„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №277 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
010240070.22.023.014524
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 44, 20/04/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.014.524

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება№14

2010 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №277 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №277 ბრძანებით (სსმ III, 01.09.05წ., №103, მუხ. 1153) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-5-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ინსპექციის უფროსს ჰყავს ინსპექციის საშტატო ნუსხით განსაზღვრული რაოდენობის მოადგილეები.

6. ინსპექციის უფროსის მოადგილეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება ინსპექციის უფროსის ბრძანებით.

7. ინსპექციის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ინსპექციის უფროსის მიერ განსაზღვრული ინსპექციის უფროსის მოადგილე.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე