„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამეურნეო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2005 წლის 25 ივლისის №258 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№232
სარეგისტრაციო კოდი
140080000.42.047.014457
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 35, 06/04/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.42.047.014.457

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №232

2010 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

 „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამეურნეო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2005 წლის 25 ივლისის №258 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამეურნეო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2005 წლის 25 ივლისის №258 ბრძანებით (სსმ III, 01.08.2005წ., №89, მუხ.1024) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ)     საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, აგრეთვე, შესყიდვებისა და პრივატიზების პროცესში სამსახურის სატენდერო, საკონკურსო და სააუქციონო კომისიების საქმიანობის უზრუნველყოფა;“.

2. დებულების მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სახელმწიფო შესყიდვების და პრივატიზების განყოფილება;“:

3. დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. სახელმწიფო შესყიდვების და პრივატიზების განყოფილება

სახელმწიფო შესყიდვების და პრივატიზების განყოფილების ამოცანებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება და შესყიდვების პროცესში სამსახურის სატენდერო კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა;

ბ) პრივატიზების პროცესში სამსახურის საკონკურსო და სააუქციონო კომისიების საქმიანობის უზრუნველყოფა;

გ) სახელმწიფო შესყიდვებისათვის და პრივატიზების განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადება, განცხადებების დადგენილი წესით გამოქვეყნება და ანგარიშების მომზადება;

დ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პრივატიზების თაობაზე ხელშეკრულებების მომზადება და შესაბამის ორგანიზაციებთან და მომწოდებლებთან შეთანხმება;

ე) სახელშეკრულებო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენი შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საპრივატიზებო ქონების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში წარსადგენი ინფორმაციის მომზადება.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ო. ქველიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამეურნეო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2005 წლის 25 ივლისის №258 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.04.2010.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამეურნეო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2005 წლის 25 ივლისის №258 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამეურნეო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2005 წლის 25 ივლისის №258 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.04.2010. მიმღები ორგანო — სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №232. სარეგისტრაციო კოდი — 140080000.42.047.014457.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამეურნეო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2005 წლის 25 ივლისის №258 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამეურნეო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2005 წლის 25 ივლისის №258 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.04.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამეურნეო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2005 წლის 25 ივლისის №258 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №232, 06.04.2010, სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.014457 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.04.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1011019/