⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.08.2013)

„სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 18.09.2006
ძალის დაკარგვა 27.08.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.39.036.009.250
გამოქვეყნების წყარო სსმ, 128, 18/09/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,561 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.09.2006 მიღება
27.08.2013 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:26.75pt; margin-bottom:0in; margin-left:.75in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                                                                                       110.060.000.39.036.009.250 საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება № 17 2 006 წლის 18 სექტემბერი ქ . თბილისი სამცხე ჯავახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,პროკურატურის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -7 მუხლის მე -6 პუნქტის ,,ო “ და ,,ს “ ქვეპუნქტების შესაბამისად , ვბრძანებ : 1. დამტკიცდეს სამცხე -ჯავახეთის საოლქო პროკურატურის თანდართული დებულება . 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე . ზ . ადეიშვილი დანართი სამცხე ჯავახეთის საოლქო პროკურატურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. სამცხე -ჯავახეთის საოლქო პროკურატურა (შემდგომში – საოლქო პროკურატურა ) არის საქართველოს პროკურატურის სისტემის შემადგენელი ორგანო , რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით , ,,პროკურატურის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონით , საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით , ამ დებულებით , საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი ) სამართლებრივი აქტებით . 2. საოლქო პროკურატურის იურიდიული მისამართია : 3. საოლქო პროკურატურის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი . 4. საოლქო პროკურატურას აქვს საკუთარი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სამცხე -ჯავახეთის საოლქო პროკურატურის დასახელებით . მუხლი 2🔗. საოლქო პროკურატურის საქმიანობის პრინციპები საოლქო პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია : ა ) კანონის უზენაესობა ; ბ ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა ; გ ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა ; დ ) ყველა ქვემდგომი პროკურორისა და პროკურატურის სხვა მუშაკის საქართველოს გენერალური პროკურორისადმი დაქვემდებარება ; ე ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი . მუხლი 3🔗. საოლქო პროკურატურის საქმიანობის სფერო საოლქო პროკურატურა გენერალური პროკურორის ბრძანებით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით : ა ) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას ; ბ ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას ; გ ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას ; დ ) ზედამხედველობს ოპერატიულ -სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ; ე ) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და აწარმოებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების , წინასწარი პატიმრობის , თავისუფლების აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში , რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს ; ვ ) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებების განხორციელებას ; ზ ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას ; თ ) მონაწილეობს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის ღონისძიებებში ; ი ) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინე -ბულ სხვა უფლებამოსილებებს . მუხლი 4🔗. საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელობა 1. საოლქო პროკურატურას ხელმძღვანელობს სამცხე -ჯავახეთის საოლქო პროკურორი (შემდგომში – საოლქო პროკურორი ), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი . 2. საოლქო პროკურორის თანამდებობაზე 5 წლის ვადით ინიშნება პირი , რომელსაც აქვს პროკურატურის ორგანოებში მოსამართლედ , გამომძიებლად , ადვოკატად ან სხვა იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება . განსაკუთრებულ შემთხვევაში გენერალურ პროკურორს დასაბუთე -ბული გადაწყვეტილებით უფლება აქვს აღნიშნული ვადა შეამციროს 18 თვემდე , 3. საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ ორზე მეტი ვადით . 4. საოლქო პროკურორი : ა ) ახორციელებს საოლქო პროკურატურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ; ბ ) ანაწილებს მოვალეობებს საოლქო პროკურატურის მუშაკთა შორის ; გ ) აკონტროლებს საოლქო პროკურატურის მუშაკთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვას ; დ ) გენერალური პროკურორის წინაშე აყენებს საკითხს საოლქო პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ; ე ) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელო -ბასთან შეაქვს წინადადებები წინასწარი გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის , სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა შესა -ხებ და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ; ვ ) აუქმებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების თანამშრომელთა უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს , გამოითხოვს ქვემდგომი პროკურორების უსაფუძვლო სააპელაციო და საკასაციო საჩივრებს ; ზ ) იღებს გადაწყვეტილებას ცალკეული გამომძიებლის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ , აგრეთვე წყვეტს საკითხს სხვადას -ხვა სასამართლო ინსტანციებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში პროკურორის მონაწილეობის თაობაზე ; თ ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების , ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების , დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე ; ი ) უშუალოდ მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში , პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს , საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას ; კ ) ამოწმებს ქვემდგომი (საოლქო და მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონული პროკურატურების ) პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილე -ბების კანონიერებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს , შეაქვს საჩივრები სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილე -ბებზე ; ლ ) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების , მითითებების , დავალებების , საქართველოს გენერალური პროკურატურის კოლეგიის გადაწ -ყვეტილებების შესრულებას ; მ ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს , რომლებზეც ისმენს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების ხელმძღვანელებისა და სხვა ოპერატიულ მუშაკთა ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით , ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე , იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად ; ნ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს , რომელთა შესრულება სავალდებულოა მისდამი დაქვემდებარებული პროკურატურის თანამშრომლებისათვის ; ო ) ასრულებს გენერალური პროკურორის ცალკეულ დავალებებს , აგრეთვე ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და ,,პროკურატურის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს . 5. საოლქო პროკურორს ჰყავს მოადგილე , რომელ -საც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი . 6. საოლქო პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე ინიშნება პირი , რომელსაც აქვს პროკურატურის ორგანოებში მოსამართლედ , გამომძიებლად , ადვოკატად ან სხვა იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება . განსაკუთრებულ შემთხვევაში გენერალურ პროკურორს დასაბუთე -ბული გადაწყვეტილებით უფლება აქვს აღნიშნული ვადა შეამციროს 18 თვემდე . 7. საოლქო პროკურორის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საოლქო პროკურორის მოადგილე . მუხლი 5🔗. საოლქო პროკურატურის სტრუქტურა 1. საოლქო პროკურატურა შედგება საოლქო პრო -კურატურის სტრუქტურული დანაყოფებისაგან , რომელთა ამოცანები , ხელმძღვანელობა და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით . 2. საოლქო პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებია : ა ) შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვნელობის განყოფილება : ბ ) საგამოძიებო ნაწილი (განყოფილება ); გ ) კანცელარია . მუხლი 6🔗. საოლქო პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები 1. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვნელობის განყოფილების ამოცანებია : შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტო -რიულ ორგანოებში ოპერატიულ -სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება ; აღნიშნული ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებაზე ზედამ -ხედველობა და მათ მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა . 2. საგამოძიებო ნაწილის ამოცანაა სამოქმედო ტერიტორიაზე პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება . 3. კანცელარიის ამოცანებია : საოლქო პროკურატურის საქმისწარმოების ორგა -ნიზება და არქივის წარმოება ; საოლქო პროკურატურაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან , ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების , აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი .     მუხლი 7🔗. განყოფილების უფროსი 1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი , რომელსაც , დადგენილი წესით , თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი . 2. განყოფილების უფროსი : ა ) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს განყოფილების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ; ბ ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეთა შორის , უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას , ახორციელებს კონტროლს განყოფილების მუშაკების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვაზე ; გ ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების , ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების , დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე , უშუალოდ მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში , აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს , საოლქო პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას ; დ ) განყოფილების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით სხვა საგამოძიებო ორგანოებისაგან ითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს , მასალებსა და სხვა დოკუმენტებს ; ე ) აუქმებს განყოფილების მუშაკების უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს ; ვ ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს , რომლებზეც პერიოდულად ისმენს განყოფილების მუშაკთა ანგარიშებს და განმარტებებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ; ზ ) იხილავს განყოფილებაში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიული პირთა წერილებს , განცხადებებსა და საჩივრებს , აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას ; თ ) საოლქო პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით , უზრუნველყოფს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში პროკურორის მონაწილეობას ; ი ) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე ; კ ) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს ; ლ ) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინე -ბულ სხვა უფლებამოსილებებს . 3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია საოლქო პროკურორისა და საოლქო პროკურორის მოადგილის წინაშე . მუხლი 8🔗. საოლქო პროკურატურის მუშაკები და მათი უფლებამოსილებანი 1. საოლქო პროკურატურაში საჯარო სამსახურს ეწევიან : ა ) პროკურორები ; ბ ) უფროსი გამომძიებლები ; გ ) კანცელარიის უფროსი ; დ ) სპეციალისტი . 2. საოლქო პროკურატურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამცხე -ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საშტატო განრიგით , რომელსაც ამტკიცებს გენერალური პროკურორი . 3. პროკურორები : ა ) საპროცესო ხელმძღვანელობას უწევენ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას ; ბ ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში წინასწარი გამოძიების სტადიაზე მონაწილეობას იღებენ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში ; გ ) გასცემენ წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების , ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე , უშუალოდ მონაწილეობენ წინასწარ გამოძიებაში , აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს , საოლქო პროკურორის , მისი მოადგილის ან განყოფილების უფროსის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებენ საქმის გამოძიებას ; დ ) მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში და მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას ; ე ) ახორციელებენ ,,პროკურატურის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს . 4. უფროსი გამომძიებლები უშუალოდ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს და ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვა -ლისწინებულ საპროცესო მოქმედებებს . 5. კანცელარიის უფროსი ორგანიზებას უწევს და ახორციელებს კანცელარიის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას , ახორციელებს ღონისძიებებს საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის სრულყოფის მიზნით . 6. სპეციალისტი უზრუნველყოფს საოლქო პროკუ -რატურაში საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას , ახდენს შემოსული და გასული დოკუმენ -ტების , ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას , ასრულებს საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს . მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულება სამცხე -ჯავახეთის საოლქო პროკურატურის დებუ -ლების გაუქმება , მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს გენერალური პრო -კურორის ბრძანებით .