„შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის №277 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
- „შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ 19.07.2004
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №441
2007 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
„შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის №277 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის №277 ბრძანებულების (სსმ III, 2004 წ., №74, მუხ. 653) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „შეწყალების გამოყენების წესის თაობაზე“ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. კომისიის სხდომები მოიწვევა, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით (რეზოლუციით). სხდომის მოწვევამდე კომისიის წევრებს ეგზავნებათ დღის წესრიგი, რომელზეც ისინი წინასწარ წარმოადგენენ თავიანთ მოსაზრებებს. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ კომისიის სხდომას ესწრება წევრთა ორი მესამედი მაინც. მიღებულად ჩაითვლება ის გადაწყვეტილება, რომელსაც მხარი დაუჭირა კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა, ხოლო ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი