📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

,,სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 27.06.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №406
სარეგისტრაციო კოდი 010.210.040.08.002.004
გამოქვეყნების წყარო სსმ, 93, 30/06/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,498 სიტყვა · ~12 წთ
📜 ცვლილებების ისტორია (4)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

,,სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:4.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.9in .9in .9in .9in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №406 2007 წლის 27 ივნისი ქ. თბილისი სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27​2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის თანდართული დებულება (შემდეგში – დებულება). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 აგვისტოს № 318 ბრძანებულება. 3. ბრძანებულება, გარდა ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-10 და მე-11 მუხლებისა, აგრეთვე იმ მუხლებისა, რომლებიც ადგენენ „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის მომწესრიგებელ ნორმებს, ამოქმედდეს 2007 წლის 1 ივლისიდან. 4. ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-10 და მე-11 მუხლები, აგრეთვე ის მუხლები, რომლებიც ადგენენ „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის მომწესრიგებელ ნორმებს, ამოქმედდეს 2007 წლის 1 აგვისტოდან. 5. სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ფორმირების მიზნით გაატარონ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები. მ. სააკაშვილი სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. დებულების რეგულირების სფერო ეს დებულება განსაზღვრავს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სტატუსს, მის ამოცანებს, ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის უფლებამოსილებათა ტერიტორიულ საზღვრებს, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის სტრუქტურასა და საქმიანობის წესს.     მუხლი 2🔗. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სტატუსი 1. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი არის საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ამ დებულებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში. 2. სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ. 3. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 4. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის წინაშე.     მუხლი 3🔗. სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების უფლებამოსილებათა ტერიტორიული საზღვრები სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების უფლებამოსილებათა ტერიტორიული საზღვრები განისაზღვრება შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით: ა) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს; ბ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს; გ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს; დ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს; ე) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს; ვ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს; ზ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს; თ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს; ი) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს.     მუხლი 4🔗. დაფინანსების წყარო სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის და მისი ადმინისტრაციის საქმიანობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თავი II. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი     მუხლი 5🔗. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ამოცანები და ფუნქციები კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კანონიერებისა და დელეგირებული უფლებამოსილებების მათ მიერ სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით; ბ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კოორდინაცია; გ) შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესის საერთო ხელმძღვანელობა და კონტროლი; დ) თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობა და სამხედრო-სასწავლო შეკრებებისა და სამხედრო მომზადების ორგანიზების ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა; ე) შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ინვესტიციების მოზიდვასა და რეგიონალური განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა; ვ) ეკოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის მისაღწევად საჭირო ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა; ზ) კულტურისა და ისტორიული ძეგლების დაცვის ღონისძიებების ხელშეწყობა; თ) შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა; ი) საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ცალკეული ამოცანების შესრულება.     მუხლი 6🔗. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის უფლებამოსილებანი 1. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ნორმატიული აქტების აღსრულებას; ბ) მთავრობის დავალებით შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონალურ პროგრამებს; გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობას და შესაბამის ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას; დ) საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შესახებ; ე) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ; ვ) შესაბამის სახელმწიფო მმართველობის ორგანოსთან კოორდინაციით ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში ფინანსური სახსრების განკარგვის ზედამხედველობას; ზ) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს შესაბამის კონსულტაციას უწევს დასაგეგმ გადასახდელებსა და იმ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რომლებიც ასახული უნდა იქნეს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში; თ) შესაბამის სახელმწიფო მმართველობის ორგანოსთან კოორდინაციით უზრუნველყოფს განსაზღვრული პრიორიტეტების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების (გარდა ექსკლუზიური და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა) შესრულებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული საინვესტიციო პროექტების განხორციელების მონიტორინგსა და ზედამხედველობას; ი) მთავრობის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევს საქართველოს სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას; კ) უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს საქართველოს მთავრობის სხდომებში; ლ) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს – განკარგულებებს; მ) უფლებამოსილია სახელმწიფო ორგანოებიდან, თანამდებობის პირებისაგან გამოითხოვოს დაკისრებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტაცია და მასალები, ისარგებლოს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის სახელმწიფოებრივი, მათ შორის სამთავრობო სისტემებით; ნ) იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ო) უფლებამოსილია, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის დავალებათა შესასრულებლად შექმნას სპეციალური დროებითი კომისიები და სამუშაო ჯგუფები; პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 7🔗. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივი აქტი 1. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივი აქტია ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის განკარგულება, რომელიც გამოიცემა საკანონმდებლო აქტების, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, ამ აქტებით დადგენილ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 2. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივ აქტს აუქმებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა. 3. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივი აქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. თავი III. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია, ადმინისტრაციის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა     მუხლი 8🔗. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილე და მოადგილეები 1. სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი. 2. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლება- მოვალეობებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი. 3. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის არყოფნისას ადმინისტრაციის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილე. 4. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან დელეგირების საფუძველზე, მის მიერ უფლებამოსილი პირების მეშვეობით.     მუხლი 9🔗. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია 1. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი თავის საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის (შემდეგში – ადმინისტრაცია) მეშვეობით, რომელიც ხელს უწყობს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს უფლებამოსილებების განხორციელებაში. 