1. ეს ორგანული კანონი, გარდა პირველი–69-ე მუხლებისა, 70-ე მუხლის მე-3–მე-8 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ორგანული კანონის პირველი–69-ე მუხლები, 70-ე მუხლის მე-3–მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.
3. 2009 წლის 1 დეკემბრიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1995 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, №№27-30, მუხ. 642).
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,2009 წლის 24 სექტემბერი.
№1676–I
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (24.09.2009).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1)
საქმე №3ბ/ად-40-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.05.2000
…შესაბამისად, მის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს რაიმე ფინანსური ვალდებულება არ აუღია. მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს კომერციულმა სამმართველომ შესაგებელში მიუთითა, რომ ეროვნულ ბანკის მიერ მისთვის საგარანტიო წერილის გაცემა მოხდა "ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 71-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. ამდენად, საგარანტიო წერილი უნდა ჩაითვალოს ბათილად. სასამართლო სხდომაზე…
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, მუხლი 71, №1676, 24.09.2009, სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.04.001.003.616 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/101044/muxli-71/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია