„საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპატამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №274 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.030.000.22.027.014.459
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №77
2010 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპატამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №274 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისდ, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპატამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №274 ბრძანებით (სსმ III. 2008წ., №168, მუხ.1718) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. აპარატის ამოცანები
აპარატის ამოცანებია: მთავარი პროკურორისათვის საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება; მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისა და ქვემდგომი პროკურატურების მიერ საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მინისტრის ბრძანებების, მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, განკარგულებების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი; პროკურატურის სისტემაში საორგანიზაციო საქმიანობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მთავარი პროკურორის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება; პროკურატურის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით ობიექტური საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის ხელშეწყობა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით, პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობის, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მთავარ პროკურორთან შეთანხმებით ან მისი დავალებით ბრიფინგების, პრესკონფერენციების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება, საზოგადოებრივი პროექტების სხვადასხვა აქტივობების ორგანიზება და კოორდინაცია; პროკურატურის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა თემაზე სემინარების ორგანიზება, პროკურატურის სისტემაში სტაჟირებაზე მყოფი პირების ტრენინგი, სემინარების ორგანიზება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით; საქართველოს პროკურატურის საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება; წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში პროკურატურის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; არაფინანსური აქტივების მიღების, აღრიცხვის, შენახვის, გაცემის და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა; პროკურატურის ფუნქციონირებისათვის საჭირო კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზება.“.
2. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 8 აპრილიდან.
ზ. ადეიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპატამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №274 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.04.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპატამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №274 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპატამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №274 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.04.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №77. სარეგისტრაციო კოდი — 110030000.22.027.014459.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპატამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №274 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპატამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №274 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.04.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპატამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №274 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №77, 06.04.2010, სარეგისტრაციო კოდი 110030000.22.027.014459 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.04.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010777/