📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.02.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №განმცხადებლის გვარი, სახელი, პ/მოწმობის ან პასპორტის N, მისამართი
სარეგისტრაციო კოდი 480040040.22.030.014278
გამოქვეყნების წყარო სსმ, 24, 05/03/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,828 სიტყვა · ~9 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლეგალიზაციის რეგისტრაციის ნომერი და თარიღი განმცხადებლის გვარი, სახელი, პ/მოწმობის ან პასპორტის N, მისამართი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:24.75pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:30.0pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:30.0pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:30.0pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h5 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoCaption, li.MsoCaption, div.MsoCaption {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:30.0pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:30.0pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:24.0pt; font-size:12.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .5in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.040.040.22.030.014.278 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №60 2010 წლის 24 თებერვალი ქ. თბილისი საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საკონსულო ლეგალიზაციის წესი“ თანდართული რედაქციით. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 2 მაისის №69 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  გ. ვაშაძე საკონსულო ლეგალიზაციის წესი თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 1. საკონსულო ლეგალიზაციის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საზღვარგარეთის ქვეყნების ხელისუფლების ორგანოთა მიერ ან მათი მონაწილეობით გაცემული ოფიციალური დოკუმენტების, აქტებისა და საქართველოში უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემული ან დამოწმებული ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის წესს. 2. საკონსულო ლეგალიზაციის სფეროში საქმიანობის საერთო კოორდინაციასა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი.     მუხლი 2🔗 ამ წესის მიზნებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) უფლებამოსილი პირი – პირი, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით მინიჭებული აქვს ლეგალიზაციის განხორციელების უფლებამისილება; ბ) უფლებამოსილი ორგანო – ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული ორგანოები; გ) დიპლომატიური წარმომადგენლობა – საქართველოს საელჩო, რომელსაც „საკონსულო ურთიერთობათა შესახებ“ ვენის კონვენციისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული აქვს საკონსულო ფუნქციები; დ) საკონსულო დაწესებულება – საქართველოს გენერალური საკონსულო, საკონსულო, ვიცე-საკონსულო ან საკონსულო სააგენტო, მათ შორის საკონსულო დაწესებულება საპატიო კონსულის მეთაურობით, რომელთაც „საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული აქვს საკონსულო ფუნქციები; ე) საკონსულო დეპარტამენტი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი.     მუხლი 3🔗 საკონსულო ლეგალიზაციას ექვემდებარება საზღვარგარეთის ქვეყნების ხელისუფლების ორგანოების მიერ ან მათი მონაწილეობით გაცემული ოფიციალური დოკუმენტები, აქტები და საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემული ან დამოწმებული ოფიციალური დოკუმენტები.     მუხლი 4🔗 საკონსულო ლეგალიზაციას არ ექვემდებარება ის დოკუმენტები და აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლობას ან თავისი შინაარსით შეიძლება ზიანი მიაყენონ საქართველოს ინტერესებს, ან შეიცავენ საქართველოს მოქალაქეთა პატივისა და ღირსების შემლახავ ცნობებს.     მუხლი 5🔗 საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია, საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებლად განკუთვნილი საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დოკუმენტები და აქტები საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ განსახილველად მიღებული იქნეს საკონსულო ლეგალიზაციის გარეშე. თავი II უფლებამოსილი ორგანოები და მათი კომპეტენციის ფარგლები     მუხლი 6🔗 საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოებია: ა) დიპლომატიური წარმომადგენლობები; ბ) საკონსულო დაწესებულებები; გ) საკონსულო დეპარტამენტი.     მუხლი 7🔗 საკონსულო ლეგალიზაციისას უფლებამოსილი ორგანოები ადგენენ და ადასტურებენ საზღვარგარეთის ქვეყნების ხელისუფლების ორგანოთა და დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების მიერ ან მათი მონაწილეობით გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებსა და აქტებზე დასმული ბეჭდისა და თანამდებობის პირის ხელმოწერის ნამდვილობას, გამცემი ორგანოსა და თანამდებობის პირის უფლებამოსილებას.     მუხლი 8🔗 1. დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები ახორციელებენ მხოლოდ თავიანთი საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტებისა და აქტების საკონსულო ლეგალიზაციას. 