„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.040.000.22.030.014.353
საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის ბრძანება №66
2010 წლის 9 მარტი
ქ. თბილისი
„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 24.11.2009წ., №144, მუხ. 1679) დამტკიცებული წესის 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. მოსამსახურე, რომელიც ამორიცხულია რეზერვიდან სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისათვის გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნის გამო, ამ თანამდებობიდან გათავისუფლებისას სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩაირიცხოს რეზერვში.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი გ. ბოკერია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.03.2010.
- როდის იქნა მიღებული „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“?
- „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 09.03.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №66. სარეგისტრაციო კოდი — 480040000.22.030.014353.
- სად არის „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.03.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“, №66, 09.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.014353 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1009265/