„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№149
სარეგისტრაციო კოდი
120240020.22.026.014290
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 05/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.240.020.22.026.014.290

საქართველოს თავდაცვის

მინისტრის ბრძანება №149

2010 წლის 5 მარტი

 ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №130, მუხლი 1155) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები და უფლებამოსილება

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ნაერთი ბიუჯეტისა და ანალიზის სამმართველო:

ა.ა) საბიუჯეტო განყოფილება;

ა.ბ) დაგეგმვის პროგრამირებისა და ბიუჯეტირების განყოფილება;

ა.გ) საერთაშორისო ფინანსური ურთიერთობების განყოფილება.

ბ) ბიუჯეტის აღსრულებისა და ანგარიშგების სამმართველო:

ბ.ა) ხარჯების განყოფილება;

ბ.ბ) სამინისტროს ცენტრალური ბუღალტერია;

ბ.გ) ფულადი უზრუნველყოფის განყოფილება.

გ) საფინანსო პოლიტიკის სამმართველო.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილება:

ა) ნაერთი ბიუჯეტისა და ანალიზის სამმართველო – ახორციელებს თავდაცვის ბიუჯეტის პროექტების შედგენას, საერთაშორისო პროგრამების ფინანსურ დაგეგმარებას;

ა.ა) ნაერთი ბიუჯეტისა და ანალიზის სამმართველოს დაგეგმვის პროგრამირებისა და ბიუჯეტირების განყოფილება ახორციელებს:

ა.ა.ა) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელების პროცესისა და პრო-ცედურების წარმართვასა და ხელმძღვანელობას;

ა.ა.ბ) დეპარტამენტის განვითარების ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფას;

ა.ა.გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად, განსახორციელებელი პროგრამების პრიორიტეტულობის დადგენასა და ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების მომზადებას;

ა.ა.დ) დეპარტამენტის განვითარების ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების ანალიზს, შეიარაღებული ძალებისთვის „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული აუცილებელი სამხედრო შესაძლებლობების შენარჩუნების, გაუმჯობესების ან ჩამოყალიბების მიზნით;

ა.ა.ე) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელების პროცესში დეპარტამენტის განვითარების ერთიანი ძირითადი პროგრამის ჩამოყალიბების უზრუნველყოფას, პერიოდულ შეფასებას, განხორციელების მონიტორინგს, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;

ა.ა.ვ) დეპარტამენტის ბიუჯეტის შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღებას;

ბ) ბიუჯეტის აღსრულებისა და ანგარიშგების სამმართველო – ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის აღსრულებას, სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვიანობის განმტკიცებას, ცენტრალიზებული წესით ანგარიშგებასა და ანგარიშსწორებას, ახორციელებს სამინისტროს ქვედანაყოფების ფინანსურ უზრუნველყოფას;

გ) საფინანსო პოლიტიკის სამმართველო – შეიმუშავებს თავდაცვის სამინისტროში საფინანსო პოლიტიკას და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ფინანსური უზრუნველყოფის სისტემას, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს შესაბამისი მითითებებისა და ინსტრუქციების პროექტებს და ახორციელებს მათი შესრულების მონიტორინგს.“.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.03.2010.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.03.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №149. სარეგისტრაციო კოდი — 120240020.22.026.014290.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.03.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №149, 05.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 120240020.22.026.014290 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1007909/