2. საკონსულო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტებისა და აქტების ლეგალიზაციას. 3. თუ დოკუმენტი და აქტი გაცემულია უცხო ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ, საკონსულო ლეგალიზაციას განახორციელებს ადგილსამყოფელ ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური დაწესებულება და/ან საკონსულო დაწესებულება. 4. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი გაცემულია ტერიტორიაზე, რომელიც არ შედის არც ერთ საკონსულო ოლქში ან იმ დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ, რომელიც აკრედიტებულია საზღვარგარეთის ქვეყნაში, სადაც საქართველოს არა აქვს დიპლომატიური ან საკონსულო დაწესებულება, საკონსულო ლეგალიზაციას ახორციელებს საკონსულო დეპარტამენტი, ან მისი დავალებით – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას.     მუხლი 9🔗 1. დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები ვალდებულნი არიან აწარმოონ საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელებამდე საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დოკუმენტებისა და აქტების ლეგალიზაციის პროცესში მონაწილე კომპეტენტური ორგანოს/ორგანოების თანამდებობის პირთა ხელმოწერისა და ბეჭდების ნიმუშების რეესტრი. 2. საკონსულო დეპარტამენტი ვალდებულია აწარმოოს საქართველოში აკრედიტებულ უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამდებობის პირთა ხელმოწერისა და ბეჭდების ნიმუშების რეესტრი.     მუხლი 10🔗 1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებლად განკუთვნილი ოფიციალური დოკუმენტებისა და აქტების ლეგალიზაციის უფლებამოსილება შეიძლება დაეკისროს საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე აკრედიტებულ მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომად-გენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. 2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს უფლებამოსილმა ორგანოებმა შესაძლებელია განახორციელონ მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად განკუთვნილი ოფიციალური დოკუმენტებისა და აქტების ლეგალიზაცია. თავი III საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელება     მუხლი 11🔗 1. საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელებისათვის დოკუმენტის წარმდგენი პირი ავსებს განცხადებას უფლებამოსილი ორგანოს სახელზე (დანართი №1). 2. უფლებამოსილი პირი ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტების სისრულეს, არკვევს, ამ წესის შესაბამისად, ექვემდებარება თუ არა დოკუმენტი საკონსულო ლეგალიზაციას, ადარებს ამ წესის მე-9 მუხლში მითითებულ რეესტრში დაცულ ნიმუშებს, სალეგალიზაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებსა და აქტზე დასმულ ხელმოწერასა და ბეჭდებს, მათ შორის, გამცემი ორგანოსა და თანამდებობის პირის უფ-ლებამოსილებას. 3. იმ შემთვევაში, თუ: ა) სალეგალიზაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები ან აქტები, ამ წესის შესაბამისად, არ ექვემდებარება საკონსულო ლეგალიზაციას, უფლებამოსილი პირი აბრუნებს მათ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში; ბ) სალეგალიზაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები არ არის სრულყოფილი, უფლებამოსილი პირი ხარვეზის მითითებით აბრუნებს მათ, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, ან განუსაზღვრავს განმცხადებელს გონივრულ ვადას ამ ხარვეზის აღმოფხვრისათვის; გ) ამ წესის მე-9 მუხლში მითითებულ რეესტრში დაცულ ნიმუშებში არ მოიპოვება სალეგალიზაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტზე ან აქტზე დასმული ხელმოწერა ან ბეჭედი, უფლებამოსილი პირი მოიპოვებს ასეთ ნიმუშებს ან შესაბამის ინფორმაციას კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან; დ) წარმოდგენილ დოკუმენტსა ან აქტზე დასმული ხელმოწერა ან/და ბეჭედი არ ედრება ამ წესის მე-9 მუხლში მითითებულ რეესტრში დაცულ ნიმუშებს, უფლებამოსილი პირი აბრუნებს წარმოდგენილ დოკუ-მენტებს საკონსულო ლეგალიზაციის გარეშე ანხ თუ აღნიშნული შესაძლებელია გამოწვეული იყოს რეესტრში დაცული მონაცემების სიძველით, გამოითხოვს კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან ხელმოწერათა და ბეჭდების ახალ ნიმუშებს. 4. საკონსულო ლეგალიზაცია სრულდება ლეგალიზაციისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დაკავშირებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ნიმუშების დამატებით გამოთხოვასთან, შესაბამისი ნიმუშების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონსულო ლეგალიზაცია განხორციელდება უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.     მუხლი 12🔗 1. საკონსულო ლეგალიზაციისას სრულდება დადგენილი ფორმის საკონსულო სალეგალიზაციო წარწერა (დანართი №2). 2. სალეგალიზაციო წარწერაში აღინიშნება უფლებამოსილი ორგანოს დასახელება, საკონსულო ლეგალიზა-ციის სარეგისტრაციო ნომერი, გადახდილი საკონსულო მოსაკრებლის ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელების თარიღი. 3. სალეგალიზაციო წარწერა მოწმდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ესმება ბეჭედი.     