⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.03.2015)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.03.2010
ძალის დაკარგვა 20.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/38
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.028.014323
გამოქვეყნების წყარო სსმ, 26, 11/03/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,897 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.03.2010 მიღება
20.03.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPAcademi;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.25in; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.014.323 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/38 2010 წელი 11 მარტი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 თებერვლის №92 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მ. ჭოღოშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი შეიქმნას, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 თებერვლის №92 ბრძანებულების საფუძველზე. 2. კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი), როგორც მხატვრულ – სანახაობითი, საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და ამ დებულების საფუძველზე, დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას. 3. ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. 4. ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ. 5. ცენტრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. 6. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქ. №76ბ     მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი 1. ცენტრის ძირითად მიზნებს წარმოადგენს: ა) საქართველოში კლასიკური მუსიკის განვითარება და პოპულარიზაცია, ამ სფეროში არსებული მდიდარი ტრადიციებისა და მემკვიდრეობის დაცვა; ბ) კლასიკური მუსიკის სფეროში მუსიკოსთა პროფესიული დონის ამაღლება; გ) მოსწავლე ახალგაზრდებისთვის განათლების ხარისხის გაუმჯობესება; დ) კულტურის სფეროში მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესების ხელშეწყობა; ე) ქართველ მსმენელში გემოვნების მაღალი სტანდარტების დანერგვა; ვ) საერთაშორისო კლასისა და მნიშვნელობის მუსიკალური ფესტივალის – თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ქება ვაზისა”, საერთაშორისო მასტერკლასების აღდგენა და ყოველწლიურად ჩატარება განახლებული სახელითა („თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი”) და ფორმატით. ზ) მართვის ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ დებულებით დასახული მიზნების მიღწევას. 2. ცენტრის ძირითად ამოცანებსა და საქმიანობას წარმოადგენს: ა) თანამედროვე ქართული მუსიკალური შემოქმედების სტიმულირება, საკონცერტო, საფესტივალო საქმიანობა – „თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის” ყოველწლიური ჩატარება; ბ) ნიჭიერი შემოქმედებითი კადრების დაოსტატება – საგანმანათლებლო პროგრამების მასტერკლასების, სემინარების და სხვა ღონისძიებების ჩატარება; გ) ეროვნული და მსოფლიო პროფესიული მუსიკალური ხელოვნების მაღალმხატვრული ნიმუშებისა და შემსრულებლების მოსახლეობის ფართო ფენებში პოპულარიზაცია – პროპაგანდა; დ) კახეთის რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მუსიკალურ ცენტრად გადაქცევის ხელშეწყობა. 3. თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად ცენტრი უფლებამოსილია: ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებითი მიმართულებების განსაზღვრაში (რეპერტუარის არჩევა, მუსიკოსთა მოწვევა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაცია); ბ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შექმნილი პროდუქციის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ნებისმიერი ფორმა, გასცეს თანხმობა საკუთარი პროდუქციის ტელევიზიითა და რადიოთი გადაცემის ნაწარმოების ჩაწერის, ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ; გ) აწარმოოს მოლაპარაკებანი და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც სახელმწიფო, ისე – კერძო ორგანიზაციებთან; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობა და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მოახმაროს ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა განხორციელებას; ე) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება; ვ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს ცენტრის შინაგანაწესი, განსაზღვროს ცენტრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს და განახორციელოს სხვადასხვა პროექტები, (მათ შორის ერთობლივი), შემსრულებელთა გაცვლა საზღვარგარეთის ქვეყნებთან; ზ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, აგრეთვე ამ დებულებების შესაბამისად; თ) განახორციელოს ინდივიდუალური საკონცერტო მოღვაწეობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; ორგანიზება გაუწიოს და თავად მოაწყოს მუსიკალური, საქველმოქმედო და კომერციული აქციები, მათ შორის კონკურსები, ფესტივალები, ფორუმები, გასვლითი კულტურული პროგრამები, სხვა სახის ღონისძიებები; ი) მონაწილეობა მიიღოს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ქვეყნების სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ მუსიკალურ და სხვა სახის კულტურულ ღონისძიებებში, დადოს მათთან შესაბამისი ხელშეკრულებები; კ) დაამყაროს შემოქმედებითი ურთიერთობები სხვა მუსიკალურ ორგანიზაციებთან ნაწარმოებების შესასრულებლად და/ან ჩასაწერად; საჭიროების შემთხვევაში საკონცერტო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს სოლისტი-შემსრულებლები, ორკესტრები, ანსამბლები და ა.შ.; ლ) აწარმოოს ჩაწერები აუდიო- და ვიდეომატარებლებზე, ინტერნეტში, გადაიღოს ვიდეოფილმები, აწარმოოს საკუთარი შემოქმედებითი პროდუქციის რეალიზაცია და/ან გაქირავება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ; მ) ჩამოაყალიბოს მის სტრუქტურაში შემავალი შემოქმედებითი ჯგუფები, შემოქმედებითი დაოსტატების მიზნით, თავისი პროფილის შესაბამისი სასწავლო სტუდიები; 4. ცენტრი ვალდებულია: ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „კულტურის შესახებ”, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებისა და ამ დებულების შესაბამისად; ბ) წარმართოს შრომითი (მათ შორის სახელშეკრულებო) ურთიერთობანი საქართველოში მოქმედი შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული გარიგებებიდან გამომდინარე ვალდებულებები; დ) დაიცვას ცენტრის მუშაკთა პროფესიული და სოციალური უფლებები.     მუხლი 3🔗. ცენტრის მართვა 1. ცენტრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. ცენტრის მართვას ახორციელებენ ცენტრის გენერალური სამხატვრო ხელმძღვანელი და გენერალური მენეჯერი; 3. ცენტრს ჰყავს სამხატვრო საბჭო, რომელიც წარმოადგენს სათათბირო ორგანოს. 4. ცენტრის გენერალურ სამხატვრო ხელმძღვანელსა და გენერალურ მენეჯერს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. 5. ცენტრის გენერალური სამხატვრო ხელმძღვანელი: ა) წარმართავს ცენტრის სტრატეგიულ და შემოქმედებით საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე; ბ) ხელმძღვანელობს ცენტრის სამხატვრო საბჭოს და სხვა სათათბირო შემოქმედებით ჯგუფებს; დ) ცენტრის გენერალურ მენეჯერთან ერთად შეიმუშავებს ცენტრის შინაგანაწესს. 6. ცენტრის გენერალური მენეჯერი: ა) არის ცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის ორგანიზაციულ საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და შედეგზე; ბ) სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს ცენტრის სახელით; გ) მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად განაგებს ცენტრის ქონებას და საფინანსო სახსრებს, პაუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე; დ) წყვეტს ცენტრის მუშაკების მოწვევა-გათავისუფლების საკითხს; ე) საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობს ცენტრის სამხატვრო საბჭოს და სხვა სათათბირო ჯგუფს; ვ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს; ზ) უფლებამოსილია ცენტრის პერსონალის შერჩევის მიზნით გამოაცხადოს კონკურსი; თ) პასუხისმგებელია მუსიკალური ღონისძიებების მიმდინარეობაზე და უზრუნველყოფს მის ტექნიკურ მხარეს; ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილია დანიშნოს ხელფასების დანამატები, გასცეს პრემიები, ჯილდოები; კ) ცენტრის ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის პროფესიული დონის ამაღლების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აცხადებს და ახორციელებს თანამშრომელთა კონკურსსა და ატესტაციას; ლ) უფლებამოსილია მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი; მ) უფლებამოსილია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარუდგინოს ცენტრის მართვის სტრუქტურული გეგმა, ფინანსური რესურსების მართვის სტრატეგია, ცენტრის ბიუჯეტი; ნ) უფლებამოსილია მოიზიდოს დამატებითი ფინანსური და მატერიალური რესურსები; ო) ცენტრის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებას, ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად წარუდგენს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს.     მუხლი 4🔗. ცენტრის სტრუქტურა ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაცია; ბ) ბუღალტერია.     მუხლი 5🔗. ცენტრის სათათბირო ორგანო – სამხატვრო საბჭო 1. სამხატვრო საბჭო არის ცენტრის მთავარი სათათბირო ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ცენტრის მხატვრულ-შემოქმედებით მიმართულებებს. 2. სამხატვრო საბჭოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას ამტკიცებს ცენტრის გემერალური სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც იმავდროულად არის სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე. 3. სამხატვრო საბჭოს სხდომების პერიოდულობა განუსაზღვრელია და მათ საჭიროების შემთხვევაში იწვევს თავმჯდომარე. 4. სამხატვრო საბჭოს სხდომებზე განიხილება ცენტრის შემოქმედებითი განვითარების სტრატეგია, საბჭოს თავმჯდომარისა და წევრების მიერ დასმული საკითხები. 6. სამხატვრო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი და იგი სარეკომენდაციო ხასიათისაა. 7. სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარის დროებითი არყოფნის შემთხვევაში სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციას ასრულებს სამხატვრო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.     მუხლი 6🔗. ცენტრის ქონება და სამეურნეო საქმიანობა 1. ცენტრს მასზე დაკისრებულ ფუნქციების განსახორციელებლად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა ქონება, რომელიც ცენტრის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. 2. ცენტრის სარგებლობაში არსებული ქონება შედგება მის ბალანსზე არსებული მუსიკალური საკრავების, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა ქონებისაგან.     მუხლი 7🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. ცენტრს მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;  ვ) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.     მუხლი 8🔗. ცენტრის დაფინანსების წყაროები 1. ცენტრის დაფინანსების წყაროები შესაძლებელია იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტით გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები; ე) საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობით მიღებული შემოსავლები; ვ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება კონცერტების გადაღებით, მათი კინო-, ვიდეო- და აუდიო- ჩანაწერების, სატელევიზიო, რადიო და სხვა სახის ტრანსლაციათა კომერციული მიზნებით გამოყენებით; ზ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება ცენტრის მიერ მესამე პირებისათვის გაწეული კულტურული მომსახურების შედეგად; თ) ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების მიერ გამოყოფილი გრანტები და შემოწირულობები; ი) სხვა შემოსავლები, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.     მუხლი 9🔗. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში არის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.     მუხლი 10🔗. ცენტრის საბუღალტრო ანგარიშგება 1. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 11🔗. ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 12🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.