„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№475
სარეგისტრაციო კოდი
010.210.040.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 117, 20/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №475

2007 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №78, მუხ. 831) დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 31 პუნქტი:

„31. ადმინისტრაციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე.“;

ბ) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები:

„პ) საგარეო ურთიერთობათა სამსახური;

ჟ) ანალიტიკური სამსახური.“;

დ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-15 და მე-16 პუნქტები:

„15. საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ფუნქციებია:

ა) საზღვარგარეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებათა შესწავლის საფუძველზე საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას შესაბამისი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის თაობაზე ინფორმაციის მომზადება და ანალიზი;

გ) საქართველოს პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყნის საგარეო მდგომარეობის შესახებ;

დ) საერთაშორისო მოვლენების სისტემატური ანალიზი;

ე) საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობის კოორდინაცია და ხელშეწყობა;

ვ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.

16. ანალიტიკური სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა;

ბ) ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო-კულტურული, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, აგრეთვე ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს, კერძო სექტორის, ბიზნესისა და ეკონომიკური ზრდის ანალიზი და საქართველოს პრეზიდენტისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება;

გ) საქართველოს პრეზიდენტისათვის ეროვნებათაშორისი ურთიერთობებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხების შესახებ წინადადებების შემუშავება;

დ) საქართველოს პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მიღება და პრეზიდენტისათვის ანგარიშის წარდგენა;

ე) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მეათე დღეს.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.08.2007.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 16.08.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №475. სარეგისტრაციო კოდი — 010.210.040.08.002.004.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.08.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, №475, 16.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.210.040.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.08.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/101140/