„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№480
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 119, 23/08/2007

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №480

2007 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №88, მუხ. 1166) შეტანილ იქნეს ცვლილება და 30-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„30. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სახელმწიფოს წინაშე ან ნამსახური აქვს უწყვეტი 10 კალენდარული წელი, ხოლო ამ მოსამსახურის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრი (მემკვიდრე), აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობების, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად გარდაცვლილი სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ოჯახის წევრი (მემკვიდრე), რომელმაც სახელმწიფო საბინაო ფონდიდან სამსახურებრივი დანიშნულებით მიიღო ბინა, შეიძენს მასზე პრივატიზაციის უფლებას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი