„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.014.301
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №165
2010 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხლი 2330) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საზღვარზე შემოტანის, ასევე საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების დროს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით“ (შემდგომში – მოწმობა, დანართი №1), თუ ამ ინსტრუქციით სხვა არ არის გათვალისწინებული.“.
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:
„ნ) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეულ საქონელსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, თუ საქონელი არ გადაიტვირთა სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე (გარდა საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა);
ო) „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2“-ით (შემდგომში – აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2) გადაადგილებულ, რეექსპორტის საბაჟო დამუ-შავების ოპერაციაში გაცხადებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე.“.
3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. TIR წიგნაკს კონტროლიდან ხსნის დანიშნულების საბაჟო ორგანო, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. კონტროლიდან მოხსნის მიზნით, TIR წიგნაკის 27-ე გრაფაში მიეთითება „ASYCUDA“-ს მიერ მინიჭებული „R“ ნომერი; 28-ე გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა „მოხსნილია კონტროლიდან“, ხოლო დამღაში შესაბამის ადგილზე მიეთითება კონტროლიდან მოხსნის თარიღი, საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი.
4. საქართველოს საწარმოს საწყობში (შენახვის სხვა ადგილზე) დროებითი დასაწყობებისა და საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული, ახალი (საქართველოში შემოტანამდე დაურეგისტრირებელი) ან/და 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გადამზიდ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე TIR წიგნაკს კონტროლიდან ხსნის სასაზღვრო საბაჟო ორგანო, რომლის გავლითაც ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალება ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას. კონტროლიდან მოხსნის მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ, სასაზღვრო საბაჟო ორგანოს წარედგინება სასაქონლო პარტიაში შემავალ ყველა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაფორმებული საბაჟო დეკლარაციების ეგზემპლარები.“.
4. მე-13 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქონლის დანიშნულების ადგილზე – არასაბაჟო ორგანოში წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება საბაჟო საწყობის ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის, ან საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის საწყობის, ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ – მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთე-ბული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). საბაჟო საწყობი ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტი ან საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია, მოწმობის დამოწმებიდან არა უგვიანეს 1 საათისა, სისტემაში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება. ამ მიზნით მოწმობის ელექტრონული ფორმატის დამატებით ფურცელში გრაფა „I“-ის განყოფილებაში „გამოცხადების თარიღი“ სისტემაში ინტეგრირებული კალენდრიდან ამოირჩევა თარიღი და სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება დრო. საბაჟო ორგანოს მოხელე ვალდებულია მოახდინოს მოწმობის რეგისტრაცია ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.“;
ბ) მე-3 პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ე) სრული დახურვის მეშვეობით, როცა ხდება მოწმობით გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების წარდგენა სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებებთან შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გაცხადების, საექსპერტო შემოწმების განხორციელებისა და საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურების მიზნით. მოწმობას ენიჭება დახურვის ნომერი „R“ და სააგენტოს მიერ გამოიწერება აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2.“.
5. მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი II1 და141–145 მუხლები:
„თავი II1. აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2-ის შევსებისა და გამოყენების წესი
მუხლი 141.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურებისა და/ან საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილი და/ან დროებით დასაწყობებული, რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციაში გაცხადებული, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე გადაადგილების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2-ით.
მუხლი 142.
1. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების მიზნით, სააგენტოს განყოფილებებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში ხორციელდება აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2-ის გამოწერა.
2. აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2-ის გამოწერას ახორციელებს სააგენტო.
3. აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2-ის წინმსწრები მოწმობის ან TIR წიგნაკის კონტროლიდან მოხსნა ხორციელდება სააგენტოს განყოფილებებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფის მიერ, სააგენტოს მიერ შევსებული და ელექტრონულად მიწოდებული აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2-ის საფუძველზე.
მუხლი 143.
1. აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2 ივსება სისტემის მეშვეობით ელექტრონულად, სააგენტოს მოხე-ლის მიერ სააგენტოში ან სისტემაში დაშვებული პირის მიერ, რომელიც წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მფლობელს ან მის წარმომადგენელს საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად.
2. აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2 ივსება სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შედეგების ამსახველი „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტის (ფორმა 2)“ საფუძველზე.
3. ერთი მოწმობა ივსება ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე.
4. სისტემაში დაშვებული პირი ან სააგენტოს მოხელე უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილება მოწმობის ელექტრონულ ფორმატში მოწმობის შევსებისას, მოწმობის შევსების რეგისტრაციამდე.
