„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.20.013.014.406
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის
ბრძანება №42/42
2010 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებით (სსმ III, 12.03.2009წ., №28, მუხ. 359) დამტკიცებული „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის“ მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. აუდიტის განმახორციელებელი კონტროლის პალატის მოსამსახურეები
1. აუდიტის განმახორციელებელი კონტროლის პალატის მოხელეები არიან: აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, მთავარი აუდიტორი, უფროსი აუდიტორი, აუდიტორი, აუდიტორ–ასისტენტი და აუდიტორ-სტაჟიორი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის თანამდებობაზე (გარდა აუდიტორ-სტაჟიორისა) შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, სარგებლობს მაღალი პროფესიული რეპუტაციით და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.
3. აუდიტის განმახორციელებელი კონტროლის პალატის მოხელის თანამდებობაზე აგრეთვე შეიძლება დაინიშნოს პირი სტაჟირების (აუდიტორული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება კონტროლის პალატაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სტაჟიორად დანიშვნით) წარმატებით გავლის შემთხვევაში.
4. აუდიტორ-სტაჟიორად მიღებისა და სტაჟირების გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ნორმატიული აქტით.”.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ბეჟაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.03.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.03.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №42/42. სარეგისტრაციო კოდი — 010230000.20.013.014406.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.03.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №42/42, 29.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 010230000.20.013.014406 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1009865/