კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილებისა (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 22.02.2010
ძალის დაკარგვა 20.02.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №24/01
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.014254
გამოქვეყნების წყარო სსმ, 22, 25/02/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,941 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.02.2010 მიღება
20.02.2017 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილებისა (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} span.MsoPageNumber {font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family-f:'Tahoma','sans-serif';} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} span.FooterChar { font-family-f:'Times New Roman','serif';} p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';} span.HeaderChar { font-family-f:'Times New Roman','serif';} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:SPLiteraturuly;} span.BalloonTextChar { font-family-f:'Tahoma','sans-serif';} p.satauri, li.satauri, div.satauri { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family-f:'SPLiteraturuly MT'; font-weight:bold;} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:SPDumbadze; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:SPDumbadze; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 56.7pt 14.2pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.014.254 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №24/01 2010 წლის 22 თებერვალი ქ. თბილისი კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილებისა (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილებისა (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის შექმნის თანდართული წესი (დანართი №1). 2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №240 ბრძანება „კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილებისა (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.                                             გ. ქადაგიძე დანართი №1 კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილების (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის შექმნის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს კომერციული ბანკების მიერ ფილიალის, განყოფილების (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის შექმნის წესსა და პირობებს. 2. კომერციულ ბანკს შეუძლია დააარსოს ფილიალი და წარმომადგენლობა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის გარეთ, ხოლო განყოფილება (სერვისცენტრი) მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისთვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ფილიალი – კომერციული ბანკის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც იქმნება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით და უფლებამოსილია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული საბანკო საქმიანობიდან განახორციელოს მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მისთვის დებულებით განსაზღვრული საქმიანობა კომერციული ბანკის ადგილსამყოფლის ფარგლებს გარეთ;  ბ) განყოფილება (სერვისცენტრი) – კომერციული ბანკის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც იქმნება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, უშუალოდ ექვემდებარება სათავო ბანკს ან მის ფილიალს და უფლებამოსილია განახორციელოს საბანკო საქმიანობა მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მისთვის დებულებით განსაზღვრული საბანკო საქმიანობის სახეობათა ფარგლებში;  გ) წარმომადგენლობა – კომერციული ბანკის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც არ არის უფლებამოსილი განახორციელოს საბანკო საქმიანობა; იგი კომერციული ბანკის სახელით აწარმოებს მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებას, პოტენციური კლიენტების მოძიებას, მარკეტინგულ კვლევასა და სხვა მსგავსი სახის საქმიანობას;  დ) დებულება – დოკუმენტი, რომელიც ასახავს ფილიალისა და განყოფილების (სერვისცენტრის) შექმნის, ფუნქციონირების, მართვის პირობებსა და წესს;  ე) უცხოეთის საბანკო ზედამხედველობის ორგანო – დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ამ ქვეყნის იურისდიქციაში მყოფი საბანკო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირებასა და ზედამხედველობას.     მუხლი 3🔗. ფილიალისა და განყოფილების (სერვისცენტრის) შექმნისათვის აუცილებელი პირობები 1. კომერციულ ბანკს უფლება აქვს დააარსოს ფილიალი ან განყოფილება (სერვისცენტრი) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბანკში ჩატარებული ბოლო შემოწმების შედეგად ბანკს მინიჭებული აქვს CAMEL-ის რეიტინგის მიხედვით I, II ან III კატეგორია; ბ) ფილიალს ან/და განყოფილებას (სერვისცენტრს) აქვს შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა, ჰყავს კვალიფიციური კადრები და მზადაა კლიენტებსა და სათავო ბანკთან (ფილიალთან) დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების განსახორციელებლად; გ) მიღებული აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობა ფილიალის ან/და განყოფილების (სერვისცენტრის) შექმნის თაობაზე. 