„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 27 მაისის №100 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№60
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.027.014367
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 30, 19/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.027.014.367

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №60

2010 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 27 მაისის №100 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2009 წლის 27 მაისის  №100 ბრძანებით (სსმ III, 27.05.2009 წ., №64, მუხ. 712) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და 4 წევრი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი