„ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებების დამტკიცების თაობაზე"

მიღების თარიღი 28.09.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №37/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.250.010.15.008.009.411
გამოქვეყნების წყარო სსმ, 133, 29/09/2006
matsne.gov.ge 120 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებების დამტკიცების თაობაზე" სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.010.15.008.009.411 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №37/2006 2006 წლის 28 სექტემბერი ქ.თბილისი ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:     მუხლი 1🔗 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენ­ლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას იძულებით გადაადგილებულმა პირებმა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრატორ კომისიის წევრს უნდა წარუდგინონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (საქართველოს მოქალაქის პასპორტი) და დევნილის მოწმობა.     მუხლი 2🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.     მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე                                                                                 გ. ჩალაგაშვილი კომისიის მდივანი                                                                                           გ. მჭედლიძე