2. კომერციული ბანკი უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ფილიალის ან/და განყოფილების (სერვისცენტრის) შესაქმნელად თანხმობის მისაღებად იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 3. კომერციული ბანკი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჯერ არ აქვს მინიჭებული CAMEL‑ის სისტემის მიხედვით რეიტინგი და აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, ასევე უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ფილიალის ან/და განყოფილების (სერვისცენტრის) დაარსებისთვის თანხმობის მისაღებად. 4. მიუხედავად იმისა, რომ ბანკი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ბანკში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, დასაბუთებული უარი უთხრას მას ფილიალის ან განყოფილების (სერვისცენტრის) შექმნაზე. 5. ცალკეულ შემთხვევაში, თუ კომერციულ ბანკს CAMEL-ის სისტემის მიხედვით არა აქვს მიღებული I, II ან III კატეგორია, მაგრამ მისი ბოლო შემოწმების პერიოდიდან მკვეთრად გაუმჯობესდა ფინანსური მდგომარეობა, რაც უწყვეტად დასტურდება საქართველოს ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი ანგარიშგებების საფუძველზე მომზადებული საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის დასკვნებით მიცემული შეფასებებით, საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს მისთვის ფილიალის ან/და განყოფილების (სერვისცენტრის) შექმნის თაობაზე თანხმობის მიცემის საკითხს.     მუხლი 4🔗. საქართველოს ტერიტორიაზე ფილიალის დაარსება 1. კომერციული ბანკი საქართველოს ტერიტორიაზე ფილიალის შექმნის მიზნით თანხმობის მისაღებად განცხადებით მიმართავს საქართველოს ეროვნულ ბანკს. 2. განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები: ა) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ფილიალის შექმნაზე; ბ) ინფორმაცია ფილიალის მიერ საბანკო საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფის თაობაზე. 3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს ფილიალის დაარსების შექმნის საკითხს და 15 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას. თანხმობა ჩაითვლება ავტომატურად გაცემულად, თუ აღნიშნულ ვადაში განმცხადებელი კომერციული ბანკი არ მიიღებს საქართველოს ეროვნული ბანკის დასაბუთებულ უარს ფილიალის შექმნის თაობაზე. 4. ფილიალის შექმნის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობის მიღების შემდეგ, კომერციული ბანკი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს 15 სამუშაო დღის განმავლობაში წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ფილიალის დებულება; ბ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს იმ უძრავი ქონების საკუთრების ან სარგებლობის უფლებას, სადაც განთავსებული იქნება ბანკის ფილიალი; გ) სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ფილიალის ხელმძღვანელის (ხელმძღვანელების) დანიშვნის შესახებ. ამ შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლითა და „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 სექტემბრის №234 ბრძანებით განსაზღვრული ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში სრულყოფილად წარუდგენლობის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი წერილობით აცნობებს კომერციულ ბანკს მის მიერ ფილიალის შექმნაზე გაცემული თანხმობის შესაძლო გაუქმების შესახებ.     მუხლი 5🔗. საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალის დაარსება 1. კომერციული ბანკის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალის დაარსების თაობაზე საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილ განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი საბუთები: ა) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ფილიალის შექმნაზე; ბ) ფილიალის სამწლიანი ბიზნესგეგმა, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად დასაბუთებული უნდა იყოს მისი შექმნის ეკონომიკური მიზანშეწონილობა, აგრეთვე სათავო ბანკის მიერ მისთვის დაკისრებული უფლებები და მოვალეობები; გ) განცხადებისა და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის ასლი, რომელიც უნდა წარედგინოს ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით უცხოეთის სახელმწიფო საბანკო ზედამხედველობის ორგანოს ფილიალის შექმნასთან დაკავშირებით; დ) იმ კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სრული პაკეტი, რომლის საფუძველზეც ფილიალის ადგილსამყოფელ ქვეყანაში ხორციელდება მისი ლიცენზირება, საქმიანობის რეგულირება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა; ე) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს განცხადება იმის თაობაზე, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და FATF-ის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, ფილიალს ფუნქციონირების დაწყებისთანავე შემუშავებული ექნება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა, რომელიც უნდა მოიცავდეს: ე.ა.) შიდა კონტროლისა და მენეჯმენტის დონეზე პირთა დანიშვნის, ასევე სხვა თანამშრომელთა სამსახურში მიღების პროცედურებს, რომელიც მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების პროცესებში ბანკის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობის აღკვეთას; ე.ბ.) თანამშრომლების მიმდინარე სწავლების პროგრამას; ე.გ.) შიდა აუდიტის ფუნქციას სისტემის შესამოწმებლად; ვ) იმ შემთხვევაში, თუ ფილიალის ადგილსამყოფელ უცხო ქვეყანაში მოქმედი კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები არ ითვალისწინებენ ფილიალის მიერ FATF-ის რეკომენდაციების შესრულებას, ან იმ ქვეყანაში არ ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა და საერთოდ ან საკმარისად არ სრულდება FATF-ის რეკომენდაციები: ვ.