,,ქ. თბილისის განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 04.06.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №347
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო სსმ, 79, 05/06/2007
matsne.gov.ge 1,193 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,ქ. თბილისის განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონის დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:4.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:0in; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №347 2007 წლის 4 ივნისი ქ. თბილისი ქ. თბილისის განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონის დამტკიცების შესახებ 1. „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს ქ. თბილისის განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა თანდართული აღწერილობისა (დანართი №1) და სქემატური რუკის (დანართი №2) მიხედვით. 2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სააკაშვილი დანართი №1 ქ. თბილისის განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონის აღწერილობა 1. ქ. თბილისის ფარგლებში გამოიყოფა განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა, რომელიც გამოირჩევა სამშენებლო რეგულირების შესაბამისი ხარისხით და ამ ზონისათვის შემუშავებული დაცვის რეჟიმის კონკრეტული პირობებით: ა) აღნიშნული ზონა მოიცავს დავით აღმაშენებლის ხეივნის ორივე მხარეს, რომელიც იწყება რკინიგზის ხიდიდან, გრძელდება გელოვანის გამზირამდე, მიჰყვება მტკვრის ორივე სანაპიროს და უერთდება ძველი თბილისის დაცვისა და რეგულირების ზონას, რომლის საზღვრის საწყისი წერტილია პეტრე ბაგრატიონის ძეგლი. ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება გორგასლის ქუჩის ღერძს გრიშაშვილის ქუჩის ღერძის გადაკვეთამდე. შემდეგ სწორი ხაზით უერთდება ეფრემ მცირისა და ვეზიროვის ქუჩების გადაკვეთის წერტილს. მიუყვება ეფრემ მცირის ქუჩას ეფრემ მცირისა და სარგის თმოგველის კიბე-ქუჩის ღერძების გადაკვეთის წერტილამდე. შემდეგ მიუყვება სარგის თმოგველის კიბე-ქუჩას ბერძნების ქუჩის ღერძის გადაკვეთამდე, უხვევს მარჯვნივ ბერძნების ქუჩაზე, მიუყვება ბერძნების ქუჩის ღერძს წალკის გასასვლელის ღერძის გადაკვეთამდე. მიუყვება წალკის გასასვლელის ღერძს, შემდეგ უხვევს მარჯვნივ, მიუყვება წალკის გასასვლელის №2 და №1/5 ნაკვეთების საზღვარს და გადის განაშენიანების განაპირას. შემდეგ საზღვარი მიუყვება დასავლეთით მთის კალთას განაშენიანების კიდეზე, გადის საბანაძის ქუჩის №№6, 12, 16, ლორთქიფანიძის ქ. №№12-14, ქუმსიაშვილის ქუჩის №№14, 16, 13 ნაკვეთების საზღვარზე; ბ) შემდეგ საზღვარი მიუყვება თელეთის ჩიხის №4 და ნიზამის ჩიხის №9 ნაკვეთების საზღვარს. შემდეგ ნიზამის შესახვევის მარჯვენა განაშენიანების კიდის გაყოლებით მიუყვება მერჩულის ქუჩის №19 ნაკვეთის საზღვარს და უერთდება მ. ხონელის ქუჩის მარჯვენა განაშენიანების კიდეს. შემდეგ საზღვარი ხარფუხის შესახვევის №8 და №23 ნაკვეთების საზღვრების შემოვლით მიუყვება განაშენიანების კიდეს; გ) შემდეგ საზღვარი ბააზოვის ქუჩის №№18, 20, 14, 13 და მირზა შეფის ქუჩის №№26-48 ნაკვეთების საზღვრების გაყოლებით ბრუნდება მირზა შეფის ქუჩის მარჯვენა მხარის ბორდიურის გაყოლებით მის დასაწყისში მდებარე აბანოებით დაკავებული ნაკვეთის საზღვრამდე. შემდეგ საზღვარი მიუყვება აბანოს შესახვევის №№4-10 და გოგირდის შესახვევის №№6-10, ბოტანიკური ქუჩის №36 ნაკვეთების საზღვარს და გრძელდება ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მდინარე სამარხახევზე (წავკისის წყალზე) გადებულ ხიდამდე, აქედან აღმა მიჰყვება მდინარე სამარხახევის კალაპოტის ღერძს და უერთდება კოჯრის გზატკეცილის და სოლოლაკის ხეივნის ღერძების გადაკვეთის წერტილს. აქედან მიუყვება კოჯრის გზატკეცილის ღერძს და ამაღლების ქუჩის №№1, 13, 5, 21, 14, 12 ნაკვეთების საზღვრის გაყოლებით გრძელდება წავკისის ქუჩის №14, ავთანდილის ქუჩის №4 და შინდისის ქუჩის №21 ნაკვეთების საზღვრის ხაზზე. შემდეგ მიუყვება ოქროყანისა და სავანელის ქუჩების მარჯვენა განაშენიანების კონტურს, სავანელის ქუჩის №№22, 20, 18, 16 ნაკვეთების გაყოლებით უერთდება გერგეთის გასასვლელის მარცხენა განაშენიანების ნაკვეთების საზღვარს და გერგეთის გასასვლელის №8-ში მდებარე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სავერიფიკაციო ცენტრის შენობის ჩრდილოეთით არსებული კიბეებით უერთდება გერგეთის გასასვლელს. აქედან საზღვარი მიუყვება გერგეთის გასასვლელის ღერძს. შემდეგ საზღვარი მიუყვება ჭონქაძის ქუჩის მარცხენა მხარის განაშენიანების კონტურს, მთაწმინდის ქუჩის №12, №21, ყიფიანის ქუჩის №33, №29 ნაკვეთების საზღვარს და ჩამოდის პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე. აქედან საზღვარი მიემართება პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩის და მთაწმინდის კალთის საზღვრის გაყოლებით მაყაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, მიუყვება მაყაშვილის ქუჩის ღერძს და მიუყვება განაშენიანების ხაზს ჟვანიას ქუჩის გადაკვეთამდე. გასდევს ჟვანიას ქუჩის ღერძს და უერთდება კეკელიძის ქუჩას. შემდეგ კეკელიძის ქუჩის ღერძის გაყოლებით ეშვება და უერთდება   ი. ჭავჭავაძის ქუჩის ღერძის გადაკვეთის წერტილს. აქედან საზღვარი მიუყვება ი. ჭავჭავაძის ქუჩის ღერძს, მოიცავს ი. ჭავჭავაძის გამზირის №№5, 3, 1 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის, ჰერა-სამეანო გინეკოლოგიური კლინიკის (ყოფილი მე-4 მთავარი სამმართველოს საავადმყოფო-პოლიკლინიკის შენობა) და ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაკვეთების საზღვარს და ჰკვეთს ვარაზისხევის ქუჩის ღერძს, მიუყვება ვარაზისხევის ქუჩის ღერძს და ეშვება გმირთა მოედანზე. აქედან თამარ მეფის (ჩელუსკინელების ქ.) გამზირის ღერძის, შემდეგ თამარ მეფის სახ. ხიდის ღერძის გაყოლებით გადადის მდინარე მტკვარზე და ჰკვეთს მარცხენა სანაპიროს ღერძს. გადაკვეთის წერტილიდან საზღვარი აღმა მიჰყვება ბარათაშვილის სახ. მარცხენა სანაპიროს ღერძს, მოიცავს მუშტაიდის (ორჯონიკიძის) სახ. პარკის ტერიტორიას და დიდუბის (მაიაკოვსკის) ქუჩის ღერძის გაყოლებით ჰკვეთს გ. ცაბაძის (ტელმანის) ქუჩის ღერძს. ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება გ. ცაბაძის ქუჩის ღერძს მ. წინამძღვრიშვილის (კლარა ცეტკინის) ქუჩის ღერძის გადაკვეთამდე, მიუყვება წინამძღვრიშვილის ქუჩის ღერძს თამარ მეფის გამზირის ღერძის გადაკვეთამდე, მიუყვება თამარ მეფის გამზირის ღერძს ვაგზლის მოედნამდე, შემოუვლის მოედანს სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან გ. დოლიძის ქუჩის ღერძის გაყოლებით კ. ფოცხვერაშვილის ქუჩის ღერძის გადაკვეთამდე; დ) შემდეგ საზღვარი გრძელდება ფიროსმანის ქუჩის ღერძის გაყოლებით გ. ჩიტაიას (საბჭოს) ქუჩის ღერძის გადაკვეთის წერტილამდე, ჰკვეთს მალაკნების მოედანს და გ. ჩიტაიას ქუჩის ღერძის გაყოლებით უხვევს ჩრდილოეთისაკენ რკინიგზის გზახიდამდე, გასდევს სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებით გ. ჩიტაიას ქუჩის კენტი ნომრების მხარის გარეკონტურს და რკინიგზის ხაზს თელავის ქუჩის ღერძის გადაკვეთამდე. მიუყვება ქ. წამებულის ღერძს 300 არაგველის აღმართის ღერძის გადაკვეთამდე, მიუყვება 300 არაგველის აღმართის ღერძს და ეშვება „გოგილოს აბანომდე“. აქედან საზღვარი წარმოსახვითი სწორით ჰკვეთს მდინარე მტკვარს, 300 არაგველის ობელისკის მიმართულებით, მარჯვენა სანაპიროს ღერძის გადაკვეთამდე. შემდეგ საზღვარი მიუყვება მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ღერძს და უერთდება საწყის წერტილს. 2. ამავე ზონაშია მოქცეული: ა) გლდანი-ნაძალადევის რაიონში: მინდელის ხიდი და შეშელიძის ქუჩა, ხიზანიშვილის ქუჩა და რობაქიძის გამზირი; ბ) დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: მეტრო დიდუბის მოედანი, წერეთლის გამზირი, ცოტნე დადიანის გამზირი, გურამიშვილის გამზირი, თორნიკე ერისთავის ქუჩა, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა, ხუდადოვის ქუჩა; გ) ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირი, ჩოლოყაშვილის გამზირი, წყნეთის გზატკეცილი, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირები, პეკინის, შარტავას და კოსტავას ქუჩები; დ) ისანი-სამგორისა და ძველი თბილისის რაიონებში: ქეთევან წამებულის გამზირი, შავი ზღვის ქუჩა, ჯორჯ ბუშის ქუჩა, ნავთლუღის ქუჩა, ჯავახეთის ქუჩა, შანდორ პეტეფის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი აეროპორტამდე. მტკვრის ორივე სანაპირო, გულუას ქუჩა და გორგასლის ქუჩა. 3. განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა მოიცავს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიებს, ჩოლოყაშვილის ქუჩას, გორგასლის ქუჩას და მოსკოვის გამზირს. შენიშვნა: 1. ნაკვეთის საზღვარში იგულისხმება ნაკვეთის საზღვრის მონაკვეთი ლანდშაფტის დაცვის ზონასთან შეხების ფარგლებში. 2. ტერმინი „საზღვარი მიუყვება ქუჩის ღერძს“ პირობითია. ქუჩის ვაკისი არ შედის ლანდშაფტის დაცვის ზონაში. 3. განაშენიანების მარჯვენა და მარცხენა მხარე ნიშნავს ქუჩის აღმავალი ნომრების მიმართულებით, შესაბამისად, მარჯვენა და მარცხენა მხარეს. 4. აღწერილობით დადგენილი საზღვრების ზუსტად განსაზღვრისას გამოიყენება სქემატური რუკა (დანართი №2).