,,დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ“
მიღების თარიღი 07.07.2008
ძალის დაკარგვა 20.06.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №516
სარეგისტრაციო კოდი 090.120.090.22.023.012.008
გამოქვეყნების წყარო სსმ, 100, 15/07/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadMtavr; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoSubtitle, li.MsoSubtitle, div.MsoSubtitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:8.0pt; font-family:AcadMtavr; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:45.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} span.CharChar1 {mso-style-name:" Char Char1";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 45.0pt 35.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 090.120.090.22.023.012.008
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №516
2008 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ
„ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დებულება „დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ“ (დანართი 1).
2. დამტკიცდეს „დამოუკიდებელი ექსპერტის სარეგისტრაციო ფორმა“ (დანართი 2).
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. ღვალაძე
დანართი 1
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ
მუხლი 1🔗. დებულების რეგულირების საგანი
დებულების რეგულირების საგანს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცესში დამოუკიდებელ ექსპერტთა შერჩევის, მათი დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში შეყვანის და დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის წარმოების წესთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.
მუხლი 2🔗. საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამოუკიდებელ ექსპერტთა მიმართ და მათი სტატუსი
1. დამოუკიდებელი ექსპერტი წარმოადგენს სამინისტროს მიერ ამ დებულების მე-4 მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს, რომელსაც:
ა) გააჩნია თეორიული ცოდნა განსახილველ საკითხზე;
ბ) აქვს პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის დარგში;
გ) აქვს საექსპერტო მუშაობის გამოცდილება;
დ) გააჩნია კოლექტიური მუშაობის ჩვევები, საკითხების ინტეგრირებულად განხილვისა და ანალიზის უნარი;
ე) აკმაყოფილებს ამავე დებულებით დადგენილ მოთხოვნებს.
2. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები შეიძლება მოწვეულნი იქნენ მხოლოდ მათი თანხმობის საფუძველზე.
3. სპეციალურ რეესტრში რეგისტრირების შემდეგ დამოუკიდებელი ექსპერტები იძენენ დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსს და ახორციელებენ თავის ფუნქციებს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების ფარგლებში.
4. აკრძალულია დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში იმ პირთა რეგისტრირება და შემდგომში ეკოლოგიური ექპერტიზის პროცედურაში „დამოუკიდებელი ექსპერტის“ სტატუსით მონაწილეობა, რომლებიც:
ა) არიან საჯარო მოსამსახურეები;
ბ) არიან საქმიანობის განმახორციელებლის წარმომადგენლები, საპროექტო დამასაბუთებელი დოკუმენტაციის დამუშავების მონაწილე ან საქმიანობის განმახორციელებელთან სხვა ფორმით შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები;
გ) არიან ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ საქმიანობაში ნებისმიერი სხვა სახით დაინტერესებული პირები;
დ) ახლო ნათესაურ კავშირში იმყოფებიან ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.
მუხლი 3🔗. დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრი
1. დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრი წარმოადგენს საინფორმაციო ბანკს ექსპერტთა პერსონალური და პროფესიული მონაცემების შესახებ.
2. ექსპერტების დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში რეგისტრაცია და რეესტრიდან გამოყვანა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრს აწარმოებს სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახური.
4. ეკოლოგიური ექსპერტიზის რეესტრში არსებული ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, გარდა ექსპერტთა შესახებ მასში არსებული პერსონალური მონაცემებისა. ეკოლოგიური ექსპერტიზის რეესტრში ექსპერტთა შესახებ არსებული პერსონალური მონაცემები გაიცემა მხოლოდ ექსპერტთა თანხმობით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
5. დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას დამოუკიდებელი ექსპერტის შესახებ:
ა) საპასპორტო მონაცემები, პერსონალური ან საკონტაქტო ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა;
ბ) მონაცემები განათლების, სამეცნიერო ხარისხის, გამოცდილების, აგრეთვე აღნიშნულის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების (დიპლომი, სერტიფიკატი და სხვა) შესახებ;
გ) სამსახურის ადგილი და სამსახურებრივი მოვალეობა;
დ) მონაწილეობა ეკოლოგიური ექსპერტიზის ან სხვა საექსპერტო ორგანოების მუშაობაში;
ე) მისი სხვა შრომითი ურთიერთობანი ბოლო ან მიმდინარე პერიოდში.
6. რეესტრი პერიოდულად ახლდება.
მუხლი 4🔗. დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში ექსპერტთა რეგისტრაცია და ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურისათვის მათი შერჩევის კრიტერიუმები
1. ეკოლოგიურ ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექსპერტის მონაწილეობის აუცილებელ წინა პირობას წარმოადგენს მათი რეგისტრაცია დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში.
2. ექსპერტის დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში რეგისტრაციის აუცილებელი პირობაა ექსპერტის თანხმობა ეკოლოგიურ ექსპერტიზაში მონაწილეობის თაობაზე.
3. ექსპერტების დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში რეგისტრირება ხდება სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახურის უფროსის წერილობითი წარდგინების საფუძველზე, გამოცემული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის რეესტრიდან დამოუკიდებელი ექსპერტების შერჩევა ხდება მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლებთანაც ხდება მინისტრის მიერ შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.
5. დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრიდან დამოუკიდებელი ექსპერტების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:
ა) განსახილველი პროექტის შესაბამისი განათლება და სპეციალობა;
ბ) პროექტით განსაზღვრული საქმიანობის სპეციფიკის ცოდნა;
გ) ანალოგიური პროექტების განხილვის გამოცდილება;
დ) შესაბამისი ნორმებისა და სტანდარტების შესახებ ინფორმირებულობა;
ე) საორგანიზაციო, კოლექტიური მუშაობისა და სხვა ექსპერტიზებში მონაწილეობის გამოცდილება;
ვ) ინფორმაციის ანალიზის, განზოგადებისა და ობიექტური დასკვნების გამოტანის უნარი;
ზ) დასკვნების წერილობითი ფორმით წარმოდგენის ჩვევები;
თ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
ი) საექსპერტო ობიექტთან დაკავშირებულ საკითხებში საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის შესახებ ინფორმირებულობა;
კ) სასურველია განზრახული საქმიანობის ადგილმდებარეობის ცოდნა, კარტოგრაფიულ მასალასთან მუშაობის ჩვევები, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა.
მუხლი 5🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი 2
დამოუკიდებელი ექსპერტის სარეგისტრაციო ფორმა
რ ე ე ს ტ რ ი ს ა თ ვ ი ს
1. საერთო მონაცემები:
სახელი ––––––––––––––––––––––––––––
გვარი ––––––––––––––––––––––––––––
დაბადების თარიღი „––––––––“ –––––––––––––––––––– 19
პირადობის მოწმობის (პასპორტის) N ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
პირადი № ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საკონტაქტო ტელეფონი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2. პროფესიული მონაცემები:
უმაღლესი სასწავლებლის დასახელება, რომელიც დაამთავრა ––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დამთავრების თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სპეციალობა დიპლომის მიხედვით: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამეცნიერო ხარისხი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3. პროფესიული გამოცდილება (აღწერეთ პროფესიისა და სამუშაო ადგილის მიხედვით,
ასევე საექსპერტო (მათ შორის, ეკოლოგიური) სამუშაოებში მონაწილეობა): ––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4. ამჟამინდელი სამუშაო ადგილი და თანამდებობა: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დამოუკიდებელი ექსპერტი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შევსების თარიღი „ .......“...................... 200..... წ.