5. შევსების დასრულებისას სააგენტოს მოხელე ან სისტემაში დაშვებული პირი არეგისტრირებს მოწ-მობის შევსების ფაქტს სისტემაში. შევსებულ მოწმობას ენიჭება უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი.
6. შევსებული მოწმობა სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საბაჟო ორგანოს.
7. დასრულებული მოწმობა სააგენტოს მიერ გამოიწერება 3 პირად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) ერთი ეგზემპლარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სააგენტოს მეშვეობით გადაეცემა საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს;
ბ) მეორე პირი თან მიყვება სატრანსპორტო საშუალებას დანიშნულების საბაჟო ორგანომდე და მოწმობის კონტროლიდან მოხსნის შემდეგ 7 დღის ვადაში ეგზავნება ზემდგომ საბაჟო ორგანოს დადგენილი წესით;
გ) მესამე პირი რჩება დეკლარანტს ან/და გადამზიდველს.
8. მოწმობის უკანა გვერდი გამოიყენება სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოების შენიშვნების, აღ-ნიშვნებისა და დამღებისათვის.
მუხლი 144.
სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2-ის რეგისტრაცია და კონტროლიდან მოხსნა რეგისტრირდება სპეციალურ რეგისტრაციის ჟურნალში, ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 145.
1. გრაფა 1. „ექსპორტიორი“ – გრაფაში აღინიშნება სატრანსპორტო საშუალების გამგზავნის შესახებ მონაცემები. თუ სატრანსპორტო საშუალების გამგზავნი იურიდიული პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ. თუ სატრანსპორტო საშუალების გამგზავნი ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ.
2. გრაფა 2. „წარმომადგენელი“ – გრაფაში აღინიშნება სატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი პასუხისმგებელი პირის (მძღოლის) სახელი და გვარი, პირადი ნომერი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და მისამართი. თუ გადაადგილებაზე პასუხისმგებელი პირი არის უშუალოდ საქონლის გამგზავნი, მაშინ გრაფაში მიეთითება – „იხ. გრაფა 1“.
3. გრაფა 3. „დანიშნულების ქვეყანა“ – გრაფაში მიეთითება იმ ქვეყნის მოკლე დასახელება და კოდი, კლასიფიკატორის ნაწილი №3-ის – „ქვეყნების, ტერიტორიებისა და ვალუტების კლასიფიკატორის“ შესაბამისად, რომელიც მოწმობის შევსების დღისათვის ცნობილი იქნება, როგორც სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების ქვეყანა.
4. გრაფა 4. „VIN კოდი“, „შასის ნომერი“ – გრაფაში აღინიშნება ავტოსატრანსპორტო საშუალების „VIN“ (VEHICLE IDENTIFICATION NUMBER)/სხვა საიდენტიფიკაციო ნომერი, შასის ნომერი.
5. გრაფა 5. „საქონლის აღწერა“, რომელიც შედგება 3 უჯრისაგან:
ა) უჯრა 5.1 – მიეთითება საქონლის თერთმეტნიშნა კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად;
ბ) უჯრა 5.2 – მიეთითება ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის მოცულობა სმ3-ში;
გ) უჯრა 5.3 – მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი, გამოშვების წელი.
6. გრაფა 6. „შევსების თარიღი“ – გრაფაში მიეთითება მოწმობის შევსების თარიღი.
7. გრაფა 8. „ხელმოწერა“ – აწერს ხელს სატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი პასუხისმგებელი პირი.
8. გრაფა 9. „წინმსწრები დოკუმენტი“ – გრაფაში მიეთითება წინმსწრები აღრიცხვის მოწმობის ან TIR წიგნაკის ნომერი.
9. გრაფა 10. „სატრანზიტო ნომერი“ – გრაფაში მიეთითება ავტოსატრანსპორტო საშუალების ტრან-ზიტული სარეგისტრაციო ნომერი.
10. გრაფა 12. „დანიშნულების საბაჟო ორგანო და ვადა“, რომელიც შედგება 2 უჯრისაგან:
ა) უჯრა 12.1 – მიეთითება დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 2-ის შესაბამისად;
ბ) უჯრა 12.2 – მიეთითება დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონლის მიტანის საბოლოო თარიღი, რომელიც აითვლება მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან 3 კალენდარული დღით;
11. გრაფა R. „რეჟიმი“ – გრაფაში მიეთითება საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის კოდი – „11–74“.
12. D გრაფაში სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ დაესმება საბაჟო დამღა „მოხსნილია კონტროლიდან“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს, უთითებს კონტროლიდან მოხსნის თარიღს და ამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით, სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს დამღის ნომერი და წარწერა.“.
6. ბრძანებას დაემატოს დანართი №5 თანდართული რედაქციით.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
კ. ბაინდურაშვილი