„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1–1/480 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/356
სარეგისტრაციო კოდი
300310000.22.024.014370
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 29/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.22.024.014.370

საქართველოს ეკონომიკური განვითარების

მინისტრის ბრძანება №1-1/356

2010 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1–1/480 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1–1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების (სსმ III, 08.04.2008 წ., №53, მუხ. 610) მე-11 მუხლის 91 – მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ან ლიცენზიის მიმღები დაარღვევს ამ მუხლით დადგენილ ანგარიშსწორების წესს, იგი ვალდებულია დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ სამუშაო დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო იმ პერიოდისათვის გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით. ძირითადი თანხის გადახდის გადაცილებულ დღეთა რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს, ამავე ვადაში დაფარული უნდა იქნეს პირგასამტეხლოც, რომლის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში ლიცენზიის გაცემის/ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.

10. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია ღია აუქციონის წესით და პრეტენდენტი ან ლიცენზიის მიმღები დაარღვევს ამ მუხლით დადგენილ ანგარიშსწორების წესს, ძალადაკარგულად ცხადდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან გადაცემის თაობაზე (გარდა ამ მუხლის 91 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევისა) და ლიცენზიით გათვალისწინებული სარგებლობის უფლება ექვემდებარება აუქციონის წესით გაცემას.

11. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია დახურული აუქციონის წესით და პრეტენდენტი ან ლიცენზიის მიმღები დაარღვევს ამ მუხლით დადგენილ ანგარიშსწორების წესს, ძალადაკარგულად ცხადდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან გადაცემის თაობაზე (გარდა ამ მუხლის 91 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევისა) და ლიცენზიით გათვალისწინებული სარგებლობის უფლების გადანაწილება ხდება მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.“.

    მუხლი 2

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ზ. პოლოლიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1–1/480 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.03.2010.
როდის იქნა მიღებული „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1–1/480 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1–1/480 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 16.03.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/356. სარეგისტრაციო კოდი — 300310000.22.024.014370.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1–1/480 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1–1/480 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.03.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1–1/480 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №1-1/356, 16.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 300310000.22.024.014370 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1009703/