„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 28 იანვრის №97 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.22.023.014.415
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №10
2010 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 28 იანვრის №97 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 28 იანვრის №97 ბრძანებით (სსმ III, 30.01.08, №15, მუხ. 190) დამტკიცებულ ,,დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულებაში“ შეტანილი იქნას შემდეგი დამატებები:
ა) ამ დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ადმინისტრაციის დირექტორი პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციის საქმიანობაზე“.
ბ) ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) სააგენტოს მიერ ზოგიერთი სახის მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების ინსპექტირება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების სახეებს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით ადგენს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე“.
გ) ამ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“, „მ“ „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:
„ლ) სააგენტოს მიერ გადაცემული ქონების აღრიცხვა, მოვლა-პატრონობა და სასაწყობო მეურნეობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმართვა;
მ) საკონტროლო-სალარო აპარატის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, „სალაროს წიგნის“, სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერების წარმოება;
ნ) ძირითადი საშუალებების, მატერიალური მარაგების და მათთვის გადაცემული მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-კონტროლი და შემდგომი განაწილება;
ო) ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე ინსპექტირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება“
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 28 იანვრის №97 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.03.2010.
- როდის იქნა მიღებული „დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 28 იანვრის №97 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე?
- „დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 28 იანვრის №97 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.03.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 360050000.22.023.014415.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 28 იანვრის №97 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 28 იანვრის №97 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.03.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 28 იანვრის №97 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე, №10, 29.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.014415 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010295/