მუხლი 13🔗 1. უფლებამოსილი პირის მიერ ლეგალიზებული დოკუმენტი რეგისტრირებულ უნდა იქნეს ელექტრონული ან მატერიალური ფორმით არსებულ საკონსულო ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი №3, დანართი №4) და მიენიჭოს სარეგისტრაციო ნომერი. 2. სალეგალიზაციო ჟურნალის ელექტრონული ფორმით წარმოებისას, არა უგვიანეს ყოველი თვის ბოლო რიცხვისა ხდება მისი ამობეჭდვა, დანომრვა, აკინძვა და დამოწმება უფლებამოსილი პირის ხელ-მოწერით.     მუხლი 14🔗 სალეგალიზაციო წარწერაში შესწორებების ან/და დამატებების შეტანა დასაშვებია უფლებამოსილი პირის მიერ გაკეთებული შენიშვნით, მისივე ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით. თავი IV საკონსულო მოსაკრებელი და სახელმწიფო ბაჟი     მუხლი 15🔗 1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების მიერ განხორციელებული საკონსულო ლეგალიზაციისათვის გადაიხდევინება საკონსულო მოსაკრებელი „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. 2. საკონსულო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ლეგალიზაციისათვის გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. დანართი N1 სალეგალიზაციო განცხადება Application form for Legalization  1. გვარი, სახელი Name ———————————————————————————————————————- 2. მისამართი Permanent Address ————————————————————————————————- 3. მოქალაქეობა Citizenship —————————————————————————————————————- 4. პირადობის მოწმობა ან პასპორტის N Identity Card or Passport N ————————————————— —————————- 5. სალეგალიზაციო დოკუმენტების ჩამონათვალი Documents to be legalized          1. —————————————————————                                        2. —————————————————————                                    3. —————————————————————                                    4. —————————————————————                                    5. —————————————————————                                    6. —————————————————————                                    7. —————————————————————                                    8. —————————————————————                               9. —————————————————————                          10. ———————————————————— 6. რომელ ქვეყანაშია წარსადგენი For which country you legalize documents ——————————————————— 7. გადახდილია Paid: ——————————————————————————————————-—————— ა) საკონსულო მოსაკრებელი/სახელმწიფო ბაჟი ––––– a) consular fees/ state due ბ) დამადასტურებელი საბუთი –––––– b) document certifying payment 8. თარიღი Date ——————————————————————- 9.ხელმოწერა Signature ————————————————————   დანართი №2 საკონსულო ლეგალიზაციის წარწერა 1. საკონსულო ლეგალიზაციის წარწერა წარმოადგენს მართკუთხა ფორმის შტამპს. 2. საკონსულო ლეგალიზაციის წარწერაში მიეთითება სიტყვა „ლეგალიზებულია“ და იგი უნდა შეიცავდეს შემდეგ გრაფებს: ა) უფლებამოსილი ორგანოს დასახელება; ბ) სარეგისტრაციო ნომერი; გ) საკონსულო მოსაკრებელი ან სახელმწიფო ბაჟი; დ) თარიღი; ე) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. 3. საკონსულო ლეგალიზაციის წარწერა სრულდება ქართულ და ინგლისურ ან ადგილსამყოფელი ქვეყნის სახელწიფო ენაზე. 4. საკონსულო ლეგალიზაციის წარწერის ტონალობა განისაზღვრება ლურჯი-იისფერით.      დანართი №3 საკონსულო ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟ უ რ ნ ა ლ ი დასაწყისი: „ __ „ _______ , 200 წ  დასასრული: „ __ „ _______ , 200 წ ლეგალიზაციის რეგისტრაციის ნომერი და თარიღი განმცხადებლის გვარი, სახელი, პ/მოწმობის ან პასპორტის N, მისამართი დოკუმენტის დასახელება დოკუმენტის მიმღები ქვეყანა გადახდილი თანხა შემოსავლის ორდერის № შენიშვნა დანართი №4 საკონსულო ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესი 1. სარეგისტრაციო ჟურნალი შედგება შემდეგი სვეტებისაგან და მათში მიეთითება შემდეგი ინფორმაცია: ა) დოკუმენტის ლეგალიზაციის რეგისტრაციის ნომერი და თარიღი: ბ) განმცხადებლის გვარი, სახელი, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ნომერი, მისამართი; გ) დოკუმენტის დასახელება; დ) დოკუმენტის მიმღები ქვეყანა; (შენიშვნა: გრაფაში დოკუმენტის მიმღები ქვეყანა – მიეთითება ის ქვეყანა, რომელშიც განმცხადებელს სურს ლეგალიზირებული დოკუმენტის წარდგენა) ე) გადახდილი თანხა; (შენიშვნა: აღნიშნულ გრაფაში მიეთითება: საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულებების მიერ დოკუმენტის ლეგალიზაციის განხორციელებისას „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანხა, ხოლო საკონსულო დეპარტამენტის მიერ დოკუმენტის ლეგალიზაციისას „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანხა). ვ) შემოსავლის ორდერი; ზ) შენიშვნა; (შენიშვნა: აღნიშნულ გრაფაში მიეთითება სალეგალიზაციო დოკუმენტების მიღებისა და გაცემის ფორმა, უშუალოდ განმცხადებლის მიერ, ჩვეულებრივი თუ დაზღვეული საფოსტო გზავნილი, კურიერის მიერ და ლეგალიზაციაზე უარის თქმის შემთვევაში, ინფორმაცია შესაბამისი საფუძვლის შესახებ). 2. სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერი კეთდება ლეგალიზაციის წარწერის დასმის შემდეგ. 3.. საკონსულო ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალს აწარმოებს შესაბამისი მოსამსახურე.