზღვეველის მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
მუხლი 2🔗. მზღვეველისათვის დასაკისრებელი ფულადი ჯარიმის ოდენობა
1. მზღვეველის მიერ სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობისა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მინიმალური კაპიტალის ფულადი ნაწილის არსებობისა და განთავსების მოთხოვნის დარღვევის გამოვლენისას, მზღვეველი ჯარიმდება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
2. ყოველწლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მოუმზადებლობისა და ეროვნული ბანკისათვის დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში მზღვეველი ჯარიმდება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
3. საფინანსო ანგარიშგების, სხვა ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისათვის წარუდგენლობის შემთხვევაში, მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის დარღვევის თითოეულ ფაქტად მიიჩნევა მოქმედი წესით გათვალისწინებული ანგარიშგების ფორმების ერთობლიობის დადგენილი ფორმით და/ან დადგენილ ვადაში წარუდგენლობა.
4. ეროვნულ ბანკში არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
5. ეროვნულ ბანკში წარმოდგენილ ანგარიშგების ფორმაში არსებული ინფორმაციის ცვლილების და/ან ბანკის მითითებით დამატებითი ინფორმაციის ბანკში წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
6. მზღვეველის მიერ სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივების სადაზღვევო რეზერვებთან ზღვრული თანაფარდობის მოთხოვნების დარღვევისას მზღვეველი ჯარიმდება თითოეული ასეთი დარღვევის ფაქტისათვის 5 000 (ხუთი ათასი) ლარით ან ლიკვიდური აქტივების დანაკლისის ოდენობის 2%-ით, იმის გათვალისწინებით, რომელი ოდენობაც უდიდესია.
7. მზღვეველის საქმიანობის აღრიცხვის წესით გათვალისწინებული მონაცემთა ბაზის ან მასში შემავალი კომპონენტების (წესის დანართების შესაბამისად) და ანალიზური სისტემის არარსებობის შემთხვევაში მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
8. კანონმდებლობით, ეროვნული ბანკის წესებით, ინსტრუქციებით, დებულებებით, დადგენილებებით, შესაბამისი მოთხოვნებით დადგენილი და წერილობითი მითითებებით მოთხოვნილი შემდეგი დოკუმენტაციის წარუდგენლობისათვის, თუკი ამ დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებას ითვალისწინებს კანონმდებლობა, მზღვეველი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:
ა) მზღვეველის სადამფუძნებლო დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე დამადასტურებელი დოკუმენტების „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში, 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) მზღვეველის ადმინისტრატორებთან და მნიშვნელოვანი წილის (როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების) მფლობელებთან დაკავშირებული დოკუმენტების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
გ) სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 3🔗. მზღვეველისათვის დასაკისრებელი ფულადი ჯარიმის ოდენობა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამავე კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამავე კანონის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი შემდეგი მოთხოვნების შეუსრულებლო-ბისათვის მზღვეველი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:
ა) 2000 (ორი ათასი) ლარით, დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობისთვის;
ბ) 500 (ხუთასი) ლარით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმაში არსებული ინფორმაციის ცვლილებისას, ახალი ფორმის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარუდგენლობისთვის;
გ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი წესით წარუდგენლობის ან/და დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
– 30 დღემდე დაგვიანებისათვის 100 (ასი) ლარით;
– 30 და მეტი დღით დაგვიანებისათვის 150 (ასორმოცდაათი) ლარით;
დ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის გამოვლენის შემთხვევაში 1 000 (ერთი ათასი) ლარით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ე) იდენტიფიკაციის გარეშე ნებისმიერი პირისათვის მომსახურების (ხელშეკრულების დადება, სადაზღვევო პოლისის (სერტიფიკატის) გამოწერა და სხვა) გაწევის გამოვლენის შემთხვევაში 200 (ორასი) ლარით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ვ) მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში 500 (ხუთასი) ლარით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ზ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი წესით წარუდგენლობის ან/და დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
– 30 დღემდე დაგვიანებისათვის 100 (ასი) ლარით;
– 30 და მეტი დღით დაგვიანებისთვის 150 (ას ორმოცდაათი) ლარით;
თ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მცდარი მონაცემების წარდგენის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ი) შემოწმების დაწყების თარიღისათვის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილ დამატებით ინფორმაციაზე მცდარი მონაცემების წარდგენის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
კ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის გამოვლენის შემთხვევაში 1 000 (ერთი ათასი) ლარით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ლ) გარიგების (ოპერაციის) სპეციალური პროგრამული საშუალებით აღურიცხაობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 4🔗. ფულადი ჯარიმისაგან გათავისუფლება
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაათავისუფლოს მზღვეველი უკვე დაკისრებული ჯარიმისაგან ან არ დააკისროს ფულადი ჯარიმა იმ შემთხვევაში თუ:
ა) მზღვეველის მიმართ მოქმედებს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;
ბ) მზღვეველს გაუუქმდა სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია.
2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მზღვეველი გაათავისუფლოს ფულადი ჯარიმის დაკისრებისა და გადახდისაგან, თუ ფულადი ჯარიმის გადახდის შედეგად შესაძლებელია:
ა) მზღვეველის ფინანსური მდგომარეობა ისე გაუარესდეს, რომ საფრთხე შეექმნას მის მომავალ ფუნქციონირებასა და გადახდისუნარიანობას;
ბ) მზღვეველი გახდეს გადახდისუუნარო.
3. ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან და დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან მზღვეველის გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.