საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიმართ სასესხო ან სხვა მატერიალურ ვალდებულებათა შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.02.2010
ძალის დაკარგვა 17.02.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.014255
გამოქვეყნების წყარო სსმ, 22, 25/02/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| საფინანსო ინსტიტუტის დასახელება | სასესხო ვალდებულების ოდენობა |
| თარიღი | ___/___/______ |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიმართ სასესხო ან სხვა მატერიალურ ვალდებულებათა შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №25/01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 15.02.2023
დოკუმენტის ტექსტი
საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიმართ სასესხო ან სხვა მატერიალურ ვალდებულებათა შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
span.BalloonTextChar { }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.satauri, li.satauri, div.satauri { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-weight:bold;}
p.tarigi, li.tarigi, div.tarigi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page WordSection1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 28.35pt 14.2pt 56.7pt;}
div.WordSection1 {page:WordSection1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.014.255
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №25/01
2010 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიმართ სასესხო ან სხვა მატერიალურ ვალდებულებათა შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიმართ სასესხო ან სხვა მატერიალურ ვალდებულებათა შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენის წესი“ თანდართულ დანართთან ერთად.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქადაგიძე
,,საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიმართ სასესხო ან სხვა მატერიალურ ვალდებულებათა შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენის წესი“
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ბანკის) საბჭოს წევრის, თანამშრომლის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლის (შემდგომში – პირის) მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიმართ მისი ან მისი ოჯახის წევრის, როგორც ფიზიკური პირის სასესხო ან სხვა მატერიალური ვალდებულების შესახებ ინფორმაციის (შემდგომში – დეკლარაციის) წარდგენის წესს.
2. წესის შემუშავების მიზანია პირის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესების სახელმწიფო სამსახურის ინტერესებთან შეუთავსებლობის თავიდან აცილება.
3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი – კომერციული ბანკი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, სადაზღვევო ორგანიზაცია, გადამზღვეველი კომპანია, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, სადაზღვევო საბროკერო კომპანია, ანგარიშვალდებული საწარმო, ასევე ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი;
ბ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი.
გ) მუდმივად მცხოვრები პირი – პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია მოსამსახურის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან უპირატესად ცხოვრობს მოსამსახურის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას.
დ) სასესხო ან სხვა მატერიალური ვალდებულება – საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიმართ პირის ან მისი ოჯახის წევრის მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო (სესხი, თავდებობა და ა. შ.) ან სხვა მატერიალურ ვალდებულებათა ერთობლიობა
მუხლი 2🔗. დეკლარაციის წარდგენა
1. პირი ვალდებულია ბანკს წარუდგინოს დეკლარაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიმართ მისი ან მისი ოჯახის წევრის, როგორც ფიზიკური პირის ნებისმიერი სასესხო ან სხვა მატერიალური ვალდებულება, რომელიც ჯამში აღემატება (აჭარბებს) 10.000 (ათი ათასი) ლარს თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №1).
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სასესხო ან სხვა მატერიალური ვალდებულების შესახებ პირმა დეკლარაცია უნდა წარადგინოს არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა ამგვარი ვალდებულების წარმოშობის დღიდან.
3. 10 000 (ათი ათასი) ლარამდე სასესხო ან სხვა მატერიალური ვალდებულებების შესახებ პირმა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ვადაში დეკლარაცია უნდა წარადგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ვალდებულებათა ჯამი გადააჭარბებს 10 000 (ათი ათასი) ლარს.
4. პირი ვალდებულია დამატებითი ვალდებულებების წარმოშობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განაახლოს დეკლარაციაში მითითებული ინფორმაცია, თუკი დამატებით წარმოშობილი ვალდებულებების ჯამური ოდენობა გადააჭარბებს 3000 (სამი ათასი) ლარს.
5. პირი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ინფორმაციას წარადგენს სამსახურში შესვლისას.
6. დეკლარაცია უნდა შეიცავდეს ამომწურავ ინფორმაციას პირის ან მისი ოჯახის წევრის სასესხო ან სხვა მატერიალური ვალდებულების შესახებ.
7. ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს პირს (პრეტენდენტს) დეკლარაციაში მითითებული მონაცემების დაზუსტება.
8. დეკლარაციის წარუდგენლობისათვის პირის მიმართ გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
მუხლი 3🔗. დეკლარაციის შენახვა
1. დეკლარაციაში მითითებული მონაცემების საჯაროობა შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით.
2. ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს დეკლარაციაში მითითებული მონაცემების დაცვა და არ დაუშვას მათი გაცემა გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. დეკლარაცია ინახება თანამშრომლის პირად საქმესთან ერთად, პირადი საქმის შენახვის ვადით.
დანართი №1
დეკლარაცია
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ეროვნული ბანკის თანამშრომლის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლის ან მათი ოჯახის წევრის საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიმართ სასესხო ან სხვა მატერიალურ ვალდებულებათა შესახებ
სახელი, გვარი
პირადი ნომერი
დაკავებული თანამდებობა
ოჯახის წევრის შემთხვევაში, ნათესაური კავშირი
საფინანსო
ინსტიტუტის
დასახელება
სასესხო
ვალდებულების
ოდენობა
ვალდებულების
დაფარვის
თარიღი
წლიური
საოროცენტო
განაკვეთი
ყოველთვიურად
გადასახდელი
თანხა
დამატებითი
ინფორმაცია
ვადასტურებ, რომ წინამდებარე დეკლარაციაში წარმოდგენილი ინფორმაცია სწორია.
თარიღი
___/___/______
ხელმოწერა
ეროვნული ბანკი ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს ამ ინფორმაციის დაცვა და არ გადასცეს იგი სხვა პირებს თანამშრომლის თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.