„საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.020.22.033.014.439
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №262
2010 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
„საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ. 2325) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-12 მუხლის:
1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დეკლარაციას ავსებს:
ა) დეკლარანტი, რომელიც დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით და, მას აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში;
ბ) წარმომადგენელი:
ბ.ა) იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საბაჟო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ.ბ) დეკლარაციის ელექტრონულად შევსების ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, თუ წარმომადგენელს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში;
გ) საბაჟო ორგანო იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების თაობაზე.“.
2. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შევსება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.
კ. ბაინდურაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.03.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 31.03.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №262. სარეგისტრაციო კოდი — 200220020.22.033.014439.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №262, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 200220020.22.033.014439 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010584/