„სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.014.298
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №168
2010 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
„სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ.2339) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ერთი სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან მეორე სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა ხორციელდება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით“ (შემდგომში – მოწმობა), გარდა:
ა) TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებებისა;
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა;
გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქ-მიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8712, 8713 სასაქონლო პოზიციაში შემავალი, მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებებისა (ძრავის გარეშე);
დ) თავისუფალ ზონაში შესატანი უცხოური ან/და საქართველოს საქონლისა, როცა ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ხორციელდება თავისუფალი ზონის შესასვლელში განთავსებული სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გავლით;
ე) თავისუფალი ზონიდან გასატანი უცხოური საქონლისა, როცა ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება თავისუფალი ზონის გასასვლელში განთავსებული სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გავლით;
ვ) ორ მომიჯნავე საბაჟო კონტროლის ზონას შორის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლისა;
ზ) საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო პროცედურები;
თ) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, თუ საქონელი არ გადაიტვირთა სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე (გარდა საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა);
ი) სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ფორმა №3-ის გამოყენებით ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციაში გაცხადებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა;
კ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2“-ით (შემდგომში – აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2) გადაადგილებული, რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციაში გაცხადებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა;
ლ) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, თუ ისინი საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე ასრულებენ რეგულარულ რეისებს;
მ) საქონლის გარეშე გადაადგილებულ სარკინიგზო, ან საქართველოში რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.“.
2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. რეექსპორტისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების შემთხვევაში, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში მიტანის პირველი პუნქტით განსაზღვრულ 20-დღიან ვადას ემატება დროებითი შენახვის (ფაქტობრივი) ვადა და შეადგენს არა უმეტეს:
ა) ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით;“.
3. მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციაში გაცხადებული, სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ფორმა №3-ით დეკლარირებული ან აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2-ით გადაადგილებული ავტოსატრან-სპორტო საშუალებების დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 3 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.
6. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) სასაქონლო პოზიციებში აღწერილ და კლასიფიცირებულ, საბაჟო საწყობში დროებით დასაწყობებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე საკუთრების უფლების გადაცემის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებები რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საკუთრების უფ-ლების გადაცემაზე გარიგების გაფორმებიდან 3 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა.“.
4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საბაჟო საწყობის, ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის, ან საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის საწყობის, ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ – აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). საბაჟო საწყობი ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტი ან საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია, მოწმობის დამოწმებიდან არა უგვიანეს 1 საათისა, სისტემაში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
კ. ბაინდურაშვილი