2. ადმინისტრაციის საშტატო განრიგს და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 3. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი. 4. ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში.     მუხლი 10🔗. ადმინისტრაციის სტრუქტურა ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური; გ) სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური; დ) რეგიონალური განვითარების სამსახური; ე) საფინანსო-სამეურნეო სამსახური.     მუხლი 11🔗. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია 1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ერთიანი საქმისწარმოების (მათ შორის საიდუმლო) უზრუნველყოფა და დოკუმენტაციის არქივის წარმოება; ბ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივი აქტების, რეზოლუციებისა და წერილების პროექტების ხელმოსაწერად მომზადება და სათანადო რეესტრის წარმოება; გ) მოქალაქეთა წინადადებებზე, განცხადებებსა და საჩივრებზე მუშაობის წარმართვა და რეაგირება, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და ადმინისტრაციის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ე) საკადრო რესურსების მართვის მიზნით ადმინისტრაციის თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება; მათი პირადი საქმეების შედგენა-წარმოება; ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და ადმინისტრაციის ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა; ზ) საზოგადოების ინფორმირება სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ; თ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი; ი) სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან გამართული თათბირებისა და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის საბჭოს სხდომების მომზადება და ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; კ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სხვა დავალებების შესრულება. 2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებათა კოორდინაცია, ამ მიზნით სამართალდაცვის ორგანოებთან თანამშრომლობა და ერთობლივი სამოქმედო გეგმების დასახვის ორგანიზება; ბ) შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესის საერთო ხელმძღვანელობისა და კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისათვის რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიებთან კოორდინირებული მოქმედება; გ) თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობა და სამხედრო-სასწავლო შეკრებებისა და სამხედრო მომზადების ორგანიზების ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა; დ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენი წინადადებების მომზადება; ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, აგრეთვე ზემდგომი ორგანოების განკარგულებებისა და დავალებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ვ) შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვება და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და შესაბამისი ორგანოებისათვის წარდგენა; ზ) საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრებისა და თათბირების გამართვა; თ) საქართველოს სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა; ი) შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ეკოლოგიური უსაფრთხოების, საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; კ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისათვის სათანადო ინფორმაციისა და რეკომენდაციების მომზადება; ლ) საბიუჯეტო დავალებათა შესრულების, საგადასახადო და არასაგადასახდო შემოსავლების მობილიზაციის მდგომარეობის, ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერების გამოყენების ეფექტიანობის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; მ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სხვა დავალებების შესრულება. 3. სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ნორმატიული აქტების აღსრულების კოორდინაცია და კონტროლი; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის სამართლებრივი და დელეგირებული უფლებამოსილებების მათ მიერ სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად განხორციელების სახელმწიფო ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება; გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის თანახმად განხორციელებულ სახელმწიფო ზედამხედველობასთან დაკავშირებით ანგარიშის მომზადება საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად; დ) საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად საკრებულოს საქმიანობის შეჩერებისა ან დათხოვნის შესახებ წინადადებების მომზადება; ე) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში ფინანსური სახსრების განკარგვაზე ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისათვის სათანადო ინფორმაციისა და რეკომენდაციების მომზადება; ზ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სხვა დავალებების შესრულება. 4. რეგიონალური განვითარების სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ორგანიზება; ბ) ინვესტიციების მოზიდვის, რეგიონალური განვითარებისა და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა; გ) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულისათვის გასაწევ კონსულტაციებში მონაწილეობა; დ) განსაზღვრული პრიორიტეტების ფარგლებში დაგეგმილი ღონსძიებების (გარდა ექსკლუზიური და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა) შესრულებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე ზედამხედველობისა და მონიტორინგის ხელშეწყობა და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება; ე) შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკური პოტენციალისა და განვითარების პერსპექტივების ანალიზი; ვ) რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ; ზ) ინვესტირების შესაძლებლობების, საინვესტიციო სფეროებისა და პერსპექტივების ანალიზი და სათანადო წინადადებების შემუშავება; თ) ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობისა და არსებული შედეგების ანალიზი; ი) კომპეტენციის ფარგლებში საგარეო სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებაში მონაწილეობა; კ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და საზღვარგარეთის სახელმწიფოების რეგიონებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობათა განვითარების ხელშეწყობა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ინვესტიციების, ტექნიკური და ჰუმანიტარული დახმარებების მოსაზიდად სათანადო ღონისძიებების განხორციელება და აღნიშნული საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობა; მ) საქართველოს სხვა რეგიონებთან (ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებთან) კავშირების დამყარებისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ნ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სხვა დავალებების შესრულება. 5. საფინანსო-სამეურნეო სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) ადმინისტრაციის ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ბ) ადმინისტრაციის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; გ) საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა; დ) ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო შესყიდვებისა და მათი განხორციელების ორგანიზაცია.     მუხლი 12🔗. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის უფროსი ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის წინაშე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის; ბ) განსაზღვრავს დაქვემდებარებული მოსამსახურეების სამსახურებრივ უფლებამოსილებებს; გ) უფლებამოსილია წინადადებით მიმართოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს სტრუქტურული ერთეულის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურათა დანიშვნის შესახებ; დ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; ე) ანაწილებს სამსახურებრივ კორესპონდენციას დაქვემდებარებულ მოსამსახურეებზე და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლს; ვ) უფლებამოსილია სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია, აგრეთვე შესაბამისი დოკუმენტაცია; ზ) უფლებამოსილია წინადადებით მიმართოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა წახალისებისა ან მათთვის დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ; თ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 13🔗. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის საბჭო 1. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი უფლებამოსილია შექმნას სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სათათბირო ორგანო – სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის საბჭოში თავიანთი თანხმობით შეიძლება შეყვანილ იქნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 2. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის საბჭოს საქმიანობის წესი, წევრთა რიცხოვნობა და პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის განკარგულებით.     მუხლი 14🔗. დასკვნითი დებულებანი სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.