„საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №305 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№154
სარეგისტრაციო კოდი
200120000.22.033.014296
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 05/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.014.296

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №154

2010 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №305 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

 საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №305 (სსმ III, 31.03.2008, №48, მუხ. 541) ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დაზიანებული აქციზური მარკები უკან არ ბრუნდება, გარდა მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. იმ შემთხვევაში, როცა აქციზური მარკით ნიშანდებულ სიგარასა და სიგარილაზე გადახდილია აქციზი და აღნიშნული საქონელი შემდგომი რეალიზაციის მიზნით საჭიროებს სხვანაირ დაფასოებას (გადაფასოებას), შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შესაბამისი ნომინალური ღირებულების გადახდისა და ნიშანდებული საქონლიდან ძველი (დაზიანებული) აქციზური მარკების შემოსავლების სამსახურში დაბრუნების შემდეგ, გასცეს აქციზური მარკები საქონლის ხელახლა დაფასოებისათვის.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  კ. ბაინდურაშვილი