ა.) კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ უნდა იკისროს წერილობითი ვალდებულება, რომ კომერციული ბანკი უზრუნველყოფს მისი ფილიალის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დადგენილი ღონისძიებების გატარებას ბანკებისადმი საქართველოში არსებული მოთხოვნებისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად, ფილიალის ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ ფარგლებში; ვ.ბ.) კომერციული ბანკი უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის მიწოდებას იმის თაობაზე, რომ კომერციული ბანკის ფილიალი ვერ ახორციელებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას, იმის გამო, რომ ამას კრძალავს ან ზღუდავს ადგილ-სამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს ფილიალის გახსნის შექმნის საკითხს და არა უგვიანეს 15 სამუშაო დღისა წერილობით აცნობებს განმცხადებელ კომერციულ ბანკს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. 3. კომერციული ბანკი ვალდებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალის შექმნიდან (რეგისტრაციიდან) 30 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს დამატებით წარუდგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული ფილიალის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სანოტარო წესით ან აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული); ბ) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ფილიალის დებულება; გ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს იმ უძრავი ქონების საკუთრების ან სარგებლობის უფლებას, სადაც განთავსებულია ბანკის ფილიალი (სანოტარო წესით ან აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული); დ) სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ფილიალის ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ. ამ შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 4 1 მუხლითა და „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 სექტემბრის №234 ბრძანებით განსაზღვრული ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან ფილიალის ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.     მუხლი 6🔗. განყოფილების (სერვისცენტრის) შექმნა 1. კომერციული ბანკი განყოფილების (სერვისცენტრის) შექმნის მიზნით თანხმობის მისაღებად, განცხადებით მიმართავს საქართველოს ეროვნულ ბანკს. 2. განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი საბუთები: ა) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება განყოფილების (სერვისცენტრის) შექმნასთან დაკავშირებით; ბ) განყოფილების (სერვისცენტრის) დებულება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს სათავო ბანკის ან ფილიალის მიერ მისთვის დაკისრებული უფლებები და მოვალეობები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საბუთების სრულყოფილად წარდგენის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს განყოფილების (სერვისცენტრის) გახსნის საკითხს და 15 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას. თანხმობა ჩაითვლება ავტომატურად გაცემულად, თუ აღნიშნულ ვადაში განმცხადებელი კომერციული ბანკი არ მიიღებს საქართველოს ეროვნული ბანკის დასაბუთებულ უარს განყოფილების (სერვისცენტრის) დაარსებაზე. 4. კომერციული ბანკი ვალდებულია განყოფილების (სერვისცენტრის) შექმნის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობის მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს შემდეგი საბუთები: ა) დირექტორატის გადაწყვეტილება განყოფილების (სერვისცენტრის) ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ. ამ შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლითა და „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 სექტემბრის №234 ბრძანებით განსაზღვრული ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ბ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს იმ უძრავი ქონების საკუთრების ან სარგებლობის უფლებას, სადაც განთავსებული იქნება განყოფილება (სერვისცენტრი). 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში სრულყოფილად წარუდგენლობის შემთხვევაში, წერილობით აცნობებს კომერციულ ბანკს მის მიერ განყოფილების (სერვისცენტრის) შექმნაზე გაცემული თანხმობის შესაძლო გაუქმების შესახებ.     მუხლი 7🔗. წარმომადგენლობის შექმნა კომერციული ბანკის მიერ წარმომადგენლობის შექმნის შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილ უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია: ა) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება წარმომადგენლობის შექმნის თაობაზე; ბ) ინფორმაცია წარმომადგენლობის ადგილმდებარეობის შესახებ; გ) ინფორმაცია წარმომადგენლობის ადმინისტრატორთა (წარმომადგენელთა) შესახებ; დ) წარმომადგენლობის საქმიანობის აღწერილობა და სათავო ბანკის მიერ მისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობანი.     მუხლი 8🔗. ბანკის ფილიალის, განყოფილებისა (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის საქმიანობის შეწყვეტა 1. ბანკის ფილიალის, გარდა ქვეყნის გარეთ დაარსებული ფილიალისა, ასევე განყოფილებისა (სერვისცენტრის) და წარმომადგენლობის საქმიანობის შეწყვეტის საფუძველია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება. 2. ქვეყნის გარეთ დაარსებული ფილიალის საქმიანობის შეწყვეტის საფუძველია: ა) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება; ბ) შესაბამისი ქვეყნის საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ. 3. კომერციული ბანკი ვალდებულია ნებისმიერი სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.