მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (15.12.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 526. დამატებითი ზედამხედველობა ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) განახორციელოს დამატებითი ზედამხედველობა „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) ამ მუხლით განსაზღვრული დამატებითი ზედამხედველობის განხორციელებისას შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან ერთად მიიღოს „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები/ზომები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, აგრეთვე გამოსცეს ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იმავე კანონის შესაბამისად; გ) განახორციელოს „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. [მუხლი 527. საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების ზედამხედველობა ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) ზედამხედველობა გაუწიოს ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების საქმიანობას, არაავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების, ინსტიტუციური ინვესტორების, თავდაპირველი კრედიტორებისა და ინიციატორების მიერ „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 21-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით, 23-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებითა და 24-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას, განახორციელოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის რეგისტრაცია, გააუქმოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია. ზედამხედველობის გაწევა ითვალისწინებს აგრეთვე „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას; ბ) დაადგინოს ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის განხორციელების წესი; გ) სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს, ინსტიტუციურ ინვესტორს, თავდაპირველ კრედიტორსა და ინიციატორს დააკისროს ფულადი ჯარიმა. ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში; დ) განახორციელოს „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან) ] თავი IX. (ამოღებულია)